სისხლის სამართალი შავი გეორგინა: მკვლელობა, რომელმაც მსოფლიო შეძრა, დღემდე გაუხსნელია! 2021, 7 აპრილი, 20:48 მას ელიზაბეტ შორტი ერქვა და საოცრად ლამაზი იყო: თეთრი მარმარილოსებრი კანი, შავი თმა, ცისფერი თვალები - ფაიფურის თოჯინას ჰგავდა თითქოს. ბევრი იმდროინდელი გოგონას მსგავსად, ელიზაბეთი ოცნებობდა ჰოლივუდის ვარსკვლავი გამხდარიყო. მაგრამ მისი ოცნებები ვიღაცამ ადრიანად დაამსხვრია. პოლიციაში უცნობმა ქალმა დარეკა, რომ ლოს-ანჯელესში მისი მიწის ნაკვეთზე იპოვა უცხო ადამიანის სახეცვლილი ცხედარი. როდესაც პოლიციელები მივიდნენ გარდაცვლილი ქალის აღმოჩენის ადგილზე, მათ თვალებს არ დაუჯერეს: მიუხედავად იმისა, რაც მკვლელმა სხეულს მიაყენა, სხეული ისე იყო გაჭრილი შუაზე, რომ სისხლი არსად ჩანდა. ამ საშინელი ინციდენტის მსხვერპლს მეტსახელად შავ გეორგინს ეძახდნენ განსაკუთრებული სილამაზის გამო და ეს უნდა ყოფილიყო განზრახ მკვლელობა. ელიზაბეთი ზურგზე იწვა, ხელებაწეული, ფეხები გაშლილი ჰქონდა. ფეხიდან მოჭრილი ხორცის ნაჭერი მიამაგრებული იყო სასქესო ორგანოზე. გვამი ახალთავდაბანილი ჩანდა და როდესაც იპოვეს, თმები ისევ ნესტიანი იყო. მთლიანი სხეული დაფარული იყო სისხლჩაქცევებით, ზოგან ხორცი იყო მოჭრილი და პირი ყურიდან ყურამდე ჩაჭრილი. მაჯის და ტერფის გარშემო თოკის ნიშნები იყო. მაგრამ ყველაზე საშინელი ის გახლავთ, რომ სხეული აკურატულად იყო გაჭრილი შუაზე - გამყოფი ხაზი სწორედ მის წელზე გადიოდა. გამომძიებლებმა სიკვდილის მიზეზს უწოდეს "გულის შეტევა და შოკი, რომელსაც ტვინის შერყევა მოჰყვა და ჭრილობები სახეზე და მთელ სხეულზე", აუტოფსიამ ასევე აჩვენა, რომ დაზიანებების უმეტესობა მიყენებული იყო მსხვერპლის გარდაცვალებამდე და გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც მკვლელმა დაიწყო მისი შუაზე გაჭრა. დაზარალებულის გვარის გასარკვევად პოლიციას რამდენიმე საათი დასჭირდა. ბოლოს დადგინდა, რომ ეს იყო ელიზაბეტ შორტი და სულ რაღაც 22 წლის. ვინ იყო ელიზაბეტ შორტი? ფაიფურის თოჯინას მსგავსი ლამაზმანი, რომლის საყვარელი ფერი იყო შავი: მას ეცვა შავი კაბები, ჯინსები, თეთრეულიც და წინდებიც კი შავი. მეტსახელი შავი გეორგინი ელიძაბეთმა გარდაცვალების შემდეგ მიიღო. ელიზაბეტი მარტოხელა დედასთან გაიზარდა - მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის მხოლოდ ექვსი წლის იყო, დედა კი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვით მარტო დარჩა დიდი დეპრესიის შუაგულში. ჩვიდმეტი წლის ასაკში ელიზაბეთი მაიამიში უკეთესი ცხოვრების საძებნელად წავიდა. კაფეში მიმტანად მომუშავე გოგონა ძალიან შეუყვარდა სამხედრო პირს, რომელიც მალე ომში წავიდა. ელიზაბეტმა პირობა დადო, რომ მას დაელოდებოდა და პატიოსნად ასრულებდა სიტყვას. მალე ელიზაბეთმა მიიღო დეპეშა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისი