x
image
თუთიკო ბერძენა
როგორ მიუზღო მოღალატე ქმარს აგატა კრისტიმ
image



არაფერი და არავინ ისეთი უცნაური არ არის ამქვეყნად, როგორც ნაღალატევი ცოლი. შურაცხყოფილი ქალების გონებაში ათასნაირი იდეა იხარშება, როგორ მიუზღონ მოღალატეს. სამაგიეროს თანაზომადად გადახდისას შვილებზე ფიქრობენ, ამიტომ ყველა ვერ მიდის იმაზე, რომ მოღალატეს უღალატონ. ამიტომ ასეთი ერთგული დედები ფიქრობენ ალტერნატიული გზები გამოძებნონ

ადამიანები სიყვარულში კერძო მესაკუთრეები არიან, და მათ მართავთ არც მეტი, არც ნაკლები - ბატონი ეგოიზმი.

განა ვის მოუვა აზრად ან ვინ გაივლებს გულში, რომ იმდენად უყვარს მეორე ნახევარი, რომ ოღონდ ბედნიერი იყოს, და სადაც და ვისთანაც უნდა, იქ იყოს და მასთან იყოს.

არაფერი ისეთი სასიში არ არის, როგორც ქალური შურისძიება.

1926 წელს, მას შემდეგ, რაც ქმარმა ღალატი აღიარა და განქორწინება მოითხოვა, მწერალი აგატა კრისტი გაქრა. მალევე იპოვეს აგატას ავტმანქანა მისი ზედა ტანისამოსით, ხოლო 10 დღის შემდეგ თავად მწერალი იპოვეს პატარა სპა სასტუმროში, სადაც იგი დარეგისტრირდა ქმრის საყვარლის სახელით.


მისი ქცევის მიზეზი არ არის დადგენილი - ზოგი მიიჩნევს, რომ ეს იყო ფსიქიკური აშლილობა, მაგალითად, ტრავმული ამნეზია, სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო გათვლილი ქმართან ანგარიშსწორებაზე, რომელიც პოლიციისგან მკვლელობაში უნდა ეჭვმიტანილიყო. ვის, ვის და აგატას ეს მეორე ვერსია ნამდვილად არ უნდა გასჭირვებოდა.

აი, ცოტა უცნაურია არტურ კონან დოილის მოქმედება მისი შედევრების ფონზე.

ათასობით მოხალისეს შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აგატა კრისტის ძებნაში, იყო არტურ კონან დოილიც. თუმცა ის არ იყენებდა შერლოკ ჰოლმსის მეთოდებს. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ის ეწვია მედიუმს, რომელსაც კრისტის ხელთათმანი გადასცა.



0
160
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0