x
image
თუთიკო ბერძენა
დატოვეთ სტოკჰოლმის სინდრომი ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებისთვის - ნუ გაასაღებთ მათ  რომანტიკად მხატვრულ ლიტერატურაში! 
თანამედროვე ლიტერატურული ნაწარმოებების რამდენიმე შტამპი არსებობს, რომლებითაც საშინლად დავიღალეთ. მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე შევჩერდებით ამჯერად. image


თანამედეროვე დეტექტივები, რომანტიკული თავგადასავლები, ფანტასტიკა - ეს ყველაფერი მხოლოდ გასართობია, მაგალითად, რუჯის მიღებისას სანაპიროზე დროის გაყვანის საშუალებად.

თანამედროვე წიგნები საღეჭი რეზინივითაა, ღეჭავ, ღეჭავ, მაგრამ გონებას არანაირი საკვები არ ეძლევა. თუმცა ყველაზე უპრეტენზიო ზღაპრებიც კი, არა მხოლოდ ართობს ბავშვებს, არამედ მათ შესაძლებლობას აძლევს სხვის გამოცდილებაში ჩაიძირონ, იცხოვრონ წიგნში აღწერილი მოვლენებით. ცნობილმა ანიმატორმა ფიოდორ ხითრუკმა თავის წიგნში მოგვითხრო, როგორ იყო ექვსი წლის ასაკში იგი შეძრწუნებული ლომისა და ხარის მეგობრობის აღმოსავლური იგავის გამო და როგორ კითხულობდა მას ისევ და ისევ საბოლოო სასიკვდილო ბრძოლის ნაცვლად წარმატებული შედეგის იმედით. იგი დასძენს, რომ ამ ამბავმა შეიძლება გადაარჩინა კიდეც იგი იგი მრავალი ბოროტმოქმედების ჩადენისგან.

image

ასეა ნებისმიერი წიგნის კითხვისას. ჩვენ თავს ვიყენებთ გმირების ადგილზე, თანავუგრძნობთ პერსონაჟებს და გამოგვაქვს დასკვნები. და როცა არარსებულ სამყაროში იწყებ შეცურებას და ერთი და იმავე შტამპებს შესაკდები, ძაიან უსიამოვნო განცდა გეუფლება და ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილიც რჩები.

მოდით განვიხილოთ, რა ტიპის ლიტერატურაა წიგნის ნაგავსაყრელზე გასაშვები და რითი დადგა მათი ჩანაცვლების დრო:


გამხდარი, უმწეო და სიფრიფანა ქალი პერსონაჟები. მხარბეჭიანი, დაკუნთული მამაკაცი პერსონაჟები

ეცნობი წიგნების მთავარ პერსონაჟებს და თვალწინ გიდგება სუსტი და გალეული ყვავილების მწკრივი წარმოსადეგი ახალგაზრდა კვიპაროსების კორომის ფონზე. თანამედროვე ქალების საშუალო ზომა ორმოცდაორია, რომანებში კი მთავარ გმირებად თითქმის ყოველთვის გამხდარი და გალეული ქალებია წარმოდგენილი: პუტკუნა, უფრო უხეშად რომ ვთქვათ, მსუქანი ქალი აღმოჩნდება კომიკური პერსონაჟი ან საზიზღარი ანტაგონისტი, რომლის ფსიქიკურ დეფორმაციას ხაზს უსვამს ქონის ნაკეცები. თუ პერსონაჟის როლის მიღებისას მოულოდნელად გაიღვიძებ არა მხოლოდ შუასაუკუნეების ციხესიმაგრეში, არამედ მსუქანი ქალის სხეულში, მაშინ პირველი, რასაც გააკეთებ, გამოიყენებ მთელ ცოდნას, რაც იცი კვებისა და ფიტნესის შესახებ, რომ დაიკლო წონაში!გახდე ძაფივით გამხდარი და გამხმარი.

სხვა რომ არაფერი, ბავშვბეს მხოლოდ იმისთვის შეიძლება უყვარდეთ კარლსონი, რომ ბურთივით მრგვალია და უშნო.




აბა, დააკვირდით, ყველაფერი საუკეთესო - ნამდვილი სიყვარული, სასიამოვნო თავგადასავლები, ერთგული მეგობრები - მხოლოდ გამხდარი ქალი პერსონაჟებისთვისაა განკუთვნილი. და ეს საშინლად მომაბეზრებელია! მე მინდა ავტორებს ვკითხო: წიგნის ხარისხი მთავარი პერსონაჟი ქალების კილოგრამების უკუპროპორციულია? ყველა მკითხველს ხომ სურს საკუთარი თავის მხოლოდ სრულყოფილი ასლის ნახვა. ჩვენ გვინდა სულ სხვა რამ - ვნახოთ ქალების თავგადასავალი, რომლებიც ჩვენნაირები არიან. გახადეთ თქვენი პერსონაჟები ისეთივე განსხვავებული, როგორიებიც ჩვენ ვართ სინამდვილეში - ავტორებს ეს მხოლოდ სარგებლობას მოუტანს!