საყვარელი ადამიანი ბრძოლის ველზე გარდაიცვალა. ელიზაბეთი ალკოჰოლს მიეძალა. მალე ნებდებოდა ნებისმიერ მამაკაცს, ვინც შესთავაზებდა სასმელს და ცხელ სადილს. ასეთი საქციელის გამო, იგი პოლიციამ დააკავა და მატარებლით გაგზავნა მშობლიურ ქალაქში. ელიზაბეთს არ სურდა სახლში დაბრუნებულიყო. იგი მატარებლიდან გადმოვიდა ახალი ცხოვრების დაწყების მტკიცედ განზრახვით. და მან თითქმის წარმატებას მიაღწია კიდეც - იგი კვლავ შეიყვარა საჰაერო ძალების მაიორმა - მეტ გორდონმა. ისტორია განმეორდა. მეთი იძულებული გახდა ომში წასულიყო და ელიზაბეთი დაჰპირდა, რომ მას დაელოდება იმ იმედით, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება და როდესაც მეთი ომიდან დაბრუნდებოდა, ისინი დაქორწინდებოდნენ. ელიზაბეტი ორი წელი ელოდა მეთს, სანამ 1946 წლის აგვისტოში ფოსტალიონმა არ დააკაკუნა და შეყვარებულის დედის დეპეშა არ მოუტანა მეთის გარდაცვალების შესახებ. იმის წარმოდგენაც კი შემზარავია, რა მოხდა ელიზაბეტის გულში. ყველა იმედი, ბედნიერი ცხოვრების ყველა ოცნება ჩამოიშალა. ელიზაბეთმა ჩაალაგა ნივთები და ქალაქი დატოვა. ამჯერად, მისი მიზანი არ იყო ახალი სიყვარული. იგი მიზნად ისახავდა ჰოლივუდს.ამჯერად ის აპირებდა ისეთი ადამიანის პოვნას, რომელიც დიდების და კინოს სამყაროს გახსნიდა მისთვის. დანიშნულების ადგილი - ჰოლივუდი. ავტოსტოპებით კალიფორნიაში... ელიზაბეთი ბოლოს ბილტმორის სასტუმროს ფოიეში ნახეს, სადაც საკუთარ დას უნდა შეხვედროდა. ზუსტად აქ წყდება გოგონას კვალი წყდება. ალბათ სწორედ აქ შეხვდა ის მკვლელს ან სულაც მკლელმა ავტოსტოპით სასტუმრომდე ჩამოიყვანა. რაც ჟურნალისტებმა მაშინ გააკეთეს, საშინელება იყო. ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი გაეგოთ მსხვერპლის შესახებ. მედიამ ელიზაბეთის დედას დაურეკა ტყუილებით, რომ გოგონამ გაიმარჯვა სილამაზის კონკურსზე და რომ მათ სურთ მეტი იცოდნენ მისი ქალიშვილის შესახებ. მხოლოდ მას შემდეგ გაიგო ტრაგედიის შესახებ, რაც გახარებულმა ქალიშვილის ამბავი უამბო და სურათები აჩვენა ჟურნალისტებს. ცხრა დღის შემდეგ ვიღაცამ ერთ-ერთ რედაქციას გაუგზავნა პაკეტი, რომელშიც ელისაბედის დოკუმენტები იყო: მისი დაბადების მოწმობა, სოციალური დაცვის ბარათი, მისამართების წიგნი და მეტ გორდონის ნეკროლოგი. პაკეტს ბენზინის სუნი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამომგზავნმა თითის ანაბეჭდები ზედმიწევნით წაშალა. ელიზაბეთი არის ახალგაზრდა გოგონების იმედების განადგურების სიმბოლო, რომლებიც იბადებიან ლამაზებად, აქვთ ამბიციები, მაგრამ შეუძლიათ ავტოსტოპით გადაადგილდნენ მიზნისკენ დაუცხრომელი სწრაფვისას. იჩქარეთ ნელა - ოქტავიან ავგისტუსის სიტყვებია, რომელმაც საუკუნეებს გაიძლო... შავი გეორგინი - სულ რაღაც 22 წლის... 500 6-ს მოსწონს
|