x
image
ლანა92
ეიკენის 40 ხილის ("ფრანკენშტეინის") ხე - ფანტასტიკა თუ რეალობა?

image









მსოფლიოში დადასტურებულია 16 ხე, რომელიც ყოველ წელს 40 ტიპის ხილის ნაყოფს ისხამს. არა, ეს არაა ბუნების საოცრება, არამედ ადამიანების ჩარევის შედეგია. სემ ვან ეიკენმა (მხატვარმა და პროფესორმა პენსილვანიიდან, აშშ-დან) შექმნა ხე, რომელიც 40 სახის ხილის ნაყოფს იძლევა, 1 ხეზე სხვადასხვა მცენარის ტოტის დამყნობის საფუძველზე. პროექტი დაიწყო მაშინ, როცა ეიკენი დაინტერესდა "ტრანსსუბსტანციის" პროცესით. ხეს დასჭირდა 5 წელი ნაყოფის გამოსაღებად. მხატვარ სემ ვან ეიკენის ექსპერიმენტები დაიწყო ბოსტნეულით და შთაგონებული იყო სტრანსსუბსტანციის კონცეფციით. ესაა ტრანსფორმაციის პროცესი, რომელსაც კათოლიკე მღვდლები მიმართავენ, როცა პური იქცევა ქრისტეს სხეულად. ეიკენმა დაიქირავა ძველი ბაღი, რომელიც გაასუფთავა, იშვიათი ჯიშის ხეების შესანარჩუნებლად. სწორედ გადაჭრილ ხეზე დაამყნო მან 40 ხილის ტოტი.

ერთ-ერთ ინტერვიუში ეიკენმა განაცხადა, რომ 40 ნაყოფის ხეს უყურებს, როგორც ხელოვნების ნიმუშს. მას მოსწონს გაკვირვებული მნახველების მოჯარება 40 ხილის ხის გარშემო. წელიწადის უმეტეს დროს ხე ისვენებს, "ძინავს" და ჩვეულებრივად გამოიყურება, გაზაფხულის დადგომისთანავე კი არნახულად ფერადად ყვავის. ეიკენი სინანულს გამოთქვამს მრავალი ხილის ჯიშის დაკარგვას, რომელიც კომერციული მიზეზით გაქრა. თუ ჩვეულებრივი ატმის ხე ისხამს მხოლოდ 1 ჯიშის ატამს, ეიკენის ხე იძლევა ერთდროულად ატმის 22 ჯიშს.

40 ნაყოფის ხის მისაღებად ეიკენი ამყნობს კვირტებს, თუმცა ზოგი ხილი, მაგალითად, ალუბალი ძალიან პრეტენზიულია.

40 ხილის ხე ყვავის მთელი გაზაფხულის განმავლობაში. ჯერ ყვავის აფრიკოსი (გარგარი), შემდგომ - იაპონური ქლიავი, ატამი, ნექტარინი (მრავალფეროვანი ატამი), ევროპული ქლიავი და ალუბალი. 40 ხილის ხეების პატრონები კმაყოფილი არიან მოსავლითა და მისგან მიღებული შემოსავლით.

ეიკენის ხეები მონაწილეობდნენ არაერთ სამხატვრო გამოფენაში. მათ აშშ-ის გარკვეულ ადგილებში თუ შეხვდებით.

პროფესორი და მხატვარი ეიკენი თავის შემოქმედებას უწოდებს "ფრანკენშტეინის ხეს", რამდენადაც 40 ხილის ხე მიღებულია მრავალი სხვადასხვა ტოტისაგან. მათგან შეიქმნა ერთი მთლიანი ორგანიზმი. ამავდროულად, იგი საუბრობს 40 ხილის ხეებზე, როგორც ხელოვნების ნიმუშზე.












image

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0