x
image
თუთიკო ბერძენა
მოზრდილების მიერ ჩადენილი 5 დანაშაული, რომლებიც თავს ბავშვებად ასაღებდნენ
image


ბავშვთა სისხლისსამართებრივი პასუხისმგებლობა გაცილებით მსუბუქია. ზოგჯერ მოზრდილები ბავშვების ხელით ასრულებენ დანაშაულობებს. გახსოვთ ალბათ ცოტა ხნის წინ თბილისის პეკინის ქუჩაზე საიუველირო მაღაზიის გაქურდვის ფაქტი. თუმცა ჩვენ მიერ წარმოდგენილი დამნაშავეები თვითონ იკატუნებდნენ თავს, რომ ბავშვები არიან.
სექსუალური დამნაშავე, რომელიც 12 წლისაა
image

2007 წელს ნილ ჰევენსი როდრიკ II- მ აღიარა შვიდი ბრალდება და 70, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან თავი 12 წლის ბიჭად წარმოაჩინა და არიზონას რამდენიმე საშუალო სკოლაში ჩაბარება სცადა. სინამდვილეში, როდრიკი 30 წლის იყო. მან მაკიაჟი ეკეთა, რომ ახალგაზრდული შსახედაობა ჰქონოდა და 2005 წლიდან დადიოდა სკოლაში. სკოლის ადმინისტრაციას გაუჩნდა კითხვები მისი დოკუმენტების ნამდვილობასთან დაკავშირებით და პოლიცია გამოიძახა. მის სახლში ბავშვთა პორნოგრაფიის კოლექცია აღმოაჩინეს.

მასთან ერთად დააპატიმრეს 36 წლის თანამონაწილე ბრაიან ნელისი, რომელიც ერთდროულად კეისის ბიძაც და ბაბუაც იყო. ამ ისტორიაში ყველაზე თვალშისაცემი ის იყო, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ კეისი ზრდასრული ადამიანი იყო.


"მოზარდის" მიერ მოზარდის გატაცება

image



2015 წელს ვაშინგტონელმა 48 წლის რასელ უეინ დევინმა თავი 18 წლის ბიჭად გაასაღა. მან 15 წლის გოგონა გაიცნო. წყვილს ვირტუალური რომანი ჰქონდა, მან მიიწვია ერთდღიან წვეულებაზე წასულიყვნენ ერთად. საბედნიეროდ, გამტაცებელს და გოგონას პოლიციამ დაედევნა, რადგან გოგონამ მოასწრო მაკდონალდსის სტუმრებისთვის ეთქვა, სადაც ისინი გაჩერდნენ საჭმელად, რომ მას დახმარება სჭირდებოდა.


უკრაინელი ბიჭი, რომელიც ვითომ სკოლის მოსწავლე იყო

image

არტურ სამარინი ბრწყინვალე სტუდენტი იყო. ერთი უბედურება - ბიჭი 14 წლისად ასაღებდა თავს, მაგრამ 23 წლის იყო. არტურმა დაკარგა ამერიკული ვიზა და გადაწყვიტა, რომ როგორმე უნდა დაებრუნებინა იგი. შემდეგ მან ყალბი მოწმობა, სოციალური დაცვის ბარათი გააკეთა და ამერიკის სკოლაში თავის დაჯდა მოსწავლედ. მალე სამარინი გაგზავნეს ციხეში საბუთების გაყალბებისთვის.

"მე სიყვარულს ვეძებდი"

image

2013 წელს, ჩერიტი ჯონსონი ტეხასის ქრისტიანულ სკოლაში შევიდა, იგი რეალურად 34 წლის იყო. მან თითქმის ათი წელი გაატარა ტეხასის პატარა ქალაქებში, სხვადასხვა მინდობით აღმზრდელ ოჯახებთან ერთად, დატკბა თავისი მეურვეების სტუმართმოყვარეობით. 2013 წელს მან თქვა, რომ მისი სახელი იყო ჩერიტ სტივენსი და ის მხოლოდ 16 წლის იყო. ის ამტკიცებდა, რომ 1997 წელს დაიბადა და არა 1979 წელს, როგორც სინამდვილეში. ქალმა იპოვა მზრუნველი ოჯახები, რომლებიც მას კერძო სკოლის საბუთების შევსებაში ეხმარებოდნენ.

იგი ხშირად ეუბნებოდა ხალხს, რომ მისმა ბიოლოგიური და მშვილებელი ოჯახები აშინებდნენ. არავის გასჩენია ეჭვი მის სიტყვებში. ისინი, ვინც ის იშვილა სხვადასხვა დროს, ამტკიცებდნენ, რომ გოგონა მოზარდს ჰგავდა, თუმცა იგი საკმაოდ დიდ წონის იყო.

როდესაც ქალის ტყუილი გამჟღავნდა, მან უპასუხა, რომ მას უბრალოდ "სიყვარული სურდა", სიყვარულით სავსე გარემო სურდა

ბიჭმა ოჯახი დაარწმუნა, რომ ის მათი შვილი იყო

image

1994 წელს ტეხასში გაქრა 13 წლის ნიკოლას ბარკლეი, 3 წლის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა. ის დაღლილი ჩანდა, მაგრამ ოჯახს სურდა დაეჯერებინა, რომ ეს მათი შვილი იყო. სინამდვილეში, 23 წლის ფრედერიკ ბურდნი ვითომ ნიკოლოზს წარმოადგენდა და ის ასე პირველად არ იქცეოდა. მას ოთხი თვის პატიმრობა მიუსაჯეს.
პოლიციის კითხვაზე, თუ რატომ აკეთებდა ასე, მან უპასუხა, რომ იგი უბრალოდ ეძებდა სიყვარულსა და მზრუნველობას.

0
238
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0