x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
4 მიზეზი, რის გამოც აფრიკის ქვეყნებში სიკვდილით დასჯა მიღებულია

სიახლეების უმეტესობა აფრიკისა და მისი მოსახლეობის შესახებ არც თუ ისე ფართოდ არის გავრცელებული, ჩვენამდე მოღწეული ამბები სხვადასხვა მკვლელობებისა და ბარბაროსობის შესახებ კი საშინელია. რა თქმა უნდა ყველა დასჯა სიკვდილით არ ხდება, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის “დემოკრატიისგან" განსხვავებით, აფრიკაში ადამიანის დასასჯელად დიდად მიზეზს არც ეძებენ. image


აფრიკის ისტორიის მანძილზე, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში, სიკვდილით დასჯა გამოიყენებოდა მთავრობის რეპრესიების იარაღად; დიქტატორები ცდილობდნენ მის გამოყენებას, როგორც იურიდიული სისასტიკის მეთოდს. რელიგიური, სექსუალური და პოლიტიკური ზეწოლა აფრიკის ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

შოკისმომგვრელი ფაქტები, თუ რისთვის შეიძლება სიკვდილით დასაჯონ ადამიანი აფრიკაში:


1. ნარკოტიკების უკანონო ფლობა და ვაჭრობა

იმის გათვალისწინებით, რომ აფრიკის კონტინენტზე არსებობს გარკვეული პუნქტები, სადაც ნარკოტიკების “გადამისამართება" და წარმოება ხდება, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყველაზე მკაცრი ზომების მიღება, ნარკოტიკების შეძენის, გაყიდვის ან შექმნის მცდელობებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეპარატი არის ამფეტამინი. მას ხშირად ურევენ სხვა არალეგალურ ნივთიერებებს, როგორიცაა კოკაინი ან ალკოჰოლი. უმეტეს შემთხვევაში, ეს წამლები ეძლევათ ბავშვ ჯარისკაცებს, რათა მაქსიმალურად მართვადები გახდნენ. ნარკოტიკების გადაზიდვა ხდება დასავლეთ აფრიკიდან აღმოსავლეთ აფრიკაში, კერძოდ ეთიოპიაში. ამასთან, სამხრეთ აფრიკა ყველაზე დიდი ბაზარია ნარკოტიკული საშუალებების ყიდვა-გაყიდვისთვის.image


2. მკრეხელობა

ჩვენთვის, ევროპელებისთვის, მკრეხელობა პირადი საკითხია. დიახ, შეიძლება გარკვეულწილად გაგვიკვირდეს, როდესაც ვინმე საზოგადოების წინაშე შეურაცხყოფს უფალს. მსოფლიოს 11 ქყევანაში კი ამ შეურაცხყოფის გამო შეიძლება სიკვდილით დაგსაჯონ. ამ 11 ქვეყნიდან სამი მდებარეობს აფრიკაში, კერძოდ მავრიტანიაში, ნიგერიასა და სომალში. ამ სამიდან, ნიგერიის კანონები ყველაზე მეტად გამოირჩევა. მიუხედავად ნიგერიის კონსტიტუციისა, “უფლის გმობა" აქ სიკვდილით მაინც ისჯება. მართალია, ხელისუფლება სიკვდილით თვითონ არ სჯის, მაგრამ სამაგიეროდ ციხეში უშვებენ რამდენიმე წლით. იქ კი პატიმრები უკვე თვითონ “ზრუნავენ" მკრეხელ ადამიანზე.image


3. “მრუშობა"

სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, მავრიტანია და ნიგერია, ეს ის ხუთი ქვეყანაა, რომელშიც ქალისა და დაქორწინებულ მამაკაცს შორის მრუშობა სიკვდილით ისჯება.

ყველა ზემოხსენებულ ქვეყანაში ღალატის განაჩენენი ქვის ჩაქოლვა და სიკვდილია. ორივე მოღალატეს მიწაში სვამენ და შემდეგ ქვებს აყრიან.image


4. სოდომი

სოდომია არის ტერმინი, რომელსაც სამართლებრივი განმარტება აქვს ისეთივე ფართო, როგორც მდინარე კონგოა; იგი თითქმის ყოველთვის გამოიყენება ლესბოსელი, გეი და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დასახასიათებლად. აფრიკის ის ქვეყნები, სადაც ეს სიკვდილით ისჯება, ჩვეულებრივ, აკეთებენ ხალხის ზნეობისა და ბავშვების დაცვის საბაბით. ის ქვეყნები, რომელთა იურიდიული სისტემები მხარს უჭერენ "სოდომიტების" მოკვლას არის მავრიტანია, სუდანი და ნიგერია.image

0
489
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0