x
image
ლანა92
ინდოეთში, ქალაქ კალიანში ორთავა შხამიანი გველი აღმოაჩინეს

image












ინდოეთის შტატ მაჰარაშტრას მცხოვრები შემთხვევით გადააწყდა ორთავა ვაიპერის წიწილას (ვაიპერ რასელს). ეს გველი წარმოუდგენლად საშიშია, რადგან ძალიან შხამიანია, მიუხედავად იმისა, რომ რასელი წიწილაა და ზომით სულაც არაა დიდი. მისი სხეულის სიგრძე არის სულ რაღაც 11 სანტიმეტრი.

ინფორმაცია ორთავა პატარა ვაიპერის აღმოჩენის შესახებ გავრცელდა 2020 წლის აგვისტოში.

ვაიპერი-მუტანტის ვიდეო "ტვიტერზე" გამოაქვეყნა ადგილობრივი სატყეო სამსახურის მუშაკმა, სუსანტა ნანდამ. მისი თქმით, ეს ქვეწარმავალი ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე სხვა სახეობის შხამიანი გველების უმეტესობა. თუ ადამიანი გადაიტანს მის კბენას, ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყევა. მისი შხამი 40-70 მილიგრამის ოდენობით ადამიანს კლავს, ხოლო ზრდასრული ვაიპერი უშვებს 2-ჯერ მეტ შხამს.

ესქპერტთა აღნიშვნით, ინდოეთში დაფიქსირებულია სულ 4 შემთხვევა ამ სახეობის ორთავიანი გველის აღმოჩენისა. ორი მათგანი, უკანასკნელი, რასელის შემთხვევის ჩათვლით, ნაპოვნია ქალაქ კალიანში. ბუნებაში, ველურ პირობებში ამგვარი დეფექტით (ორთავა) დაბადებული გველის გადარჩენის ალბათობა ძალიან მცირეა.









image







0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0