საქართველო პოლიტიკური ალტერნატიული " ვაჟაობა"_ ლელა რაზიკაშვილი ნაციონალებს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს! 2012, 3 სექტემბერი, 23:38 ვაჟა-ფშაველა გარდაცვალებიდან საუკუნის თავზეც არ კარგავს აქტუალობას, სამწუხაროა, რომ პოლემიკა გენიოსის გენიალური იდეების გარშემო კი არაა ატეხილი, არამედ ვაჟას “სტუმარ-მასპინძლის” შთამომავლისეული ინტერპრეტაციას მოჰყვა სკანდალი.
“ქართული სიტყვა”ლელა რაზიკაშვილის პოლიტიკური მონოლოგით შეეცდება პარალელების გავლოს მწერლის “სტუმარ_მასპინძელსა” და დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ ვითარებას შორის. ლელა რაზიკაშვილი წლებია ჩარგალში, ვაჟას სახლმუზეუმს ხელმძღვანელობდა, თუმცა “ნაციონალურმა” ხელისუფლებამ მას “მეოცნებეობა” არ აპატია და თანამდებობიდან გაათავისუფლა. “ჩემი მოხსნის დაჩქარება დღის წესრიგში დადგა მაშინ, როცა გადაწყვიტეს, 25 აგვისტოს ვაჟაობის ხელმეორედ ჩაატარება. მათ უნდოდათ ისევე როგორ სხვა დღესასწაულები, ვაჟაობაც “ნაციონალთა” ღონისძიებად ექციათ, ეს იმ ტენდენციის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიითვისოს, მიიპრივატოს ყველა სახალხო ღონისძიება. მათ სურთ მხოლოდ თავად იზეიმონ, სხვა პოლიტიკური მოსაზრების ადამიანები კი არ შეუშვან ამ დღესასწაულებზე, როგორც ეს ქნეს ბეშუმში, ბახმაროში, დიდგორში და ახლა მათ რიცხვს ჩარგალიც მიამატეს. ვერ წარმოიდგინეს მე როგორ უნდა ვყოფილიყავი მათი მასპინძელი, ამიტომ დააჩქარეს ჩემი მოხსნა. თუმცა კარგახანია ვიცი, რომ გულს არ უხარებდათ ჩემი ღია მხარდაჭერა კოალიცია “ქართული ოცნების” მიმართ. მე რომ მემასპინძლებინა, მათგან განსხვავებით კეტით და ქვით არავის გამოვეკიდებოდი, თუმცა პოლიტიკური პარტიის დღეასასწაულად არ ვაქცევდი ვაჟაობას. ეს თავად მარგინალები ცდილობენ საზოგადიების მარგინალიზაციას, დაყოფას, დახლეჩვას, არასდროს არ ჩატარებულა ვაჟაობა პარტიული ატრიბუტიკით, ეს კომუნისტებსაც არ გაუკეთებიათ. გაავსეს ჩარგალი წითელმაისურიანი გოგო-ბიჭებით, როგორც მითხრეს 25-ში იქ არ ყოფილა არც ერთი მწრალი, პოეტი საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი პიროვნება. წელს 14 ივლისს, ვაჟას დაბადების დღეს დავამთხვიე ვაჟაობა, ეს დღესასწაული საერთოდ ზაფხულობითაა და გამორჩეულად ერთ კონკრეტულ რიცხვში არ ტარდებოდა. ვაჟაობაზე დავპატიჟე ყველა, განურჩევლად პარტიულობისა. გადიოდა სარეკლამო მოპატიჟება პირველ არხსა და საპატრიარქოს ტელევიზიაში. თუ ჩემთან სტუმრობდა ბიძინა ივანიშვილი და იქ იყვნენ კოალიციის სხვა ლიდერები, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციური ვაჟაობა ჩავატარე. უბრალოდ მათ მიიღეს ჩემი მოწვევა, ალბათ ისინი ხელისუფლებისაგან განსხვავებით იზიარებენ ვაჟას იდეებს. იქ პარტიული ატრიბუტიკით არავინ ყოფილა. სტუმრებს ვაჟას მაიკები ეცვათ. სხვათაშორის მანამდე არაერთხელ დამიპატიჟებია მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არასდროს მოსულა ამ დღესასწაულზე. აღსანიშნავია, რომ არასოდეს, არსად თავის გამოსვლებში მას ვაჟა-ფშაველა არ უხსენებია. საერთოდ მე ყოველთვის მეჩვენებოდა რომ, ის ციტირება ილია ჭავჭავაძის, რუსთაველის არის რეფერენტების დამუშავებული და მას თავად არც გრძნობითი და არც მენტალური შეხევბა არ აქვს არც ვაჟასთან და არც სხვა ჩვენს გამოჩენილ მწერალთან. საქმით და