x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
იშვიათი დაავადების გამო გოგონას მამაკაცების ხმა აღარ ესმის, ესმის მხოლოდ ქალების ხმა და აი რატომ


გოგონა ჩინეთიდან სახელად ჩენი ქალაქი სიამინიდანაა, ფუძიანის პროვინციიდან. მან საავადმყოფოს მიაკითხა სმენის დაკარგვის გამო. ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გაიგეს, რომ გოგონას მხოლოდ ქალების ხმა ესმოდა, მამაკაცების კი არა.image


ერთ დილას გოგონამ აღმოაჩინა, რომ თავისი შეყვარებულის ხმა აღარ ესმოდა, ამიტომ სააყადმყოფოში წავიდა. ექიმებმა კვლევები ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ გოგონას სმენის დაბალი სიხშირის დაკარგვა აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გოგონას მშვენივრად ესმოდა მედდების ხმა, მაგრამ როდესაც ოთახში მამაკაცი ექიმი შევიდა და საუბარი დაიწყო, ჩენის სმენა თითქოს საერთოდ ქრებოდა.

image

დაბალი სიხშირის სმენის დაკარგვა საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, რომელიც 13 000 პაციენტიდან ერთს შეიძლება აღმოჩნდეს სმენის სხვადასხვა სახის პრობლემებით. ექიმის ვარაუდით, გოგონაში პათოლოგიური აშლილობის განვითარების მიზეზი იყო ის სტრესი, რომელიც მან განიცადა.

ამ დაავადების დროს პაციენტებს არ ესმით არა მხოლოდ მამაკაცის ხმა, არამედ სხვა დაბალი ხმებიც, როგორიცაა მაგალითად, მაცივრის ხმაური.

image
გოგონამ მოყვა, რომ ამ ინციდენტამდე ფგვიანობამდე მუშაობა უწევდა და ძილისთვბის დრო არ ჰქონდა. ექიმის თქმით, ეს სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმმა ძლიერი სტრესი გადაიტანოს, სწორედ ამან გამოიწვია გართულებებიც.


იმის გამო, რომ გოგონამ ექიმებს დროულად მიმართა, დღეს მისი გამოჯანმრთელების შანსები საკმაოდ დიდია.





0
308
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0