საზოგადოებრივი კონტაქტი არამიწიერ ცივილიზაციასთან არის საშინელი იდეა 2021, 7 აპრილი, 16:07
იაპონური წარმოშობის ყველასთვის ცნობილი მიჩიო კაკუ, (Michio Kaku) ნიუ -იორკ სითის კოლეჯის თეორიული ფიზიკის პროფესორი და მეცნიერების ცნობილი პოპულარიზატორი მიიჩნევს, რომ მაღალგანვითარებულ უცხოპლანეტელთა ცივილიზაციასთან კონტაქტის დამყარება საშიშია.
ცნობილი ფიზიკოსის აზრით, ძალიან დიდია შანსი, რომ კაცობრიობამ არც თუ ისე შორეულ მომავალში ნახოს მოწინავე უცხო ცივილიზაციების კვალი ან კონტაქტი ჰქონდეთ მასთან. ეს შეიძლება მოხდეს ჯეიმს უების (James Webb Space Telescope )კოსმოსური ტელესკოპის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ რომელსაც დედამიწის მსგავსი ცივი, კლდოვანი ეგზოპლანეტების აღმოჩენისა და შესწავლისთვის უპრეცენდენტო მგრძნობელობა გააჩნია(ქვემოთ ფოტოზე) მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცობრიობა უნდა შეეცადოს უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დამყარებას, მიჩიო კაკუ ამას საშინელ იდეას უწოდებს, ვინაიდან შესაძლებელია XVI საუკუნეში ესპანეთის მიერ აცტეკების იმპერიის დაპყრობის მსგავსი სცენარი განმეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად მეცნიერი ვარაუდობს, რომ უცხო ცივილიზაციები, შესაძლოა მეგობრულიც იყოს, თუმცა მას მიაჩნია, რომ კაცობრიობა ამას ვერ გარისკავს. 420 4-ს მოსწონს
|