საქართველო პოზნერი საქართველოში ჩამოსვლას ისევ აპირებს... 2021, 6 აპრილი, 21:32 ვლადიმირ პროზნერი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ იგი საკუთარ ვეგვერდზე სტატიას აქვეყნებს. "რა თქმა უნდა, მე, ისევ ჩავალ საქართველოში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მომილოცა დაბადების დღე და მადლობა ყველას, ვინც გამოთქვა შეშფოთება ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით, როცა ჩავედით თბილისში, რათა იქ აღმენიშნა ჩემი დაბადების დღე. ეს იყო გარკვეული ტრადიცია, ეს ორჯერ უკვე გავაკეთეთ და ჩავედით მესამედ, მაგრამ იქ მოხდა შემდეგ, რაც მოხდა. მე ვამბობდი, რომ ამ ფაქტის კომენტირებას არ მოვახდენდი და არც გამიკეთებია კომენტარი, რადგან იყო ბევრი კითხვა, მომეყოლა, რა და როგორ მოხდა და მე გადავწყვიტე, ეს გავაკეთო ყველასთვის, მოკლედ და კონკრეტულად. როგორც ვხვდები, საქართველოში სამწუხარო პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და ოპოზიციამ ჩემი ჩასვლა გამოიყენა დებოშის მოსაწყობად, გაეხსენებინათ ჩემი სამი წლის წინანდელი ნათქვამი აფხაზეთთან დაკავშირებით, რათა მოეწვდინათ ხმა ჩვენთვის ავტობუსზე კვერცხების სროლით. როგორც ჩანს, მათ ქათმის კვერცხი საკმარისი აქვთ, რათა ებრახუნებინათ რესტორნის კედლებზე, ეყვირათ სასტუმროს აივნებთან, ესტვინათ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, გამოვმგზავრებულიყავი, რომ ჩემი მეგობრები საფრთხეში არ ჩამეგდო. დავბრუნდით მოსკოვში და ბრწყინვალედ აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე. როგორც ჩანს, ეს თბილისური გამოცდილება დაგვეხმარა კიდეც, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ. მინდა, გარკვევითგანვაცხადო, რომ საქართველოზე და ქართველებზე ნაწყენი არ ვარ. უფრო მეტიც, საპატიო კახელი ვარ და მე, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში უეჭველად. რა თქმა უნდა, კვერცხების მსროლელები, რომელსაც ფულს უხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობს და ისინი დიდ ყურადღებას არ იმსახურებენ, "- წერს ვლადიმერ პოზნერი.
სწორედ ამ დროს, პარალელურად, ზაზა გახელაძის სანაცვლოდ ოკუპანტები ჩორჩანას საგუშაგოს დემონტაჟს და ოქონის უნიკალურ ხატს ითხოვენ საქართველოდან! პოზნერი კი ისევ გეგმავს ჩამოსვლას, რადგან სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ ის ქართველებისთვის ზაზა გახელაძეზე ძვირფასია! 54 5-ს მოსწონს
|