სხვა აი რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუკი შაქარზე უარს იტყვით 2021, 28 მარტი, 17:17
ბევრმა იცის, რომ შაქარი გლუკოზის წყაროა, რომელიც ორგანიზმს ენერგიის შესავსებად სჭირდება. სისხლში შაქრის დონის დაქვეითების დროს ადამიანი გრძნობს დაღლილობას, ხდება ნელი და შეიძლება გონებაც კი დაკარგოს. მაგრამ არანაკლებ საშიშია ადამიანის სისხლში შაქრის მაღალი დონეც. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მეტაბოლური დარღვევები ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფასთან ერთად, რაც იწვევს მთელი ორგანიზმის მოწამვლას და ეფექტურობის მკვეთრ შემცირებას. ტკბილეულის მიღების შეზღუდვისთანავე დაიწყება წონის კლება. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ შაქარი კალორიების წყაროა. უბრალოდ, ის ყველაზე ხშირად შედის მაღალკალორიულ კერძებში: ცომეული, საკონდიტრო ნაწარმი, სწრაფი კვების პროდუქტები, რძის დესერტები და ა.შ. მათი მოხმარების შეზღუდვით, მარტივად და ბუნებრივად მოიცილებთ ამ ზედმეტ კილოგრამებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ტვინი სიამოვნებას ღებულობს კიდევ ერთი ტკბილი ნამცხვრის ნაჭრისგან, შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტმა უნდა იზრუნოს მასზე. თუ უარს იტყვით ტკბილეულზე და ჩაანაცვლებთ საკვებით, რომელსაც აქვს ბოჭკოვანი ნივთიერებების დიდი შემცველობა, თქვენი ნაწლავებიც შვეიცარიული საათივით დაიწყებს მუშაობას. შაქარზე დამოკიდებულების ფუნქციონირების მექანიზმი არ განსხვავდება ნარკომანიისაგან. ტკბილეულს მიირთმევთ - თქვენი ტვინი კი სიამოვნებას იღებს. როდესაც რაციონში შაქარს შეამცირებთ, მიხვდებით, რომ თანდათან მისი მოთხოვნილებაც გიქრებათ. თქვენ დიდი ყურადღებით არჩევთ ჩაის სახეობას და შემდეგ რამდენიმე კოვზ შაქარს უმატებთ? ან თავი ყავის მოყვარული გგონიათ, მაგრამ მას შაქრის გარეშე ვერ სვამთ? მაშინ, სამწუხაროდ, თქვენ არ იცით ამ შესანიშნავი სასმელების ნამდვილი გემო. დიახ, პირველი რამდენიმე კვირა შეიძლება გაგიჭირდეთ კიდეც, მაგრამ შემდეგ შეეჩვევით და ტკბილ სასმელს აღარც გაეკარებით. 215 3-ს მოსწონს
|