ფასეულობით ხომ ახლოსაც ვერ მივა მათთან. ჩემი მხრიდან ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ სვლა არაა, არც გმირობა და გაბედული ნაბიჯი. მაგრამ მუზეუმის თანამშრომლებმა ჩაიდინეს მოქალაქეობრივ გმირობას, როცა ჩემი წამოსვლის შემდეგ პატარა ბუნტი მოაწყვეს. არ თანხმდებიან ახალ დირექტორთან მუშაობაზე. მათ უარი თქვეს ბოლო ლუკმაზე, ისინი ამ ასორმოცდაათ და ორას ლარს თვიდან თვემდე ელოდებოდნენ და ოჯახებს ამით არჩენდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა არ წავიდნენ სიბილწეზე, როცა სასწორზე დადგა მათი ღირსება, ღიად დაუპირისპირდნენ ამ უსამართლობას და საკადრისი პასუხიც გასცეს თამარ რაზიკაშვილს. ლელა რაზიკაშვილი ვაჟას შთამომავალთა ტრაგიკულ ისტორიას კიდევ ერთხელ იხსენებს და დღევანდელ პოლიტიკურ ვითრებას გასაბჭოების წლებთან და ლევან რაზიკაშვილის ბოლსევიკებთან შეურიგებლობასთან აიგივებს: “ ის რაც მოხდა ჩარგალში, ამ პატარა სოფელში არის ძალიან ლოკალური და ზუსტი სურათი იმისა, რაც ხდება მთლიანად საქართველოში. ნეობოლშევიზმს თუ შევადარებ მხოლოდ ამას. ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს ჩემს წინაპრებზე საუბარი, თქვენი გაზეთის მკითხველმა კარგად იცის ლევან რაზიკაშვილის ტრაგიკული ისტორია, ისე სიმბოლურია რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ ვაჟას რეპრესირებულ შთამომავალებზე, წარმოუდგენელია მაგრამ ერთი საუკუნის თავზე ისტორია მეორდება. არ ვიცი საბედისწერო დამთხვევაა თუ რაა, მაგრამ თქვენ მოგიყევით როგორ დასაჯეს ლევან რაზიკაშვილი, ქაქუცას სტუმრობის და გვერდში დგომის გამო. ხშირად მიწევს ამის გამეორება ბოლო დროს მაგრამ ვერ ავცდები ამ ფაქტს, რამდენადაც არ უნდა მინდოდეს მხარი ავუარო, ისტორიას ვერ შეცვლი, ბოლშევიზმს იმიტომ ვადარებ, რომ მათაც იგივე მეთოდები ქონდათ, იპოვეს ის ადამიანი რომელიც დათანხმდა მათთან თანამშრომლობას და ძმაც კი გაწირა, სამწუხაროდ ეს ვახტანგ რაზიკაშვილი იყო. უკვე რაზიკაშვილები მერამდენე თაობაა ვცდილობთ ეს სირცხვილი ჩამოვირეცხოთ, ვცდილობდი კიდევ არ მელაპარაკა ხმამაღლა მის ღალატზე, მინდა ეს ტკივილი მოვიშუშო, მაგრამ ახლა რაც ხდება ჩარგალში ეს ამის საშუალებას არ მაძლევს. ნაცვლად იმისა, რომ ვახტანგის შთამომავალს ახლა მაინც დაემტკიცებინა ღირსეულობა, ვაჟას პრინციპებს კიდევ ერთხელ უღალატა, ” ბილწთ არ შევეკვრი ზავითაო”, ამბობდა ეს გენიოსი და მას სამწუხაროდ აღმოაჩნდა შთამომავლობაში ამ კომპრომისზე წამსვლელები." ლელა რაზიკაშვილისთვის პოლიტ.კულუარები არახალია_ პოლიტიკაში მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან არის ჩართული და როგორც თავად ამბობს, ერთგვარ მემატიანედაც გამოდგება : “ჩემი ბიოგრაფიის არასოდეს შემრცხვენია, მე პიარის სპეციალისტი ვარ, საზოგადოებასთან ურთიერთობას ვკურირებდი წინა მთავრობაში. სააკაშვილისთვის ალბათ მეც წარსულის გადმონაშთი ვარ, მაგრამ შევახსენებ მას და მის გუნდა ქრონოლოგიას. მე ვიყავი მწვანეთა პარტიის პრესმდივანი, შემდეგ შეიქმნა ჩვენს ბაზაზე მოქალაქეთა კავშირი. მაშინ სხვა გამოწვევა იყო, როგორმე სამოქალაქო ომიდან გვინდოდა თავის დაღწევა, პრაქტიკულად ქვეყანა არ არსებობდა. ამ პარტიამ ოდნავ მოხაზა სახელმწიფოებრივი სტრუქტურების კონტურები, რა თქმა უნდა, ეს კარგად ვერ შეძლო, მაგრამ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდა. მე