თავაზიან ქცევას, თურმე,
ჯადოსნური ძალა აქვს,
კარგ მიმართვას, თხოვნას, ბოდიშს
თბილი სხივი გადააქვს.
თუკი დინჯად მოიქცევი,
ხშირად არ გაბრაზდები,
თქვენთან ბევრი იმეგობრებს
ქებას არ დაგზარდებით.
სიკეთისთვის სიკეთით
გიპასუხებს ყველა,
უფლის ნიშნად გამოჩნდება
ცაზე ცისარტყელა
ზრდილობიანი
კარგი შვილი რომ იყო,
სულ არ არის ძნელი,
დედა იტყვის:ეს შვილია
კარგი გასაზრდელი
ზრდილი მანერებისთვის
ალბათ, ყველა შეგაქებს
ცუდისაქციელი კი,
სუყველასთან შეგარცხვენს.
უფროსებთან იყავი
მუდამ თავაზიანი
თანატოლებს აჩუქე
გაღიმება მზიანი.
თუ რაიმე შეგეშლება,
ნუ მოცდები ლოდინში,
შენი დანაშაულისთვის
მოიხადე ბოდიში
მადლიერება
რაიმეს თხოვნა თუ გინდა,
ტირილით რა შეიცვლება?
აუცილებლად წარმოთქვი
სიტყვები: "თუშეიძლება? "
და თუ მიიღე, რაც გინდა,
არ დაგავიწყდეს მადლობა,
მადლიერების გრძნობაა
უფლისგან დიდი წყალობა
ავტობუსში
ავტობუსში მოხუცებს
შე დაუთმე ადგილი,
ფეხზე დგომა მგზავროისას
სულ არ არის ადვილი
მოხუცი კი ღიმილით
გადაგიხდის მადლობას
შენს დედიკოს შეუქებენ
დედობას და ქალობას
~