x
image
intermedia.ge
Mediator image
თამბაქოს ზიანის შემცირების ტექნოლოგია - თამბაქოს წვა vs გახურების ტექნოლოგია
image


წვა ქიმიური პროცესია, რომლის დროსაც სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების გამოყოფა ხდება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი 100-მდე ტოქსიკურ ნივთიერებასა და მხუთავ აირს შეიცავს, მათი ჩასუნთქვა კი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია და რიგ შემთხვევებში კიბოს გამომწვევ მიზეზად სახელდება.


სწორედ ამიტომ, ტრადიციული სიგარეტის მოხმარება ჯანმთელობის სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.


ტრადიციული სიგარეტის წვა 900C ტემპერატურაზე მიმდინარეობს. ამ პროცესის დროს თამბაქოს ფოთლის ქიმიური გარდაქმნა ხდება, რომლის შედეგად გამოიყოფა კვამლი და ფერფლი.



აღსანიშნავია, რომ ტრადიციული სიგარეტის კვამლი 7000-მდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა შორის 250 ტოქსიკურია და მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზად სახელდება, ამ 250 ნივთიერებიდან 69 კი კიბოს განვითარებას უკავშირდება.


ტრადიციული სიგარეტებისგან განსხვავებით, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობა არ წვავს თამბაქოს, არამედ იყენებს გახურების ტექნოლოგიას. ამ დროს ალტერნატიული მოწყობილობა თამბაქოს ფოთოლს 250-350C-მდე ახურებს, შედეგად, არ წარმოქმნის კვამლს, არამედ გამოყოფს აეროზოლს. სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ გასახურებელი მოწყობილობის მოხმარების დროს გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, მცირეა, ვკითხულობთ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში.


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გასახურებელი მოწყობილობის მოხმარების შედეგად იგივე ნივთიერებები გამოთავისუფლება, რომელიც ტრადიციული სიგარეტის მოხმარების დროს, თუმცა ამ შემთხვევაში ტოქსიკური ნაერთების რაოდენობა 90-95%-ით მცირეა.


თამბაქოს გახურების ტექნოლოგიის შესაძლო უპირატესობის შესახებ ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციები საუბრობენ, როგორებიც არის: ინგლისის საყოველთაო ჯანდაცვის სააგენტო (Public Health England) და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA).


FDA-ს განცხადებით, თამბაქოს გახურების ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, შეამციროს თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი და პოზიტიური ზეგავლენა იქონიოს როგორც მწეველთა ჯანმრთელობაზე, ასევე საყოველთაო კეთილდღეობაზე.


R

0
90
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0