x
image
ლანა92
გველი ბოა პორნოვარსკვლავის სილიკონის მკერდთან ბრძოლაში დაიღუპა

image
















სილიკონის მკერდი სულაც არაა ისეთი უსაფრთხო, როგორც ამაში მისი სპეციალისტები, კლიენტების მოზიდვის მიზნით, გვარწმუნებენ. ამის მტკიცებულებაა საბრალო ქვეწარმავალი ბოას შემკვრელი, რომელმაც ისრაელის პორნოვარსკვლავს სილიკონიან მკერდზე უკბინა და მოიწამლა. აღმოჩნდა, რომ სილიკონის შინაგანად მიღების შემთხვევაში არანაკლებ საშიშია, ვიდრე გველის შხამი. ბოას შემკვრელი შხამიანი არაა, პორნოვარსკვლავ ორიტ ფოქსს მან უბრალოდ შიშისაგან, თავდაცვის მიზნით, უკბინა, რამდენადაც ფოტოსესიის დროს გოგონას რატომღაც მოუნდა, უიღბლო არსებისათვის ეკოცნა. ფოქსს აქვს ყველაზე დიდი სილიკონის მკერდი არა მხოლოდ ისრაელში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში, რაც მან მიაღწია არაერთი პლასტიკური ოპერაციის წყალობით.

მოფერებისაგან შეშინებული გველი წამიერად ჩააფრინდა პორნოვარსკვლავს სილიკონის მკერდში და არ უშვებდა პირს. ფოქსმა ყვირილი მორთო, მხოლოდ რამდენიმე წამის შემდგომ შეძლეს ბოას შემკვრელისაგან გოგონას მკერდის გამოთავისუფლება. ქვეწარმავალს უკვე მოესწრო ფოქსის სილიკონის მკერდის ამოგლეჯა. გოგონა სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრში, თუმცა ინცინდენტმა მისთვის უსაფრთხოდ ჩაიარა, მას არავითარი სერიოზული ტრამვა არ მიუღია. საბრალო ბოას შემკვრელს არ გაუმართლა, სილიკონით მოწამლული ქვეწარმავალი მალევე დაიღუპა. ამბავი 2011 წელს გავრცელდა მედიაში.

0
129
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0