სხვა ციხიდან გაქცევის ყველაზე ეპიკური და დაუჯერებლი ისტორიები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ 2021, 31 მარტი, 0:18 ზოგიერთი პატიმარი ისეთი ილუზიონისტია, რომ დევიდ კოპერფილდის მსგავსად ჰაერში უკვალოდ აორთქლებაც კი შეუძლია, თუმცა ყველა ამ საოცარი ნიჭით დაჯილდოებული როდია... დღევანდელ სტატიაში წარმოგიდენთ ციხიდან ყველაზე წარმატებულ და წარუმატებელ გაქცევის ისტორიულ მაგალითებს, რომლებიც შოკში ჩაგაგადებთ. ვფიქრობ, ამ პატიმრების ფანტაზია და წარმოსახვის უნარი ჰოლივუდის ყველაზე საკულტო რეჟისორებსაც კი შეშურდებოდათ.კლინტონის ციხიდან გაქცევა (აშშ) - 2015 წელიეს იყო ამ ციხიდან ბოლო 150 წლის განმავლობაში პირველი გაქცევა. მკვლელობაში ბრალდებული ორი მამაკაცი ტექნიკური სართულის გავლით გაიქცა. მათ კამერებში უზარმაზარი ხვრელი აღმოაჩინეს, რომლის მეშვეობითაც პატიმრები ტექნიკურ სართულზე მოხვდნენ.გაქცევისთვის მათ ელქტრო ინსტრუმენტები გამოიყენეს, თუმცა გამომძიებლები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ დაედგინათ თუ როგორ აღმოჩნდა მათ ხელში აღნიშნული ინსტრუმენტები, რომელთა მეშვებითაც მათ ციხიდან გაქცევა შეძლეს.რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დამნაშავეებმა პოლიციელებს შემდეგი შეტყობინება დაუტოვეს - "კარგ დღეს გისურვებთ".პატიმრები სწორედ ამ ლუკიდან ამოვიდნენ და მას შემდეგ ისინი აღარავის უნახავს.ქალაქ სერესის ციხე, ბრაზილიარამდენიმე პატიმარმა გაქცევა სცადა, თუმცა ციხის კედლებიდან თავის დაღწევა მხოლოდ ერთმა მათგანმა მოახერხა. მეორე დამნაშავე კი, გაქცევისას კედლის ხვრელში უხერხულად გაიჭედა.ასე რომ მისი გადარჩენა თავად ციხის თანამშრომლებს მოუწიათ, რაც შეეხება გაქცეულ პატიმარს მისი დაჭერა ვერ მოხერხდა.ალტიპლანოს ციხე მეხიკოში - 2015 წელიმექსიკელმა ნარკობარონმა, მეტსახელად ელ ჩაპომ (ქონდარა) საგანგებოდ დაცული ციხიდან გაქცევა 1, 5 კილომეტრი სიგრძის გვირაბის გავლით მოახერხა.როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი საკნის საშხაპე კაბინის იატაკში მდებარეობდა ხვრელი, რომელიც კონდიცირების სისტემით იყო აღჭურვილი. გვირაბში განთავსებული იყო სპეციალური ურიკა, რომელსაც მუშები სწრაფი გაადგილებისთვის იყენებდნენ.აი, სად სრულდებოდა მიწისქვეშა გვირაბი.ციხე ჩეტუმალში, მექსიკა - 2011 წელიერთ-ერთი პატიმრის კანონიერმა ცოლმა საყვარელ მეუღლეს ტანსაცმლით სავსე, უზარმაზარი ჩემოდანი მიუტანა, თუმცა ციხის ზედამხედველებისთვის ძნელი შესამჩნევი არ იყო თუ როგორ გაჭირვებით მიათრევდა ქალი იგივე ჩემოდანს უკან.