საზოგადოებრივი ქალების ოცნება - გამოიჭირონ სულელი ფულიანი მამაკაცი 2021, 28 მარტი, 15:50 ყველა ქალი ოცნებობს ბავშვობაში იყოს კონკია, მაგრამ ეს ზღაპარი მათთვის სრულდება, როცა ცხოვრების რეალურ ასპარეზზე გადიან. მათგან ზოგი ირჩევს იყოს დამოუკიდებელი და თვითონ მიაღწიოს წარმატებას, ზოგი კი სხვისი წარმატებით მოპოვებული სიკეთეების დასაკუთრებას ცდილობს მისი ქალური მიმზიდველობითა და ურთიერთიობის ათასგვარი ხრიკით.
ეს მეორე კატეგორია ცხოვრებაში ისეთ ტაქტიკასა და სტრატეგიას ირჩევს, რომ იყოს მიმზიდველი და აბსოლუტურად აკმაყოფილებდეს მამაკაცების გემოვნებას: იყოს მაქსიმალურად მოვლილი, მოდურ ტენდენციებს მიჰყვეს, მოარგოს კონკრეტული მამაკაცის ინტერესების სფეროს საკუთარი ინტერესები, იყოს მხიარული და პრეტენზიულიც. როგორც ფრანჰები ამბობენ, მამაკაცებს სწორედ პრეტენზიული ქალები იზიდავთ, რომელთაც საკუთარი თავის ფასი იციან. ზოგჯერ გადაჭარბებულადაც კი. ქალთა ამ კატეგორიას შესწავლილი აქვთ მამაკაცების შემოსავალი, ქონებრივი მდგომარეობა და მთლიანად მათი ფსიქონატურა. ქალთა პირველი კატეგორია კი, რომელმაც მიატოვა კონკიად ყოფნის იდეა, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს და ცდილობს წარმატებას დამოუკიდებლად, საკუთარი რესურსებით მიაღწიოს. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ ამისთვის, ივიწყენებ გართობას, ნაკლებად ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე და მიაჩნიათ, რომ დასამკვიდრებლად კარგი ცოდნა და აკადემიური მირწევებია საჭირო. მათ არ აქვთ არავის იმედი საკუთარი თავის გარდა. ცხოვრების მეგზურის არჩევისას ისინი აქცენტს აკეთებენ მამაკაცის ინტელექტზე, თვისებებზე, კულტურაზე და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მათ მატერიალურ შემოსავალს, თუმცა ფიქრობენ, რომ მატერიალური მდგომარეობაც არაა ხელსაკრავი და მთელი ცხოვრება ეძებენ ნამდვილ პრინცებს, რადგან თვითონაც სრულყოფილებისკენ ისწრაფიან და ამიტომ იმსახურევბენ კიდეც ბატონ სრულყოფილებას თავის მეგზურად. ასეთი ქალები, მართალია, ძალიან ნაკითხი, განათლებული ადამიანები არიან, მაგრამ არა ჭკვიანები, რადგან ჭკვიანი და განათლებული სხვადასხვა ცნებებია. ჭკუა მოდის გამოცდილებით, რასაც წიგნებთან გატარებული დღეები და ღამეები გამოცდილებას ნაკლებად იძლევა, ხოლო მეორე კატეგორიის ქალები, რომლებიც დღენიადაგ ეძებენ "მსხვერპლ" მამაკაცებს, ამ ძიების პროცესში უზარმაზარ გამოცდილებას იღებენ, შეცდომებზე სწავლობენ, ურთიერთობებში იხვეწებიან და საბოლოოდ აუცილებლად პოულობენ თავიანთ პრინცებს, რომლებიც ცდილობენ ნებისმიერი ბროლის ქოში მოიპოვონ და მოარგონ ქალს, რომელთაც მათ პულსზე ხელი უდევს და მათ უსიტყვოდ "უგებთ". თუმცა არასდროს ფიქრობენ, რეალურად რა იმალება ამ "გაგების" მიღმა. ასე იქმნება