x
image
თამილა გურაშვილი
რომის პაპი: " ღმერთმა შთააგონოს მსოფლიოს ქვეყნებს შეაჩერონ ახალი იარაღის შეჯიბრი.."
image



რომის პაპმა, აღდგომის ტრადიციულმა გზავნილში, გააფრთხილა მსოფლიო საზოგადოება პანდემიის დროს იარაღის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო, კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა ზავისა და რეკონსტრუქციისკენ.






"პანდემია კვლავ გრძელდება, სოციალური და ეკონომიკური კრიზისი ძალზე რთულია, განსაკუთრებით უღარიბესი ადამიანებისთვის. ამის მიუხედავად და ეს აღმაშფოთებელია, შეიარაღებული კონფლიქტები არ წყდება, სამხედრო არსენალები ძლიერდება. დღეს ეს სირცხვილია." - თქვა პონტიფიკმა.






ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღესასწაულზე პაპმა საზეიმო წირვა აღავლინა და კათოლიკეებს კურთხევით მიმართა. ზედიზედ მეორე წელია, კორონავირუსული პანდემიის გამო, პონტიფიკი ხალხს მიმართავს არა მოედნის აივნიდან, არამედ, წმინდა პეტრეს ტაძრიდან.






რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ დახმარების და აუცილებელი მკურნალობის უფლება ყველას უნდა ეკუთვნოდეს. პონტიფიკმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა დაძლიონ ვაქცინების განაწილების შეფერხებები და გაუზიარონ ისინი უღარიბეს ქვეყნებს.






”მსოფლიოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ომი და ძალადობაა. დაე, ღმერთი დაგვეხმაროს ომის მენტალიტეტის გადალახვაში. დაე, ის დაეხმაროს კონფლიქტში ჩავარდნილებს, განსაკუთრებით, უკრაინის აღმოსავლეთს და მთიან ყარაბაღს, მისცეს მათ შესაძლებლობა უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ღმერთმა შთააგონოს მთელი მსოფლიოს მმართველებს, შეაჩერონ ახალი იარაღის შეჯიბრი."- თქვა რომის პაპმა ფრანცისკემ.





შეგახსენებთ, რომ ამ კვირას, 4 აპრილს, კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ.



0
39
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0