თუმცა როდესაც დაცვამ მისი საეჭვოდ მძიმე ბარგის შემოწმება გადაწყვიტა, ჩემოდანში საკმაოდ უჩვეულო რამ აღმოაჩინა.გაქცევა ალკატრასიდან - 1962 წელიეს გაქცევა დიდი ხნის წინ მოხდა, თუმცა მისი დავიწყება დღემდე რთულია. 1962 წლის 11 ივნისს ალკატრასის ციხიდან სამი პატიმარი გაიქცა: ფრენკ მორისი და ძმები ჯონ და კლარენ ენგლინები. პატიმრებმა ციხე თვითნაკეთი ბურღის საშუალებით ბეტონში გათხრილი ხვრელით დატოვეს, რომელსაც მომიჯნავე საკნებში ზედმეტი ხმაურის დროს თხრიდნენ.დამნაშავეებმა ტენიანობისგან დაზიანებულ ბეტონში გასასვლელის გათხრა და გვირაბში გასვლა წარმატებით მოახერხეს, ხოლო ციხიდან მათი გაქცევა რაც შეიძლება გვიან რომ შეემჩნიათ, პატიმრებმა პაპიე - მაშისგან საკუთარი ფიტულები გააკეთეს და საწოლებზე დააწვინეს.გაქცეულები სავენტილაციო შახტიდან თავდაპირველად საკვამურში გადავიდნენ, შემდეგ სახურავზე და ბოლოს პატარა ნავით გაცურეს. მეორე დილით პოლიციამ მათი მოძებნა ვერ შეძლო, ვინადან ღამე ციხის საკნების შემოწმებისას მისული ზედამხედველების მოტყუება საგანგებოდ დამზადებული თოჯინების წყალობით შეძლეს, მას შემდეგ ისინი აღარავის უნახავს. ვინ იცის, შეძლეს კი მათ გადარჩენა? ერთ - ერთი ვერსიის თანხმად, გაქცეულები სან-ფრანცისკოს ყურეში ჩაიძირნენ.გაქცევა ვოლოგდას კოლონიიდან - 2012 წელიპატიმარმა, რომელსაც მკვლელობისთვის მისჯილი 24 წელი ჰქონდა, ციხიდან გასაქცევად საკმაოდ ეფექტური გზა იპოვა, თუმცა მოგვიანებით, დამნაშავე ვოლოგდას რეგიონში პოლიციის მიერ, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მაინც იქნა აყვანილი.ციხიდან გაქცევა კი მან შემდეგნაიარად მოახერხა, პატიმარმა ჯერ ნაცნობ ბიზნესმენს ტელეფონზე დაურეკა და "მაღალი დონის დელეგაციისთვის" ვერტმფრენის მომზადება სთხოვა, მართალია ნაცნობი ვერ მიხვდა თუ რას გულისხმობდა ის, მაგრამ საჭირო თანხა ვერტმფრენისთვის მან მაინც გადაიხადა. მოგვიანებით პატიმრის თანამზრახველებმა ვერტმფრენი გაიტაცეს და პილოტი აიძულეს მამაკაცი "ზონის" ტერიტორიიდან, კიბის საშუალებით აეყვანათ.ყანდაარის ციხიდან გაქცევა - 2011 წელიავღანეთის სამხრეთის ქალაქ ყანდაარის ციხიდან მასობრივი გაქცევა 2011 წელს განხორციელდა: გაქცეულთა რაოდენობა მთლიანობაში სულ - 483 ადამიანს შეადგენდა. აქედან 100-ზე მეტი თალიბანის წევრი გახლდათ, რომლებიც ტერორისტული აქტების მოწყობასა და შეიარაღებული თავდასხმებისთვის იყვნენ გასამართლებული.გაქცეულებმა ღამით ერთ - ერთი კედლის ქვემოთ არსებული თხრილის საშუალებით გაღწევა მოახერხეს, რომლის სავარაუდო სიგრძეც ქარეზამდე თითქმის 400 მეტრი იყო.634 შეფასება არ არის |