კინო დემონი, რომელიც კ/ფ "დემონის"კინორეჟისორსა და სცენარის ავტორში ჩასახლდა 2021, 26 მარტი, 17:44 ![]() პოლონელი კინორეჟისორი მარჩინ ვრონა, რომელსაც ტორონტოში მის მიერ გადაღებული ფილმების გამო ახალი პოლანსკი უწოდეს, გარდაცვლილი იპოვეს ქალაქ გდინიაში, სასტუმროს ოთახში. ეს მოხდა მისი ფოლმის "დემონის" კინოფესტივალში მონაწილეობისას. გარდაცვალების დროს რეჟისორი 42 წლის იყო. საშინელებათა ფილმი "დემონი" მარჩინ ვრონას ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, რომლის პრემიერა შედგა ტორონტოს კინოფესტივალზე. გდინიაში მას პირველად უნდა წარედგინა ფილმი სამშობლოში. ![]() გარდაცვლილი რეჟისორიცოლმა იპოვა სასტუმროს ოთახში. სიკვდილის ვერსია არის თვითმკვლელობა, მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე. რეჟისორი პოლონეთის კინოინდუსტრიაში მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ რეჟისორად ითვლებოდა. ![]() მისმა მოულოდნელმა დაღუპვამ მსოფლიო კინოინდუსტრია შოკში ჩააგდო. თავის უკანასკნელ ფილმში მარჩინ ვრონამ კომედია და საშინელება გააერთიანა და მოგვითხრო ჩვენი მოგონებების, მითების და დავიწყებული ცოდვების შესახებ. "დემონი" საშინელებათა და კომედიის შესანიშნავი ნაზავია, ფარული ამბავი პოლონეთისა და პოლონელების შესახებ ჟანრული სახეობით. პოლონეთი, რომელსაც დემონში ვხედავთ, არის საფლავების ქვეყანა, ებრაული ქონების გაფლანგვისა და დავიწყებული ყოფილი მეზობლების ქვეყანა. ეს არის ბალზამირებული კოლექტიური მეხსიერების ადგილი. ბოლო სცენაზე, ანჯეი გრაბოვსკის პერსონაჟი სთხოვს ქორწილის სტუმრებს დაივიწყონ ქორწილი, როგორც ცუდი სიზმარი. ვრონა ამ მონოლოგს სიმბოლური მნიშვნელობას ანიჭებს პოლონური აზროვნების ჰოლოკოსტის შესახებ. მისი ფილმი მოთხრობილია იმაზე, თუ როგორ იძვრება მეხსიერებადან ყველაფერი, რაც არ შეესაბამება ეროვნული ერთობის იდეალურ სურათს. "დემონი" უფრო სინანული უნდა იყოს, ვიდრე ბრალდება. თუმცა რამ მიიყვანა რეჟისორი თვითმკვლელობამდე, დღემდე გაუგებარი რჩება. მეუღლემ განაცხადა, რომ მას მანამდე არასდროს ჰქონია სუიციდის მცდელობა და არც სუიციდური აზრები 123 4-ს მოსწონს
|