x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სამუშაო ადგილები, რომელთა არსებობაც ძნელად დასაჯერებელია (ადამიანი-საფრთხობელა, პროფესიონალი ძილის მოყვარული და ა,შ.)

image

1. პროფესიონალი ძილის მოყვარული.

უცნაური თანამდებობაა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. პროფესიონალი ძილის მოყვარული აფასებს ოტელების ნომრების კომფორტულობას. 2013 წელს, ოტელის "Finn" მიერ, რომელივ ჰელსინკის ცენტრში მდებარეობს, აღნიშნული ვაკანსია გამოცხადდა. დამსაქმებლებს სჭირდებოდათ აქტიური ახალგაზრდა, რომელიც არა მხოლოდ შეაფასებდა 35 ნომრის კომფორტულობის დონეს, არამედ სასტუმროს საიტზე ხარისხიან ბლოგს შექმნიდა, სადაც მოჰყვებოდა ჰელსინკის საუკეთესო ადგილზე ცხოვრების თავისი გამოცდილების შესახებ. კანდიდატურის ძირითად მოთხოვნებში შედიოდა, რა თქმა უნდა, არა უძილობის არარსებობა, არამედ ფინურისა და ინგლისური ენების თავისუფალი ფლობა.

image

2. პროფესიონალი წყალში მხტომელი და მყვინთავი (კლდეებიდან).

რომ შეამოწმოთ, არის თუ არა წყალში მეჩეჩები, აუცილებელი არ არის მასზე გემი შეჯდეს. შეიძლება მიმართოთ პროფესიონალ მყვინთავებს, რომელთათვისაც ეს პროფესია არის ჰობი, სპორტი და საკუთარი ძალების შემოწმება.

image

3. საზაფხულო ბანაკებში გასამგზავრებელი ბავშვების ჩანთებში ნივთების ჩამლაგებელი სპეციალისტი.

ასეთი სპეციალობა აშშ-შია. მაგალითისთვის, დედები ნიუ-იორკში მზად არიან გადაუხადონ ათასი დოლარი მათ, ვინც მათი ბავშვების ნივთებს მოამზადებს და ჩაალაგებს ჩანთებში საზაფხულო ბანაკებში გამგზავრების წინ. ასეთი პროფესიონალია ბარბრა რეიხი კომპანია Resourceful Consultants-დან. იგი საათში 250 დოლარს გამოიმუშავებს. ბარბრა გულმოდგინედ ახარისხებს ტანსაცმელს, ითვალისწინებს ყველა წვრილმანს, რათა ბავშვი არა მხოლოდ სუფთა და მოწესრიგებული იყოს, არამედ არ მოიწყონოს კიდეც.

image

4. ელიტური მომთაბარეები.

დღეს ყველა არ დათანხმდება, უსასრულოდ იაროს ერთი საცხოვრებელი ადგილიდან მეორეზე, განსაკუთრებით თუ მას ოჯახი ჰყავს. აი მიულერების, საშუალო ფენის წარმომადგენლების ოჯახი, არცთუ ისე ცუდად მოერგო ხსენებულ სიტუაციას. მათ გააფორმეს ხელსეკრულება საცხოვრებელი ფართის იჯარაზე, რომელიც მათ უფლებას აძლევს იცხოვრონ მდიდრულ აპარტამენტებში, რომელიც გასაყიდად არის გამოტანილი. რასაკვირველია, ასეთი კონტრაქტის პლიუსი, ქირის მცირე გადასახადია, მინუსი კი-საცხოვრებელი ფართის ხელუხლებლობის შთაბეჭდილების შექმნა: იგი ყოველთვის კრისტალურად სუფთად უნდა გამოიყურებოდეს. ამის გამო მიულერებს არ აქვთ უფლება თვითნებურად მოიწვიონ სტუმრები, ამისთვის სახლის პატრონის სპეციალური ნებართვაა საჭირო. ეს ოჯახი მზად არის ნებისმიერ მომენტში გაანთავისუფლოს სახლი-თუ გამყიდველი გამოჩნდა. მაშინაც კი, თუ მყიდველი პირველად მივიდა სახლის სანახავად, იგი არა თუ არ უნდა შეხვდეს აქ მაცხოვრებელ ოჯახს, არამედ არც კი უნდა შეექმნას წარმოდგენა, რომ აქ ვინმე ცხოვრობს. ბევრ რეალტორს აწყობს მიულერებთან ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობა, რადგანაც ის სახლები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, უკეთესად იყიდება.


image

image

5. ადამიანი-საფრთხობელა.

ღირს რამდენიმე წელი ისწავლო იმისთვის, რომ შემდეგ ბოსტნის საფრთხობელად იმუშაო? აი, ბანგორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ჯეიმი ფოქსმა, ინგლისური ენისა და მუსიკის ბაკალავრმა კი ამ "თანამდებობაზე" დაიწყო მუსაობა. იგი იქირავეს იმისთვის, რომ ნორფოლკის მინდვრებზე დაეფრთხო მწყერები. ამ სამუშაოს შესასრულებლად იგი იყენებს არა მხოლოდ მკვეთრი ფერების ტანსაცმელს, არამედ მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც: უკულელეს, აკორდეონს და ეჟვანს. მისი ხელფასი კვირაში 250 ევროს შეადგენს.

image







image

იხილეთ ასევე:




პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+)

image


ზოგიერთი ფაქტი სიგარეტზე და აქტიურ და პასიურ მწეველებზე

image


რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩინელი, კორეელი და იაპონელი

image


კუნძულზე დიდი ბრიტანეთის (სადაც კოვიდი ბობოქრობს) ცენტრში, ვირუსს ადვილად გაუმკლავდნენ

image



საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი?

image


გინდათ ონლაინ გაყიდოთ ტანსაცმელი? ნახეთ როგორ მოახერხა ეს ფილიპინელმა ქალბატონმა

image


საიდან მოდის დასახელება "შავი პარასკევი"?

image


მავნე ყოფითი ჩვევები, რომელიც არ უნდა ჰქონდეს კარგ დიასახლისს

image


ჩვენთვის ნაცნობი მე-20 და 21-ე საუკუნეების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შედარება

image









0
540
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0