საზოგადოებრივი ედვარდ მუნკის თბილისელი "მადონა". რატომ არის დასაფლავებული თბილისში ნორვეგიელი მწერალი ქალი, რომელიც მუნკის მუზა იყო 2021, 7 აპრილი, 23:53 ![]() “სიყვარულის ქალღმერთი “ ასე უწოდებენ ცნობილ ნორვეგიელ მწერალს, დაგნი იუველს. მწერალს, რომელმაც სახელი გაითქვა არა იმდენად თავისი შემოქმედებით, რამდენადაც საინტერესო ცხოვრებით. ![]() ეს ვისპიანსკის შემოქმედებაა, სადაც ქალის საოცრად ღმა თვალებია აღბეჭდილი. თვალები ხომ სულის სარკეა?! ![]() სასტუმროს, რომელშიც დანგი მოკლეს, მშრალ ხიდთან მდებარეობს და "გრანდ ოტელი" ჰქვია, დღეს მის ფასადზე განთავსებულია სარეკლამო აბრები, პირველ სართულზე არის ბავშვთა და კომპიუტერის მაღაზიები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი. ამ სასტუმროსთვის ყველაზე შესაფერისი ანტიკვარული მაღაზიაა - შესასვლელთან ანტიკვარული ხალიჩებით და მინის ჭურჭლით სავსე საკიდებით. ![]() შავი მარმარილოს ფილები კელდებზე და თეთრი მარმარილოს საფეხურები. სასტუმროს წარსულის ბრწყინვალებას, რომლის მეორე სართულზეც დაგნი იმყოფებოდა მხოლოდ წინა ეპოქის სტილის ფარნებს და აივნები შემორჩენია. რა მოხდა ამ კედლებში 1901 წელს?. მემორიალური დაფა კი შეგვახსენებს, რომ ამ კედლებში მწერალი ქალის ტრაგიკულ სიკვდილს, მაგრამ ვინ იყო და რა მოხდა აქ მეოცე საუკუნის დასაწყისში - კულისებში რჩება. ![]() დაგნი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო - მწერალი, პიანისტი, მთარგმნელი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის დისშვილი. მაგრამ ის ისტორიაში შევიდა, როგორც დრამატურგების ავგუსტ სტრინდბერგისა და ჰენრიკ იბსენის ახლო მეგობარი. მისი ყველაზე ცნობილი საყვარელი იყო დიდი ნორვეგიელი მხატვარი ედვარდ მუნკი. ლეგენდარული "კივილის" ავტორი. დანგი ოფიციალურად იყო დაქორწინებული პოლონელ მწერალ სტანისლავ პშიბიშევსკიზე, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილ-ვაჟი. ![]() ტიფლისში ცოლ-ქმარი ჭიათურის მარგანეცის საბადოების მფლობელის ვაჟმა 25 წლის ვლადისლავ ემერიკმა დაპატიჟა კავკასიაში სამოგზაუროდ, მაგრამ სტანისლავ პშიბიშევსკი, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე დაგნის სიყვარულის გამო ცოლ-შვილი მიატოვა, ახლა ერთდროულად ორი ქალით იყო გატაცებული და ბოლო მომენტში გადაიფიქრა კავკასიაში გამომგზავრება. იგი დაჰპირდა დანგის, რომ მოგვიანებით შემოუერთდებოდა. თუმცა საბედისწეროდ დააგვიანდა. არადა, პშიბიშევსკიმ მუნკს დუელისკენაც კი მოუწოდა ერთ დროს ეჭვიანობის გამო. ამბიობდნენ, დულეში სწორედ მან დაუზიანა ხელი მხატვარსო, მაგრამ სინამდვილეში არაფერია ცნობილი მუნკისა და პშიბიშევსკის დუელის შესახებ. მართალია, მუნკს ხელი ნამდვილად დაშავებული ჰქონდა. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მეგობრებმა ედუარდს დანგის გარდაცვალების ამბავი აცნობეს. მუნკმა არ დაიჯერა, დაიწყო ჩხუბი, რის შედეგადაც ხელი დაიზიანა - მარცხენა ხელზე თითი დაკარგა. მოგვიანებით კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა. მათ თქვეს, რომ დაგნის ამბავი მისთვის დიდი შოკი იყო. ![]() დანგი 33 წლის იყო, როდესაც ტიფლისში ჩამოვიდა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მან ქართველ მამაკაცებში უმალ წარმოუდგენელი წარმატება მოიპოვა; უცნობი თაყვანისმცემლების ყვავილების კალათების მორთმევა არ წყდებოდა "გრანდ ოტელში" 1901 წლის 5 ივნისის ღამეს ემერიკსა და იუველს შორის მოხდა ჩხუბი, რომლის მიზეზიც ეჭვიანობა იყო. ერთ დროს, მუნკმა ხომ დახატა დანგისადმი მიძღვნილი ამავე სახელწოდების სურათი?!. ![]() დაგნის ცხედარი დაკრძალეს 8 ივნისს, იმ დღეს, როდესაც 34 წლის უნდა გამხდარიყო. 1902 წელს მან გამოაქვეყნა დრამა ოქროს საწმისი", სადაც ერთმანეთში გადახლართულია სიყვარული, ეჭვიანობა, ღალატი, შვილის მამობის სათუობა, მიტევება, მოვალეობის გრძნობა ოჯახისა და ბავშვების წინაშე. ეს დანგის მუზეუმია ნორვეგიაში, სადაც კედლები სავსეა მისი პორტრეტებით თაყვანისმცემელი მხატვრებისგან ![]() 507 10-ს მოსწონს
|