საზოგადოებრივი რატომ არ უნდა შეიტანოთ ტელეფონი აბაზანაში - უბედური შემთხვევა, რომელსაც ორის ნაცვლად ერთი მსხვერპლი ჰყავს 2021, 1 აპრილი, 11:13
ოთხი წლის ბიჭმა სცადა დედის გადარჩენა, რომელიც აიფონით დაიღუპა აბაზანაში. საოცარმა ბიჭმა ჯერ ტელეფონი გამორთო დეის წყაროდან და შემდეგ დაიწყო დედის შველა, თორემ ისიც უბედური შემთხვევის მსხვერპლი იქნებოდა.
ნასტია შჩ. ტოგუცინიდან ( ნოვისიბირსკი), iPhone–ს პრაქტიკულად არასდროს დაშორებია. როდესაც შხაპის მიღება გადაწყვიტა, ტელეფონი აბაზანაში შეიტანა, დამაგრძელებლით და დამტენით მიუერთა დენის წყაროს და ტელეფონი საშხაპესთან ახლოს დადო .
ბანაობისას ტელეფონმა დარეკა. როგორც ჩანს, იგი მოუთმენლად ელოდა ამ ზარს. მან ტელეფონი აიღო, ზარს უპასუხა და ძლიერი ელექტროშოკი მიიღო, რისგანაც მყისიერად გარდაიცვალა. 4 წლის ბიჭუნა დედის დაცემით გამოწვეულ ხმაურზე აბაზანაში შევარდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ასე პატარამ ჯერ დამაგრძელებელი ამორთო დენის წყაროდან და შემდეგ მივარდა დედას - სახეში ტყაპუნი დაუწყო, რომ დედას მისთვის ეპასუხნა. შემდეგ ბებიას და სასწრაფოს დაურეკა, მაგრამ ექიმებმა სიკდვილის დიაგნოზი დასვეს. ელექტროდარტყმის მსხვერპლი გამტარი ხდება, თუ დენის წყაროსთან ის ისევ კავშირშია, რამ უბიძგა პატარას, რომ ჯერ დენის წყაროდან ამოერთო ტელეფონი და შემდეგ ეპატრონა დედისთვის, დღემდე უცნობია, რადგან განსვენებულმა დედამ თვითონ არ იცოდა, რამდენად საშიშია ელექტროობასთან კავშირი, როცა ადამიანი სველია... ადამიანის გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედიაა, მაგრამ თუ ამ მოსალოდნელ შედეგთან ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხსაც შევხედავთ, აბაზანის ორთქლი ტელეფონის დაორთქვლას და დაზიანებას იწვევს. აი, რატომ არ უნდა შეიტანოთ მობილური ტელეფონი აბაზანაში. 258 5-ს მოსწონს
|