x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა შედის იმ 100 000 ლარში,რომელსაც ნეკა დოროყაშვილი მოითხოვს ყოფილი ქმრისგან
image

ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილმა 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი-2 ავრცელებს.


კერძოდ, საუბარია წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარზე, რომელიც, ალიმენტის სახით ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს, მათ შორის:

  • სეზონური ტანსაცმელი (წელიწადში სამჯერ) – სულ 18 000 ლარი

  • დასვენება (წელიწადში სამჯერ) – სულ 18 000 ლარი

  • ძიძის თანხა – 1000 ლარი

  • გუვერნანტის ანაზღაურება – 1500 ლარი

  • სექტემბრიდან სკოლის გადასახადი 2900 ევრო (წელიწადში და ა.შ)

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი იამზე მარიამიძე განმარტავს, რომ სასამართლოში მორიგი სარჩელი ნამდვილად შესულია, თუმცა ეს არის არა ახალი, არამედ დამაზუსტებელი სასარჩელო მოთხოვნა.



"პირველ რიგში განვმარტავთ, რომ არანაირი ახალი სარჩელი არ არსებობს. უკვე ერთი წელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ორი სარჩელი, ლუკას ბასილაშვილის ჩუქების ხელშეკრულების აღიარების შესახებ და ნელი დოროყაშვილის სარჩელი - ლუკას ბასილაშვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე."


ნელი დოროყაშვილის მიერ მიღებულ ქონებას, ცნობილია, რომ განქორწინების შემდეგ ჩოგბურთელის მეუღლემ სოლიდური უძრავი ქონება მიიღო, მათ შორისაა საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე და კომერციული ფართი გოგებაშვილის ქუჩაზე.

ამ საკითხზე ნელი დოროყაშვილის ადვოკატი განმარტავს:

"სინამდვილეს არ შეესაბამება (სამართლიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) კომენტარები იმის თაობაზე, რომ ნელი დოროყაშვილმა მიიღო 3 მილიონამდე ღირებულების ქონება და დამატებითი თანხების მოთხოვნა არაადეკვატურია."

შეგახსნებთ, რომ სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს ოჯახური ძალადობის ბრადლებით დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დღმედე გრძელდება.


1
305
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
305
  
2021, 4 აპრილი, 16:32
ქალიც ეგ არის რაა! აბა მამაჩემმა 13 წლამდე 100 ევრო რომ მიგზავნა, იმასაც ისე მაყვედრიდა, ზედ კიდევ პრეტენზიებს და ულტიმატუმებს მოაყოლებდა, სულ დავბლოკე და გავუშვი ცხოვრებიდან. საღოლ ნეკას )))) აიწყო ცხოვრტება თვითონაც და შვილსაც აუწყო
0 1 1