საბუნებისმეტყველო დენგენი - საოცარი ეგზოტიკური ხილი, რომლის არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცის 2021, 1 აპრილი, 22:07 არსებობს რამდენიმე ეგზოტიკური ხილი თუ კენკრა, რომელიც საკვებად ვარგა, თუმცა მათ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ადგილობრივებიც არ იყენებენ დიდად. ამასთანავე, მათი არსებობისა და მახასიათებლების შესახებ ცოდნის მიღება ყველასათვის საინტერესოა - მოულოდნელად თქვენ აღმოჩნდებით ადგილას, სადაც ისინი უხვად იზრდებიან, გასინჯავთ და იამაყებთ, რომ დააგემოვნეთ ის, რაც აქამდე არასოდეს მიგირთმევიათ და პლანეტის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს თვალითაც არ უხილავს. ასეთ ეგზოტიკურ ხილებს განეკუთვნება დენგენის ნაყოფი (DILLENIA CEPPATA). დენგენი იზრდება სამხრეთ სულავესის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ცენტრალურ სულავესსა და ინდონეზიაში. ხილის ნაყოფი გამოიყურება, როგორც ფორთოხალი. ნაყოფის რბილობი მშრალია და ძალიან გემრიელია, როცა მარილთან ერთად მიირთმევენ. 195 შეფასება არ არის
|