ტენდენციები გასული საუკუნის მოდის მიმდევარი ქალბატონების თავდაცვის საშუალება-თავსაბურავის სარჭი, რომლითაც საყვარლების მკვლელობებიც ხდებოდა 2021, 30 მარტი, 9:55 ![]() 1900-1910 წწ. მოდაში შემოვიდა არაბუნებრივად დიდი ზომის ქუდები. მას რთავდნენ კამელიებით, ვარდებით, ფრინველების ფიტულებით. ზოგიერთები ასეთ თავსაბურავს დამცინავად "თეთრეულის კალათასაც" კი უწოდებდა. მთელი ეს დიდებულება თავზე რომ გაეჩერებინათ, საჭირო იყო სპეციალური გრძელი ქინძისთავით დამაგრება. ზოგიერთ მალე "მიხვდა", რომ ეს სამაგრი შეიძლება გამოიყენო არა მხოლოდ როგორც აქსესუარი, არამედ როგორც თავდაცვის და თავდასხმის საშუალებაც კი. ![]() ქუდის სარჭი მახვილ ლითონის ჩხირს წარმოადგენდა. მას ხანდახან ძვირფასი ქვებით რთავდნენ. ზოგ შემთხვევაში მისი სიგრძე 20 სანტიმეტრსაც აღწევდა. სამაგრით ქალები ქუდებს ვარცხნილობაზე იმაგრებდნენ. ![]() ასეთი გრძელი სამაგრები ნამდვილი უბედურება გახდა გარშემომყოფთათვის. თუ ქალბატონთან საუბრის დროს პირი ზედმეტად დაიხრებოდა მისკენ, ის კი მკვეთრად შებრუნდებოდა, სამაგრი მოსაუბრეს სახეს უკაწრავდა. 1912 წლის ქალების ჟურნალის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნული იყო: "...1912 წელს პეტერბურგში და მოსკოვში ქალაქის მმართველობამ მოსახლეობისთვის ტრავმების მიყენების თავიდან აცილების მიზნით ქალბატონებს აუკრძალა გრძელსამაგრიანი თავსაბურავებით ქალაქის ტრანსპორტში ასვლა". ![]()
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |