x
რატომ უნდა გვყავდეს კატა?!

image
ადამიანთა ერთ კატეგორიას ახასიათებს გაურკვეველი ზიზღი კატების მიმართ, ფსიქოლოგები კი აღნიშნავენ, რომ ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისთვის რომ დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ ჩვენი ცხოვრება და რამე შევცვალოთ მასში. ზოგი კი პოზიტიურად არის განწყობილი შინაური ცხოველების ამ წარმომადგენლების მიმართ, საბედნიეროდ მათი რაოდენობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მათი, ვინც დევნის კატებს, ვერ იტანენ და არ შეუძლიათ მათთან ერთად თანაცხოვრება. სპეციალისტების აზრით, კატების როლი ადამიანების ცხოვრებაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თაგვებისა და ვირთხების ჭერა. კატებს შეუძლიათ აღადგინონ ადამიანის ბიო ველი. მათ აქვთ უნიკალური ბიოენერგეტიკული სისტემა, რომლიც ადამიანის ბიოველთან მოდის რეზონანსში. კატის სახლში ყოლით ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად განვსაზღვროთ სახლის ენერგეტიკაც. თუ სახლში ენერგეტიკა დადებითია, მაშინ კატა კარგად ჭამს, მშვიდად სძინავს, გულდასმით ისუფთავებს თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩხუბისა და აურზაურის დროს კატა ხმამაღლა ჭყავის, არ უვლის საკუთარ თავს და პირად ნივთებსაც კი აფუჭებს. თუ საშუალება გექნებათ მიაქციეთ ყურადღება ფაქტს, როდესაც ვინმე ეჩხუბება ბავშვს კატა მიდის მასთან და „ეხახუნება“, ირგვლივ უვლის. ამ ჟესტით იგი ცდილობს აღადგინოს მისი სულიერი წონასწორობა. ასევე, კატებს ჩვენთვის ამოუცნობი საშუალებებით შეუძლიათ განსაზღვრონ ვინ მტყუანია და ვინ მართალი ჩხუბის დროს და ყოველთვის იცავს მათ ვინც მართალია.image

საინტერესო ფაქტი-სტატისტიკის მიხედვით 90% ადამიანებისა, რომლებიც ალკოჰოლიზმით არიან დაავადებულები არ უყვართ კატები. გარდა ამისა, შინაურ ცხოველებთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ იმ ადამიანებსაც, ვისაც რთული ცხოვრება აქვთ, ან წარმოადგენენ ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლს. არც იმათ უყვართ კატები, ვინც თავის თავს დაუფასებლად გრძნობს, ვისაც უნდა, რომ მათით აღფრთოვანებულები იყვნენ. თავის მხრივ, კატებიც გრძნობენ ადამიანის სულიერებას და საჭიროების შემთხვევაში თვითონ ერიდებიან ადამიანებს.image

0
283
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0