x
image
თუთიკო ბერძენა
ქუთაისში ჰაკერთა ჯგუფი ცნობილ ოჯახებს სიცოცხლის ხელყოფის მუქარებს უგზავნის

image ქუთაისელებს თავსატეი აქვთ, ვინ უტეხავთ ფბ პროფილებს, მეილებსა და ზოგადად, საკომუნიკაციო მოწყობილობებს, ვინ უქმნით მადისკრედიტებელ ფეიკ პროფილებს, ემუქრება არასრულწლოვანი შვილების სიცოცხლის ხელყოფით, ჯგუფური გაუპატიურებით და დასცინით, რომ მაინც არავინ/ ვერავინ დაიცავთ. თვითონ ეს ფაქტი სამართალდამცავების სახელსა და ავტორიტეტზეც მეტყველებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქალაქის ხელმძღვანელობაზე, რომელიც მსგავს ფაქტებს უგულებელყოფს, როცა მას საქმის კურსში აყენებენ. საქართველოს მედია სივრცეში უამრავ სტატიას ნახავთ, უამრავ გადაცემას, პოლიტიკურ გამოსვლებს, სადაც ხმამაღლა საუბრობენ და თავს იწონებენ ადაიანის უფლებების მაღალ რანგში აყვანით. ბავშვის უფლებათა კოდექსი ისეთი გრანდიოზული ზარზეიმებით მიიღეს, მართლა იმედი ჩაგვესახა ადამიანებს, მაგრამ საუბედუროდ და სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ბრთყელ-ბრტყელი სიტყვები აღმოჩნდა, რეალურად არავის ადარდებ, შენ - არასრულწლოვანი და მით უფრო ზრდასრული. მთავარია კარგად გამოსხდნენ კაბინეტებში, კარგი შემოსავალი ჰქონდეთ, პოპულისტურად მოიღერონ ყელი და იკეკლუცონ ტელეკამერების წინ.

რაც შეეხება ჰაკერს, მისი/ მათი ხელწერა სრულიად ერთნაირია, გარდა იმისა, რომ ბოლო დროს დამტვრეული, არაგრამატიკული რუსულით ცდილობს რუსად ან პაკისტანელ სტუდენტად შემოასაღოს თავი ბულინგის ობიექტებს. თუმცა ბულინსაც გააჩნია - ეს უკვე სიცოცხლის ხელყოფით დამუქრება, თანაც არასრულწლოვანთან მიმართებით, სისხლის სამართლის კოდექსის საკითხია. დაწიოკებულ ოჯახებს შეაქვთ განცხადებები პოლიციაში, ასახელებენ ეჭვმიტანილს, რადგან ასეთი მაღალი კომპიუტერული ტექნოლოგიების მცოდნე ბევრი არაა არც ქუთაისში და საქრთველოშიც კი. გრდა იმისა, რომ ჰაკერი იმუქრება, იგი ტეხს პროფილებს, მაგალითად, ერთი ოჯახის წევრების, ზის უჩუმრად თვეობით, აყურადებს, მიმოწერებს ითხულობს და შემდეგ აშანტაჟებს ოჯახებს, ნათესავებს, ანგრევინებს ოჯახებს, აშვებინებს სამსახურებიდან, მოკლედ, რომ ვთქვათ, ეძებს ხელჩასავლებს მიმოწერაში. ადამიანები კი რა თქმა უნდა სულ ერთ ხასიათზე არ არიან, ზოგჯერ ადეკვატურად ვბრაზდებით, რაღაც გვწყინს, რაღაც გვიხარია და შესაძლოა გამოხატო ეს ყველა ემოცია მიმოწერაშიც და ახლობლებთან საუბარშიც. ანუ გამხატვის შეზღუდვა არალეგიტიმური გზებით ხორციელდება. ბულინგის მსხვერპლ ადამიანებს კი ხშირად არათუ მხარდაჭერას უცხადებენ, პირიქით, საზოგადოება განიკითხავს კიდეც.


ჰაკერს, რომელიც სავარაუდოდ მარტო არ მუშაობს, აქვს ფულის გამოძალვის მცდელობებიც. და ზოგჯერ იმაზეც იმუქრება, რომ რას ჰქვია და ეჭვმი მიაქვთ ვინმეზე (ყველა შემთხვევას ერთი და იგივე ეჭვმიტანილი ჰყავს).



ჩაბუდდება რა ოჯახის რომელიმე წევრის პროფილში და პოსტავს საშინელ პოსტებს, ნიშნავს რა საქრთველოს პროკურატურას, უსაფრთხოების სამსახურს და შსს სამინისტროს. ეს რა თქმა უნდა, არა მარტო ბულინგის ობიექტის, არამედ თვითონ ამ ძალოვანი სტრუქტურების დაცინვაა, რომ ვერ ხდება ჰაკერის იდენტიფიცირება, თუმცა სხვადასხვა ოჯახების ჩვენებებში არსებობს თვალსაჩინო კორელაციები, რომელსაც ზედმიწევნით სჭირდება გამოძიება და დადგენა.

3
110
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
110
  
2022, 23 სექტემბერი, 23:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 21 სექტემბერი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3