x
image
ლანა92
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თაგვებს ფრინველებზე ნაკლებად არ შეუძლიათ სიმღერა




image


































დიუკის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თაგვებს შეუძლიათ, იმღერონ ადამიანის ყურის დიაპაზონისათვის გაუგებრად.

ბიოლოგებმა შეისწავლეს თაგვების "სიმღერები"და დარწმუნდნენ, რომ მათი "რეპერტუარი" საკმაოდ მდიდარია: მიზნიდან გამომდინარე, ისინი გამოსცემენ მრავალფეროვან ხმებს. მამრ თაგვს შეუძლია, გაგზავნოს ხმამაღალი და რთული სიგნალები, თუ გრძნობს, რომ მდედრი სადმე იქვე ახლოსაა, მაგრამ ვერ ხედავს მას. თუ მდედრს ხედავს მამრი, ეს უკანასკნელი უფრო მშვიდად და დაბალ ტონალობაში "ღიღინებს". შესრულებისას ასეთ განსხვავებას მეცნიერები ხსნიან, რომ მამრი თაგვი მდედრის დანახვაზე ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გადადის, რადგან შეწყვილებისათვის მას ძალა დასჭირდება. ასევე, ჩვენთვის გაუგებარი ხმების საშუალებით წრუწუნები უხმობენ მშობლებს.

"სამეცნიერო საზოგადოებაშიც კი ცოტამ იცის, რომ სინამდვილეში თაგვებს შეუძლიათ სიმღერა, - ამბობს კვლევის ავტორი, - ჯონათან შაბუ. - ბევრად უფრო ადვილია ჩიტების სიმღერის შესწავლა, რადგან ჩვენ ის გვესმის. თაგვები გამოსცემენ ულტრაბგერებს, რომელიც სცილდება ადამიანის დიაპაზონსა და აღქმას". ბიოლოგები აღნიშნავენ, რომ ფრინველებისაგან განსხვავებით, რომელთაც შეუძლიათ ახალი მელოდიების ათვისება, თაგვები არ იწრთვნებიან: მათი სიმღერები - ეს თანდაყოლილი ხელოვნებაა.

კვლევა გამოქვეყნდა 2015 წელს, ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0