ვიყავი ჯერ მოქალაქეთა კავშირის პრესსამსახური, შემდეგ ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” პრეს-მდივანი. ახლა ვინც არიან მთავრობაში, მიშას ჩათვლით ესენი იყვნენ ჩემი უფროსები, დღეს სიცილით ვკვდები როდესაც ამბობენ შევარდნაძის დროო. შევარდნაძის დრო როგორ იყო ადამიანებო, მე პირადად შევარდნაძე სულ სამჯერ მყავს ნანახი და მისთვის ხელი მაქვს უბრალოდ ჩამორთმეული. დილიდან საღამომდე მე ვემსახურებოდი ამ ადამიანებს, სააკაშვილის ჩათვლით. მიშა მეორე კაცი იყო თითქმის, სააკაშვილი იყო ის კაცი რომელსაც ვაკეში დაატარებდა შევარდნაძე და ამბობდა მომავალი პრეზიდენტიაო. მან შევარდნაძის კალთაში აკრიფა დიდძალი ფული, დიდძალი ძალაუფლება, ეს იყო ადამიანი რომელიც მონათლული იყო სასამართლოს რეფორმების მამად და დღეს თუ ლაპარაკობენ შევარდნაძის სასამართლოს უსამართლობასა და კორუფციაზე ეს მას ეწერება, იმიტომ რომ ის აცხადებდა მე ვარ სასამართლოს რეფორმის ავტორიო. მან დააკომპლექტა იუსტიციის საბჭო, ის აკონტროლებდა მთელ საგრანტო რესურსს რაც შემოდიოდა ქვეყანაში. ეს იყო შევარდნაძე-სააკაშვილის ერთობლივი დრო, დღეს კი არის მარტო სააკაშვილის დრო. მას უნდა ნაცარი შეაყაროს ადამიანებს თითქოს 2003 წლიდან აქვს ძალაუფლება, მაგრამ ეს დიდი ტყუილია. ერთი რამეცაა, დღეს სამთავრობო მედია, სახელისუფლებო არასამთავრობოები ამაზრზენად იქცევიან, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო პიარი ვიყავი, არასოდეს არ გამოვსულვარ და ხელისუფლების სიმახინჯეებია არ დამიცვია, არასდროს მითქვამს შავზე თეთრიაო. ვმუშაობდი ჩუმად, ვიღებდი თვიდან თვემდე ხელფასს იმ ადგილიდან, სადაც ახლანდელმა ხელისუფლებამ უამრავი ფული და დიდი ძალაუფლება წამოიღო. როგორ უნდა ისაუბრონ ამ ადამიანებმა სხვის წარსულზე სასაცილოა. ლელა რაზიკაშვილის მუზეუმიდან გათავისუფლების გამო ატეხილი სკანდალის რეზონანსულობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს კულტურის სამინისტრომ ინციდენტის ჩაცხრომა გადაწყვიტა და მას ეროვნულ მუზეუმში მუშაობა შესთავაზა: “როცა აჟიოტაჟი ატყდა მესამე დღეს კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ კი არ მომხსნეს, ეროვნულ მუზეუმში გადმომიყვანეს, მიზეზი კი ძალიან სასაცილო იყო, თურმე მხოლოდ შაბათ-კვირას ავდიოდი და ამიტომ გადმომიყვანეს თბილისში. კი მაგრამ ხალხნო, მუზეუმი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ნახევრად ბიზნეს ორგანიზაცია, მე მევალებოდა სპონსორის მოძიდვა. განმესაძრვრა თნამშრომლებისთვის სამუშაო დრო, გამეკეთებინა ღონისძიებები. ასობით ასეთი ღონისძიება მაქვს თბილისშიც, რეგიონებშიც, გაკეთებული. დავდიოდი სკოლიდან სკოლაში, უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში, ქალაქიდან ქალაქში, ბიბლიოთეკიდან ბიბლიოთეკაში. დღეემდე ვმუშაობ უცხოელებთან ვაჟას თემატიკაზე. ვურთიერთობ მთარგმნელებთან და ამას როგორ ფიქრობთ ჩარგალში ყოფნით მოვახერხებდი? ჩემი ფუნქცია იყო გაპარტახებული მუზეუმი დამემგვანებინა მუზეუმს.