კულტურა ამერიკელების კულინარიული უცნაურობები, რომლებსაც ჩვენ ვერ გავიგებთ 2021, 2 აპრილი, 16:24 ამერიკელებს ზოგიერთი კერძი ძალიან უცნაური აქვთ (ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში), ძალიან მძიმე, ცხიმიანი ან ტკბილი. აი რამდენიმე მათგანი:
კარტოფილი
დავიწყოთ იმით, რომ ამერიკელები კარტოფილს საერთოდ არ თლიან. მათ მიაჩნიათ, რომ მთავარი ვიტამინები სწორედ კანშია. კარტოფილის კანისთვის სპეციალური რეცეპტებიც კი აქვთ. ხოლო გათლილი კარტოფილი მხოლოდ კონსერვის (!) სახით შეიძლება შეგხვდეთ.
“ჭიანჭველები ნიახურზე"
სწორედ ასე ეწოდება “კერძს", რომელსაც ბავშვებს ხშირად აჭმევენ. ესაა ნიახური ქიშმიშით და მიწის თხილის კარაქით.
ყავა
მიუხედავად იმისა, რომ სტარბაქსის სხვადასხვა არომატიანი ყავა შეიძლება გემრიელიც იყოს, მაგრამ ამერიკელებს მხოლოდ ყავის გემო არ აკმაყოფილებს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნაღები, კარამელი, მენთოლი, გოგრა ან სხვა რაიმე დანამატი. მთავარია ყავის გემო არ იგრტძნობოდეს. და რაც მთავარია, ის აუცილებლად სიარულის დროს უნდა მიირთვათ.
ტორტი “წითელი ხავერდი"
წითლად შეღებილი ბისკვიტი, რომელსაც განსაკუთრებული გემო არც აქვს და უბრალო ბისკვიტს ჰგავს.
ერთმანეთთან შეუთავსებელი კერძები
როგორიცაა მაგალითად ტკბილი ბლინები ქათმის ნაგეთსებით და თაფლით, ბლინები და ბეკონი სიროფთან ერთად ან საერთოდაც, ბეკონი შოკოლადით.
მდნარი მარშმელოუ
განსაკუთრებით პოპულარულია ლაშქრობების დროს, ახალგაზრდები მას ჯოხით ბრაწავენ კოცონზე და ორცხობილებს შორის ათავსებენ. ასევე პოპულარული კერძია ტკბილი კარტოფილის პიურე ზემოდან მობრაწული მარშმელოუთი.
პიცა
ამერიკული პიცა იტალიელების ღამის კოშმარია. მათ ვერ წარმოუდგენიათ, პიცას როგორ უნდა “მიუმაგრდეს" ჰოთდოგები ან როგორ შეიძლება მასში ანანასის დამატება.
ფრიტიურში შემწვარი... ყველაფერი
ამერიკელებს ფაქტობრივად ყველაფერი შეუძლიათ ფრიტიურიში შეწვან, ანუ ძალიან ბევრ ზეთში. საჭმელი აუცილებლად ხრაშუნა უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საინტერესო არაა.
ორეოს ორცხობილა ასევე ფრიტიურში შემწვარი
კიტრის მარინადი, ასევე ფრიტიურში შემწვარი
და ყველაზე საინტერესო, კარაქის ნაჭერი ასევე ფრიტიურში შემწევარი. რისთვის? უცნობია.
ნაყინი გაზიან ტკბილ სასმელში. წარმოუდგენელია არა?
“ფრიტო პაი"
ამერიკელები ამაყად უწოდებენ ყველ-მოყრილ ჩიპსებს ღვეზელს
ბოთლის ყველი
ამერიკელებს უყვართ ყველაფერი მარტივი. რატომაც არა აი მდნარი ყველოი ბოთლში.
სპამი- იგივე მოთუშული
სპამი შეიძლება ითქვას რომ ჩვენთვის ნაცნობი მოთუშულის, იგივე “ტუშონკის" ამერიკული ნათესავია. მეორე მსოფლიო ომის დროს საჭირო იყო ხორცის იაფი ალტერნატივის პოვნა. გასაკვირი ის არის, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, სპამმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ჰავაიზე.
სენდვიჩი ჯემით და მიწისთხილის კარაქით
ამერიკული სამზარეულოს კლასიკაა. მაგრამ რა საჭიროა ისედაც ტკბილ ჯემზე არაქისის კარაქის დამატება?
ხორცი, ხორცი და კიდევ ხორცი
სრულიად გაუგებარია ამერიკული სადღესასწაულო კერძი. ის შედგება ინდაურის, იხვის და ქათმის ხორცისგან. როგორ? ინდაურში ტენიან იხვს, იხვში კი ქათამს. შედევრია არა?
|