კინო 7 ფილმი, სადაც მსახიობებს სექსი ნამდვილად ჰქონდათ 2021, 30 მარტი, 12:51 რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით რომ სექსუალური ხასითის სცენები, როგორც წესი, კარგად დამონტაჟებულია, უკიდურეს შემთხვევაში კი, საწოლის ეპიზოდებში ძირითადად, მსახიობების ნაცვლდ დუბლიორები მონაწილეობენ, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება რომ ავტორის ჩანაფიქრის თანახმად, რეჟისორი მსახიობებისგან არა დადგმულ, არამედ "ნამდვილ" სექსს ითხოვს, რაც საბოლოო ჯამში, მაყურებელში საოცარი ემოციის ქარიშხალს იწვევს. ალბათ, მიხვდით მიზეზსაც. მაშ ასე, წარმოგიდენთ 7 ცნობილ კინოსურათს, სადაც ფილმის მთავარ გმირებს ერთმანეთთან რეალური სექსი ჰქონდათ."დაწექი ჩემთან", რეჟისორი - კლემენტ ვირგო, 2005 წელიეროტიკულ მელოდრამაში მთავარ როლებს - ლორენ ლი სმიტი და ერიკ ბალფური ასრულებენ.ლეილა - ახალგაზრდა, თავქარიანი, სექსუალური გოგოა, რომელსაც მამაკაცები გულგრილად ვერ უყურებენ. ის კი ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მხოლოდ წუთიერი სიამოვნების მიღებისთვის ხვდება. ერთხელაც ლეილას ბედისწერა დევიდს ახვედრებს, რის შემდეგაც ის მალევე ხვდება რომ მასთან ურთიერთობა სხვებს არ ჰგავს.ფილმში სექსუალური სცენები იმდენად ნატურალისტურია, რომ მსახიობებს იმის აღიარება მოუწიათ, რომ ისინი არ სიმულირებდნენ. ამ აღიარებამ კრიტიკოსებს თავზარი დასცა, ვინაიდან ცნობილი მსახიობებისგან ეს საკმაოდ სკანდალური განცხადება იყო."ნიმფომანიაკი", რეჟისორი - ლარს ფონ ტრიერი, 2013 წელიფონ ტრიერის შემოქმედება (ისევე როგორც თავად რეჟისორი) სხვადასხვაგვარად შეიძლება განიხილო, მიუხედავად ამისა, სურათი 2014 წელს ყველაზე ავტორიტეტული ფრანგული კინოჟურნალის - "Cahiers du Cinema" - ას მიხედვით 10 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.ფილმი თამამი სცენების სიმრავლით გამოირჩევა. როდესაც მსახიობი შაია ლაბაფი ფილმის მთავარ გმირს სთეისი მარტინს სიმპათიაში გამოუტყდა, გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ კამერებს მიღმა პარტნიორებს შორის რაღაც ხდებოდა. რეჟისორმა ფილმის გადაღებამდე განაცხადა, რომ მის ნამუშევარში ნაჩვენები მხოლოდ "ნამდვილი" სექსი იქნებოდა, რასაც თავის მხრივ, როგორც ლაბაფი, ასევე სთეისი დათანხმდა, თუმცა საბოლოოდ, კამერის წინ სექსით პორნო მსახიობები დაკავდნენ, რომელთა სხეულზეც მოგვიანებით სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით სთეისისა და ლაბაფის თავები დაადეს."კალიგულა", რეჟისორი - ტინტო ბრასი, 1979 წელიფილმში რეალური ეროტიკული სცენები არა რეჟისორის არამედ პროდიუსერის წყალობით მოხვდა, ბობ გუჩიონემ ფილმში ბრასის დაუკითხავად პორნოგრაფიული კადრები ფარულად მას შემდეგ ჩასვა, რაც გადაღება უკვე დასრულებული იყო."ფერფლის ნარჩენები", რეჟისორი - პოლ მორისონი, 2008 წელი1922 წელი. მადრიდში ერთმანეთს ორი ახალგაზრდა ესპანელი ხვდება - სამხრეთელი ფედერიკო გარსია ლორკა და კატალონიელი სალვადორ დალი. ამ ორ ახალგაზრდას ერთმანეთთან შემოქმედების გარდა, რომანტიკული გრძნობებიც აერთიანებდა.სალვადორ დალის (რობერტ პატინსონის) ორგაზმისგან შეცვლილი სახე მაყურებელს ძალიან ნატურალისტურად მოეჩვენა, მოგვიანებით მსახიობმა აღიარა, რომ ამ სცენისთვის კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად ის მასტურბირებდა: "უბრალოდ მივხვდი, რომ ამას ისე ვერ გავაკეთებდი, ამიტომ კამერის წინ საკუთარი თავის დაკმაყოფილება თავადვე მომიწია", - განაცხადა მან."ყავისფერი კურდღელი", რეჟისორი - ვინსენტ გალო, 2003 წელიამ ფილმს ბოლომდე ცოტამ თუ უყურა. მაყურებელი დარბაზს პირდაპირ კინოსეანსის დროს ტოვებდა. საგულისხმოა, ის ფაქტიც რომ გადაღების დროს მსახიობები კლოე სევინი და ვინსენტ გალო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, ასე რომ კადრში რამდენიმე წუთიანი ორალური სექსი რომლის გარშემოც დიდი ხმაური ატყდა, თავიუსფლად შესაძლებელია "ოჯახურ პორნოდაც" კი განვიხილოთ."ანტიქრისტე", რეჟისორი - ლარს ფონ ტრიერი, 2009 წელიკიდევ ერთი საკამათო ფილმი არანაკლებ კონტროვერსიალური რეჟისორისგან. ფონ ტრიერის აზრით, ფილმს საფუძვლად უდევს იდეა, რომლის თანახმადაც ჩვენი სამყარო არა ღმერთმა არამედ ეშმაკმა შექმნა. ფილმი იწყება სცენით, როდესაც ცოლ-ქმარი სექსით არის დაკავებული, მათი ვაჟი კი ამ დროს ფანჯრიდან ვარდება და იმტვრევა.ზოგჯერ ამ ფილმს კინოინდუსტრიის ახალ ქვეჟანრს - "ეროტიკულ ჰორორსაც" კი უწოდებენ. ფილმის სექსუალურ სცენებში დუბლიორები არ მონაწილეობენ. მოკლედ, თქვენ ნამდვილად უნდა გიყვარდეთ ფონ ტრიერის შემოქმედება რომ ეს ფილმი ბოლომდე ნახოთ.კლუბი "შორტბუსი", რეჟისორი - ჯონ კემერონ მიტჩელი, 2006 წელი"შორტბუსში" მოქმედება სექსუალური მრავალფეროვნების მოყვარულთა გარშემო ვითარდება, რომლებიც ნიუ-იუორკის კლუბში ერთიანდებიან.
|