x
image
ლანა92
შებრაწული სონია - პოპულარული კერძი დასავლეთში, რომელიც ამაზრზენად გამოიყურება

image















ადამიანთა ერთი ნაწილისათვის სონია უბრალოდ პატარა ზაზუნაა, მღრღნელია, ხოლო ზოგიერთებისათვის იყო და არის ერთ-ერთი საყვარელი კერძი. ძველ რომში სონიას წვავდნენ და და სუფრაზე გამოჰქონდათ, როგორც განსაკუთრებული დელიკატესი. რომაელები ზრდიდნენ მას სპეციალურ ტერაკოტას კონტეინერში, რომელსაც გლირარიუმი ეწოდებოდა. ველურ ბუნებაში სონიებს სძინავთ მთელი ზამთრის განმავლობაში. გლირარიუმში, რომელსაც სიბნელეში დებდნენ, სონიებს მთელი წელი ეძინათ და მხოლოდ კვების დროს იღვიძებდნენ. კონტეინერებს ჰქონდა პატარა კიბეები სონიებისათვის, საკვების შესანახი ადგილი და სავენტილაციო ღიობები. როდესაც ეს მღრღნელები ხდებოდნენ მსუქნები, სონიას ავსებდნენ, ტენიდნენ თხილით და წვავდნენ თაფლსა და სანელებლებში. ჩვეულებრივ მათ საუზმეზე მიირთმევდნენ. დღეისათვის სლოვენიისა და ხორვატიის ზოგ ადგილებში ძველებურად ნადირობენ და მიირთმევენ ველურ სონიას. იგი მიიჩნევა დელიკატესად. სხვა ადგილებში შემწვარი სონია ჩვეულებრივი საუზმეა, რომელსაც დებენ პურის ორ ნაჭერს შორის და ასე მიირთმევენ.

image
















2
123
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
123
  
2021, 31 მარტი, 20:35
სახელიც რავალი აქვს?
0 1 2