პროზა რა კავშირია გელა ჩარკვიანს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და გურამ დოჩანაშვილს შორის 2021, 5 აპრილი, 14:31 "გურამ დოჩანაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და გელა ჩარკვიანი ყოფილან თანაკლასელები. მე მგონი თავად ეს კლასი უნდა გამოცხადდეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად", - წერს ჟურნალისტი დავით ლიკლიკაზე სოციალურ ქსელში. გურამ დოჩანაშვილის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ახალგაზრდა დოჩანაშავილი შეუერთდა არალეგალურ პატრიოტულ ორგანიზაცია "გორგასლიანს". ზვიად გამსახურდია, გურამ დოჩანაშვილი, მერაბ კოსტავა, ანატოლი მიქაძე, თამაზ გუნჯუა, ვლადიმერ სიხარულიძე, თემურ მეტრეველი, თეიმურაზ ცერცვაძე და გურამ სხირტლაძე მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ, როდესაც ისინი 1956 წლის 2 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა. დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება. დროა, შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად. მიმოიხედეთ ირგვლივ, მსოფლიო ბობოქრობს, განკითხვის დღე მზადდება კრემლელი ჯალათებისთვის. თბილისში, პოზნანში, ბუდაპეშტში მათ მიერ დაღვრილი უდანაშაულო მოსახლეობის სისხლი სამართალს ითხოვს. მათი აღსასრული მოახლოებულია. ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი ჩვენი საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას. ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისთვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა! ხელები შორს უნგრეთისაგან! ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის!” 328 8-ს მოსწონს
|