იცით რა არის “life hack”? დიახ, ბევრმა თქვენგანმა ახლა შეიძლება თავი გადააქნიოს და უკმაყოფილოდ გადაატრიალოს თვალები, მაგრამ მაინც, ნება მომეცით ორი სიტყვით გითხრათ. “life hack” ეს არის ხრიკები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას უფრო მარტივსა და ეფექტურს ხდის. მართალია, ეს ტერმინი არც თუ ისე დიდი ხნის წინ დამკვიდრდა საზოგადობაში, მაგრამ მთავარია რომ დამკვიდრდდა და ვიღაცამ მოიგონა, მარტივად ასახსნელად. ხო და თქვენნი ცხოვრების გასამარტივებლად მინდა რამდენიმე არაჩვეულებრივი “life hack” შემოგთავაზოთ, რომლებიც დარწმუნებული ვარ აქამდე არ იცოდით და რომლებიც ნამდვილად გაგაკვირვებენ.
1. მარშმელო (ზეფირი) გაგათავისუფლებთ ყელის ტკივილისგან
მარშმელო შეიცავს ჟელატინს, რომელიც კარგად ხსნის ტკივილსა და ამშვიდებს ყელს. ამიტომ თუ დილით ყელის ტკივილით გაიღვიძებთ არ დაგვიჭდეთ ჩაიგემრიელოთ პირი ზეფირებით.
2. როგორ გავიგოთ ახალია თუ არა კვერცხი?
იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად ახალია კვერცხი ჩვენს მაცივარში დგვჭირდება მხოლოდ წყლით სავსე თასი, რომელშიც მოვათავსებთ კვერცხს. ახალი კვერცხი ბოლომდე უნდა ჩაიძიროს და გვერდულად განთავსდეს ძირზე. შედარებით ძველი ჩაიძირება, მაგრამ ვერტიკალურ მდგომარეობაში დარჩება. საერთოდ ძველი კი არც ჩაიძირება. მოკლედ თუ ნაჭუჭზე ვარგისიანობას ვერ ამოიკითხავთ ეს ვარიანტი ნამდვილად გამოგადგებათ.
3. როგორ შევინახოთ ხახვი და ნიორი უფრო დიდხანს?
ხახვი და ნიორი ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია და არა მარტო ქართულის. იმისთვის რომ დიდხანს შევინახოთ ისინი საღ მდგომარეობაში საკმარისია ისინი მოვათავსოთ ქაღალდის პაკეტში, მოვუკრათ თავი სტეპლერით ქვემოდან კი ნაჩხვლეტები გავუკეთოთ.
- სოდა სუფთა საკვებისთვის
არავისთვისაა საიდუმლო, რომ საჭმელ სოდას არაერთი დადებითი თვისება აქვს და ამ თვისებებს შეიძლება კიდევ ერთი დავუმატოთ. გამოვიყენოთ სოდა, როგორც სარეცხი საშუალება სხვადასხვა ხილისა თუ ბოსტნეულისთვის. ამისთვის საკმარისია წყლით სავსე ჭურჭელში ჩავყაროთ რამდენიმე კოვზი სოდა, კარგად გავხსნათ და ჩავაწყოთ პროდუქტი, დავაყოვნოთ 10-15 წუთი შემდეგ კი გამდინარე წყალი გადავავლოთ. ასე ჩვენ მივიღებთ ჭუჭყისა და პესტიციდებისგან თავისუფალ საკვებს.
5. ჩაიცვით წინდები დაძინებისას
არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია, ისინი ვინც არ იცვამს წინდებს საწოლში და ს ვისთვისაც ეს ჩვეულებაა. მაგრამ თუ თქვენ ჩაძინების პრობლემა გაქვთ, მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ წინდები ლოგინში. წინდები აფართოებენ თქვენს სისხლძარღვებს გითბობთ ფეხებს, ეს კი როგორც კვლევებმა აჩვენა სრულიად საკმარისია იმისთვის რომ თქვენს ტვინს მიეწოდოს სიგნალი-ძილის დროა! ცოტახნის წინანდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ წინდებიანი ადამიანები 40%-ით უფრო სწრაფად იძინებენ, ვიდრე ისინი ვინც მათ არ მოიხმარს.