ბიზნეს ოჯახები საქართველოში. ქალები, რომლებმაც მატერიალურად შეძლებული პრინცები მოიპოვეს და ფუფინება და კომფორტი მოიწყვეს, არარ კმაყოფილდებიან იმით, რაც უკვე აქვთ, რადგან მათთვის ახალი შესაძლებლობების სივრცე იქმნება. მათ შეუძლიათ პრესტიჟულ სამსახურში იარონ ისე, თითქოს პოდიუმზე დადიან, ნეპოტიზმისა და კორუფციის პირობებში ხომ სამსახურები ხომ ადვილად მირწევადია მათთვის? მათ ასევე შეუძლიათ კიდევ უფრო მეტი პატივი სცენ საკუთარ თავს და კიდევ უკეთესად გამოიყურებოდნენ, ჰყავდეთ ბევრად უკეთესი ავტომანქანა, ბევრად უკეთესი გარდერობი, უკეთეს "ტუსოვკებზე" იარონ და უკეთესი ნადავლი მოინადირონ. ასე იწყება ღალატების სერია, თან ამ რალატებისას ისინი ივსებენ იმ დანაკლისს, რაც მათ მოპოვებულ პრინცებს აქვთ, მაგ. გარეგნობა, ინტელექტი, ცნობადობა, ან იქნებ უკეთესი მატერიალური მდგომარეობაც და უფრო მაღალი ფინანსური შემოსავლებით? როგორც რაბლე ამბობდა, მადა ჭამაში მოდის და ასეთ ქალებს შეუძლიათ უცებ გადახტნენ ერთი მამაკაცის ცოლის სტატუსიდან მეორე მამაკაცის ცოლის სტატუსში. მჯობნის მჯობნს რა დალევს? ან კიდევ რა შეუშლით ხელს? ისინი ხომ სიყვარულს დასცინიან და მხოლოდ მერკანტილისტურად ქმნიან თავიდანვე ოჯახებს? მათ ხომ მშვენივრად აქვთ მამაკაცების გამოთაყვანების ტექნიკა დამუღამებული? პირველი კატეგორიის ქალები, მიუხედავად მათი სულიერი სიმდიდრისა და კოგნიტური რესურსებისა, ხშირად იქით ხდებიან მაძიებელ მამაკაცთა მსხვერპლი, ტიპური ჟიგოლოების ნადავლი. ასეთ ქალებს ვერ წარმოუდგენიათ, ატყუებდეს ზრდასრული მამაკაცი, რადგან თვითონ არ იტყუებიან, რადგან მაღალი პასუხისმგებლობით უდგებიან ოჯახის შექმნის საკითხს. უფრო მეტიც, მათ უხერხულად მიაჩნიათ, გადაამოწმონ მამაკაცების მონათხრობი ტყუილები, ამას როგორ აკადრებენ ან საკუთარ თავს ან მათ წინაშე დაჩოქილ მამაკაცებს? ქორწინდებიან რა, მერე საკუთარ ნაბიჯს ვეღარ უარყოფენ და ბოლომდე ათრევენ ასეთ მატყუარა, ზარმაც და მუქთახორა წურბელებს ან თუ შორდებიან, მერე უკვე შვილების ბედნიერებასა და წარმატებაზე ზრუნვას იწყებენ და შვილებში ცდილობენ გამოასწორონ საკუთარი შეცდომა. იშვიათად უმართლებთ ასეთ ქალებს. ხალხური გამონათქვამის მიხედვით, ასეთ დროს ღმერთს ჩამოეძინაო, ამბობენ. თუ ყველამ არ იცით, სჯობს ეს გამონათქვამიც შეგახსენოთ აქვე. როცა ღმერთი წყვეტდა ქალებისა და მამაკაცების დაწყვილებას, ბალანსისთვის აკეთებდა შემდეგნაირად: კარგს -ცუდი, კარგს- ცუდი, ცუდს -კარგი, ცუდს -კარგი.... და ამ თვლაში ჩაეთვლიმა... კარგს - კარგი, ცუდს - ცუდი, უცებ ისევ გამოფხიზლდა, მიხვდა რა, რომ შეცდომა გაეპარა და განაგრძო: კარგს -ცუდი, კარგს- ცუდი, ცუდს -კარგი, ცუდს -კარგი.... დასაქორწინებლებს გისურვებთ, ღმერთის ჩამოთვლემისას გადაწყვეტილიყოს თქვენი დაწყვილება! 52 6-ს მოსწონს
|