სხვა რატომ უნდა დავდოთ ბრინჯი ტანსაცმლის კარადაში?! 2021, 26 მარტი, 16:01 ბრინჯი საკმაოდ აქტიურად გამოიყენება საკვებად ნებისმიერ სამზარეულოში და მას თავისი სასარგებლო თვისებები აქვს. გარდა კვებითი ღირებულებისა, ბრინჯი შეიძლება სხვა დანიშნულებითაც გამოვიყენოთ, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ. როგორც ცნობილია, ბრინჯი ძალიან კარგად იწოვს ნესტს და მის თანმხლებ სუნს. ამიტომ თუ თქვენს კარადაში არც თუ ისე სასიამოვნო სუნია შეგძლიათ თამამად გამოიყენოთ ბრინჯი, როგორც ჰაერის არომატიზატორი. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ ერთი ჭიქა ბრინჯი, თასი ან სხვა რაიმე ჭურჭელი, რაშიც მას ჩაყრით, ნაჭერი, რომელიც ჰაერს ატარებს, სურნელოვანი ზეთი და რეზინა. ჩაყარეთ ბრინჯი ჭურჭელში, დაასხით 15-20 წვეთი სურნელოვანი ზეთი, გადააფარეთ ნაჭერი და მოუკარით თავი რეზინით. ამის შემდეგ იგი თავისუფლად შეგიძლიათ დადოთ კარადაში და თქვენ ნახავთ, როგორი სიმშრალე და სურნელება დაისადგურებს იქ. ძვირადღირებული ჰაერის გამწმენდებისაგან განსხვავებით ეს კონსისტენცია უფრო დიდხანს ინახავს სურნელს. ასეთ მდგომარეობაში ბრინჯი რამდენიმე თვე შეიძლება გაჩერდეს. გაითვალისწინეთ, რომ ყავისფერი ბრინჯი უფრო მალე ფუჭდება ვიდრე თეთრი და მისი შეცვლა მეტად ხშირად დაგჭირდებათ. 252 შეფასება არ არის
|