იდუმალი პირქუში მამაკაცი

თუ 100-დან 99 შემთხვევაში მთავარი პერსონაჟი ქალი ელეგანტური და კოპწია სტატუეტია, მისი რომანტიკული ინტერესის ობიექტი თითქმის ყოველთვის იდუმალი ღრუნჩი მამაკაცია- ემოციურად ცივი, ჩუმი, პირქუში და მთელი გარეგნობით მიანიშნებს, რომ მის წარსულში რაღაც საიდუმლოებაა. როგორც წესი, საიდუმლო აღმოჩნდა ის, რომ ყოფილმა ცოლმა, საყვარელმა, სეყვარებულმა გული გაუტეხა, ზოგჯერ კარადიდან შეიძლება ჩონჩხები გადმოცვივდეს, მაგალითად, ყოფილი მეუღლეების და შვილების, რომლებიც ნაადრევად გარდაიცვალნენ...

იდუმალი პირქუში გოგონებთან იქცევა მისი არქეტიპის შესაბამისად: უგულებელყოფს, ზევიდან ელაპარაკება, დასცინის, შეურაცხყოფს და ამცირებს. შემდეგ აუცილებლად აღმოჩნდება, რომ მან ეს მხოლოდ კარგი მიზნებისთვის გააკეთა: ან სწავლის მოტივაცია მისცა, შემდეგ კი შეეცადა განშორებოდა, რადგან არ შეეძლო სიყვარული და ვერაფერს მისცემდა მას! დასასრული ყოველთვის ერთნაირია: მთავარი პერსონაჟი ქალის მგრძნობელობისა და მოთმინების წყალობით, იდუმალი პირქუში მუტირდება მშვენიერ პრინცად- ხდება ნაზი, მოსიყვარულე და გამგები.

კბილების ღრჭიალი გეწყება, რადგან უკვე კარგად იცი, პირქუში საბოლოო ბიოლოგიური ფორმაა და არა აბრეშუმის პარკი, რომლიდანაც საშინელი ჭუპრისგან მეტამორფოზირებული პეპელა გამოფრინდება. სიყვარულის ძალით ადამიანის გარდაქმნის ლიტერატურული შტამპი უბრალოდ საზიანოა, ჯერ აიღებენ და თხლეშენ მას ლიტერატურულ ნაწარმოებში და მერე უკვირთ, რატომ ცხოვრობენ გოგონები მოძალადეებთან და იმეორებენ: "მე მას გარდავქმნი" "მე მას შევცვლი" "მე მას გავაკეთილსობილებ" . საკმარისია ასეთი იდუმალი ტიპები, ჩვენ ნორმალურები გვაინტერესებს ან თუნდაც იყოს არანორმალურიც, მაგრამ მისი განორმალურების მცდელობა არარეალისტურია და გადაჭარბებულ მოლოდინებს უჩენს მკითხველს.

image

კოსმოსური სასიყვარულო სცენები
სასიყვარულო სცენები არა მხოლოდ რომანებში გვხვდება, არამედ სამეცნიერო ფანტასტიკაშიც, ფენტეზსა და დეტექტიურ ამბებში. ეს აღწერილობები ყოველთვის ისეთია, თითქოს ქალისა და მამაკაცის კავშირისას უცხოპლანეტელი უნდა დაიბადოს: ქალის შეგრძნებები მიფრინავს კოსმოსში, ერწყმის გალაქტიკას და ა.შ.

ასეთი აღწერილობის წინააღმდეგი კი არ ვართ, უბრალოდ მათი წაკითხვა უკვე ძალიან სასაცილოა. ასეთმა მხატვრულმა აღტაცებებმა შეიძლება გააფუჭოს ცხოვრება იმ მოლოდინებისგან, რომელიც რეალობისგან ძალიან შორს აღმოჩნდება .

ძალადობის რომანტიზება

ეს ალბათ ყველაზე საზიანო და საშიში რამაა. ყველაფერი იწყება იდუმალი პიქუშით, რომელიც დასცინის და შეურაცხყოფს მთავარ პერსონაჟ ქალს და ავტორები ჩქარობენ აგიხსნან, რომ ეს მხოლოდ ღრმა გრძნობების მანიფესტაცია იყო. დევნა წარმოდგენილია, როგორც მამაკაცურობისა და სიძლიერის მანიფესტაცია და ყოველთვის ბედნიერი ქორწინებით მთავრდება. ქალი ამბობს: "არა", მამაკაცები ეუბნებიან: "მე გადავწყვიტე, რომ ჩემი იქნები!" - ფინალში კი ისევ ქორწილი გვექნება. შტამპია ისიც, რომ ქალის "არა" "არას" არ ნიშნავს. აბა, "კი" ნიშნავს "არას"?


