ათასობით ადამიანმა შეამჩნია ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.
გავრცელებულია ჭორები იმის შესახებ, რომ დედამიწა "უცხოპლანეტელებმა" მოინახულეს. ისრაელის მოსახლეობას სჯერა იმისი, რომ 2012 წლის 7 ივნისს მათ შეხება ჰქონდათ "მფრინავ თეფშთან" და არა რუსულ "რაკეტასთან", როგორც ამას ჟურნალისტები იუწყებიან. ისრაელის მოსახლეობამ ცაზე უცნაური განათება შეამჩნეს და ჩათვალეს, რომ ეს განათება "მფრინავ თეფშს" უკავშირდებოდა.
ოთხშაბათს, 7 ივნისს, ისრაელის ათასობით მოქალაქემ დარეკა პოლიციაში, მათ შეამჩნიეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ასეთი შეტყობინებით ასევე პალესტინის პოლიციაშიც რეკავდნენ. გარდა ამისა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შეამჩნიეს სირიაში, თურქეთში, სასომხეთში და კიდევ რამოდენიმე ქვეყანაში. ამის შესახებ ისრაელის სატელევიზიო არხებიც იუწყებიან. თავდაპირველად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, "მფრინავი თეფში", შეამჩნიეს მხოლოდ სამხრეთით, შემდეგ კი, მთელს ისრაელში. როგორც, ისრაელის ჯარისკაცები აცხადებენ ამ დროს არავითარი საჰაერო მანევრი არ შესრულებულა ისრაელის საავიაციოს მიერ. ისინი თვლიან, რომ ეს მოვლენა დაკავშირებულია ბუნების უნიკალურ მოვლენასთან. ისრაელის ასტრონომებმა განაცხადეს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი არ ყოფილა კომეტა. ჟურნალისტები კი ამ მოვლენას უკავშირებენ რუსულ "რაკეტას" "Тополь"-ს, რომელიც გადიოდა ტესტირებას 7 ივნისს.