ეს წარმატებით განვახორციელე და მუდმივად მადლობას ვიღებდი კულტურის სამინისტროდან პირიქით, ბოდიშს მიხდიდნენ, რადგან სხვის გასაკეთებელს მე ვაკეთებდი, თანხებსაც ვიძიდავდი და არასდროს შემიწუხებია ვინმე. არცერთი ღონისძიებისთვის, გამოფენისთვის, წიგნის დაბეჭდვისთვის არ გამომიყენებია ბიუჯეტი. მეტიც, მათი ნათქვამიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ ეს იყო ერთადერთი მუზეუმი, რომელთანაც მათ პრობლემა არ ჰქონდათ და, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობდა. სამინისტრო იძულებული გახდა, თორემ მათთან პრობლემა არასდროს მქონია. საერთოდ კი, ვიცოდი ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს რაც მოჰყვებოდა, მაგრამ ერთადერთი რატომაც მეგონა, რომ არ გამიშვებდნინ, ვიცოდი ეს მიშასთვის პიარის თვალსაზრისით წამგებიანი იქნებოდა. ერთი რაც მან იცოდა პიარი იყო და ახლა ესეც ბოდიშით და “ ფეხებზე ჰკიდია”. როცა მეუბნებიან თურმე ხელფასს შემინარჩუნებენ და აქ მუზეუმში მამუშავებენ სასაცილოა. 200 ლარიანი ხელფასისთვის არ მივსულვარ მუზეუმში ათჯერ და ასჯერ მეტი დამიხარჯავს იქეთ. ჩემი გამოწვევა იქ სხვა რამ იყო პრინციპი და ვაჟას საკადრისი პატივისცემა. ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ხელისუფლებამ იმას, რომ ნეობოლშევიკები არიან. საცოდაობა ხდება ხალხო, როცა მუზეუმის დირექტორს ხსნი უნდა შეცვალო ღირსეულით, პატრონი უნდა გაუჩინო, თამარ რაზიიკაშვილს რომ შეხედავ, მის ფსიქიკაშიც ეჭვი შეგეპარება, როცა ექსკურსიამზროლი იყო, არაერთხელ მიმიღიაშენისვნა, მაგრამ ემცოდებოდა და არ მინდოდა ულუკმაპუროდ დარჩენილიყო. როცა ასეთ ადამიანებს უგდებ ხელში ექსპონანტებს და მუზეუმს, რაშიც უამრავი ღვაწლი მაქვს ჩადებული შეიზლება ერთი ხელის მოსმით გააპარტახოს. გამოდის კულტურის სამინისტრო და ამბობს თამარ რაზიკაშვილი ჩვენთან მოვიდა იდეებით და პროექტებითო, როგორ შეიძლება თამარ რაზიკაშვილი ერთხელ მაინც გყავდეს ნანახი და იფიქრო რომ მას რაიმე იდეა ან პროექტი მოუვიდოდა თავში, მაგრამ სასაცილო ისაა რომ არ ჰყავდათ ნანახი. მათ უბრალოდ უთხრეს, ლელა უნდა მოვხსნათ და სხვა დავნიშნოთო. ეს იყო დავალება, რომელიც შეასრულა კულტურის სამინისტრომ. ტრაგედია კი ისაა, რომ აღმოჩნდა თამარის მთავარი იდეა თაგვის წამალის მოყრა ყოფილა. ეს ერთი შეხედვით კომიკურია, მაგრამ ხედვთ რამხელა საფრთხე ემუქრება იუნესკოს ფონდში შესულ კულტურულ მემკვიდრეობას? არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას განგასის ასატეხად. ლელა რაზიკაშვილი ყოველივე ზემოთქმულის გარდა ხელისუფლებას საკუთარ ხალზე ძალადობაშიც ამხელს: "ადამიანებს ართმევენ ყველაზე მთავარ ფასეულობებს, “ნაციონალებმა” ადამიანებს ჩააცვეს მაისური რომელსაც აწერია “მე მიყვარს საქართველო”, რა გამოდის მე თუ იმ მაისურს არ ვიცვამ საქართველოს სიყვარულს მართმევ, მტერი ვარ?! უნდათ წაგვართვან ილია, ვაჟა, დღესასწაულები. რა თქმა უნდა ვერავის ვერაფერს ვერ წაართმევენ, მაგრამ მცდელობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ის ვინც არ არის, შეშინებული, დაშინებული, გასვრილი ამ საერთო “ნაციონალურ” უბედურებაში ის არ ითვლება ადამიანად. რა სარგებელზე ლაპარაკობენ, როცა განსხვავებულად მოაზროვნე არც ჭირში უნდათ და არც ლხინში. მათი ასეთი ქცევა კიდევ უფრო დიდ ბზარს აჩენს საზოგადოებასა და ხელისუფალს შორის. ესენი ხომ რეალურად მოსახლეობას ებრძვიან და არა პოლიტიკურ ოპონენტს, თუ ქალაქში ჩანს რომ პარტიები ბრძოლობენ, სოფლებში ხელისუფლება გააფთრებული ებრძვის საკუთარ ხალხს, მიწის წართმევით და სახლის დანგრევით ემუქრება. მაკა დეკანოსიძე/ გაზეთი "ქართული სიტყვა" 210 5-ს მოსწონს 1-ს არა
|