ხშირად ავტორები გაცილებით შორს მიდიან - და რომანტიკის სახელით ურთიერთობის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით სერვირებას ახდენენ. მაგალითად, ახლახან ჩაგვივარდა და წავიკითხეთ პოლიაკოვას დეტექტივების ციკლი, სადაც მთავარი გმირი ირჩევს მკვლელსა და რეკეტს: პირველმა აწამა იგი (შემდეგ შეიყვარა), მეორემ კი გააუპატიურა. არსებობს ჯონ ნორმანის მიერ აღწერილი პლანეტის სამყარო, რომელიც უფრო პორნოგრაფიას ჰგავს, ვიდრე ფენტეზს: ავტორი ენთუზიაზმით გვიყვება, თუ როგორ აღმოაჩენენ მონები და ძალადობას დაქვემდებარებული ქალები ჭეშმარიტ გრძნობებს და სიამოვნებით ცვლიან წარმატებულ კარიერას დედამიწაზე მონობის დაღზე.

თანამედროვე ლიტერატურაშუ იძულებითი ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდება, მოტაცება იწვევს ორმხრივ ვნებას, ჩხუბი და ზიზღი პირველი ნიშნებია იმისა, რომ ქალი და მამაკაცი ერთად იქნებიან. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში უფრო ადვილია მარტორქასთან შეხვედრა, ვიდრე მოვლენების ასეთი განვითარება. ჩვენ ნამდვილად გვინდა წიგნებში ძლიერი მამაკაცების ნახვა, მაგრამ ძალა სულაც არ არის დაცინვა სუსტებისადმი, რაც არ უნდა ეცადონ დაგვარწმუნონ საპირისპიროში. დატოვეთ სტოკჰოლმის სინდრომი ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებისთვის - ნუ გაასაღებთ მათ რომანტიკად მხატვრულ ლიტერატურაში!

პრინცესა გასაჭირში
საბედნიეროდ, ის დრო დასრულდა, როდესაც ქალები მხოლოდ რეკვიზიტები იყვნენ, რომლებიც რაინდებს დრაკონებისგან უნდა დაეხსნათ. ქალები სულ უფრო ხშირად ხდებიან გმირები, რომლებიც ხსნიან დანაშაულებს ან გადაარჩენენ მსოფლიოს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვოცნებობთ ძლიერ მამაკაცზე, მაგრამ გვინდა, რომ ქალებიც ძლიერები ვნახოთ და არა მუდამ იმ პრინცესებად, რომლებსაც უჭირთ.

ითვლება, რომ წიგნების ავტორები წერენ იმას, რაც მოთხოვნადია. რაკი ქალებს სურთ წაიკითხონ ლამაზი გმირების შესახებ, გოგონებს მოსწონთ ისტორიები, რომელშიც მოდის კაცი და გადაწყვეტს ყველა მის პრობლემას, ავტორებიც ამ ":შეკვეთების " მიხედვით წერენ.გასაგებია, მკითხველს შესთავაზებ რაღაც განსხვავებულს და ბესტსელერის ნაცვლად, წარუმატებლობას მიიღებ. მაგრამ სინამდვილეში, საჭიროა ყურადღებით დავაკვირდეთ და ცხადი გახდება, რომ თუ ძლიერი პერსონაჟი ქალი არ მოეწონა მკითხველს, საქმე მის სიძლიერეში კი არ არის, არამედ იმაში, რომ მისი სახის შექმნაზე კარგად არ უმუშავია ავტორს. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ საინტერესო გარემოს და ამაღელვებელი სიუჟეტის გამო, ჩვენ ვითმენთ სუსტ პერსონაჟებს.

რამდენიც არ უნდა ვიცინოთ თანამედროვე ლიტერატურაზე, ხალხმა მაინც წაიკითხა, კითხულობს და წაიკითხავს, ​​ ამასთან შეეცდება მოიზომოს როლები ამ წიგნებიდან. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოდელთა რიგი არ დასრულდეს M ზომით და პრინცით, რომელიც მოდის და საყვარელი არსების ცხოვრებას საკუთარ ხელში იღებს. ჩვენ ნამდვილად სხვა რამ გვინდა - რომანებშიც და ცხოვრებაშიც.

0
124
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0