სხვა ჩინელმა ქალმა 2.5-მეტრიანი ნაწნავების გაზრდას 35 წელი მიუძღვნა 2021, 25 მარტი, 10:36 ჩინელი ქალბატონი, გი მენგი 35 წლის განმავლობაში იზრდიდა 2.5 მეტრი სიგრძის ნაწნავებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2015 წელს გავრცელდა მედიაში. ახლა გი მენგს მინდორში სამუშაოდ წასვლისას თმების შეკვრა უწევს სქელ ნაწნავებად, თავზე 5 რგოლად, ხოლო წელზე 3-ჯერ შემოხვევა. ჩინელი ქალბატონი აცხადებს, რომ 2.5-მეტრიანი ნაწნავები მისი მთავარი სიმდიდრეა. ასევე, დასძენს, რომ გრძელი თმები ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა, თუმცა არ განმარტავს, კონკრეტულად რა სიკეთე აქვს გიგანტურ ნაწნავებს. როგორც გი მენგმა "ჩაინა დეილთან" აღნიშნა, მისი ნაწნავები დაბანიდან ( უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ გარეცხვიდან) 7 დღის განმავლობაში შრება. 30 შეფასება არ არის
|