მოდა ცვალებადია, მაგრამ არსებობს ისეთი სტილი, რომელიც არასოდეს იცვლება. წარმოგიდგენთ 15 ცნობილ ქალბატონს თავიანთი უნიკალური სტილით:
სოფი ლორენი
იტალიელ ლამაზმანთან ასოცირდება ფერადი კაბები გამოყვანილი წელით, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ ღირსებებისკენ და ნაკლს მალავდნენ.
2. ოდრი ჰეპბერნი
ქალური, მაგრამ მოსახერხებელი ტანისამოსი, რომელიც ხაზს უსვამს ფიგურას.
3. ელიზაბეტ ტეილორი
მსახიობი უპირატესობას ანიჭებდა ელეგანტურ კაბებს მუხლს ქვევით სიგრძით და ფართოს. ტეილორი მსგავსი სტილის კაბებს იცვამდა როგორც სხვადასხვა ღონისძიებაზე, ისე ყოველდღიურადაც.
4. გრეის კელი
ცნობილი “კელის ჩანთა" აქტუალურობას დღესაც არ კარგავს. ამ ჩანთით მსახიობი 50-იანებში გამოჩნდა, მაგრამ დღესაც ისეთივე პოპულარულია, როგორც ადრე.
5. ბრიჯიტ ბარდო
მისი სტილის ყველაზე წარმოსაჩენი მაგალითი სწორედ თმის სახვევია.
6. მერილინ მონრო
მსახიობს “გარსის კაბები" განსაკუთრებით უყვარდა და კარგადაც იხდენდა.
7. კეტრინ ჰეპბერნი
მაღალწელიანი შარვლები, ლოფერები და კლასიკური პერანგები ქალის სავიზიტო ბარათი იყო.
8. ჟაკლინ კენედი
ჟაკლინი უპირატესობას ანიჭებდა ყოველდღიურ, თითქოს არაფრით გამორჩეულ, მაგრამ ხარისხიან ტანსაცმელს.
9. ჯეინ ბირკინი
ჯინსები, უბრალო მაისურები და ე. წ. “ბალეტკები" მოდიდან ალბათ არასდროს გადავა.
10. ჟოზეფინა ბეიკერი
ბეიკერს სჯეროდა, რომ დიდი ბეწვიანი მოსაცმელი ნებისმიერ ჩაცმულობას უხდება.
11. მარლენ დიტრიხი
ქალმა ფატქობრივად მამაკაცის გარდერობი თავად მოირგო, და ვერც ვერავი იტყვის, რომ არ უხდებოდა.
12. დაიანა როსი
80 იანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი ჩაცმულობითაც ყოველთვის გამოირჩეოდა.
13. გრეის ჯონსი
80 იანი წლების მოდელი და მსახიობი, სწორედ მან შემოიტანა ქალებში ტყავის ქურთუკის ტენდენცია.
14. პრინცესა დიანა
კუბოკრული პრინტი პრინცესა დიანას საყვარელი სამოსი იყო. დედოფალმა ვიქტორიამ დაიწყო, ხოლო პრინცესა დიანამ გააგრძელა.
15. ქეით მიდელტონი
ისევე როგორც პრინცესა დიანას, ისიც ლამაზად დაელეგანტურად ახამებს უბრალო ტანსაცმელს.