სისხლის სამართალი ვინ იყო მედიკო მებურიშვილი- განგსტერი ნარკომანი საბჭოთა ქართველი ქალი თუ საბჭოთა წყობის მსხვერპლი ულამაზესი გოგონა? 2021, 25 მარტი, 1:56 1968 წელს, კომუნისტური რეჟიმის გაფურჩქვნის პერიოდში "ამერიკის ხმამ" გადმოსცა 21 წლის გოგონას საოცარი დაკრძალვის ცერემონიალის ამბავი. გაზაფხულზე თეთრ კუბოში ჩასვენებულ თეთრი კაბით შემოსილ და მარმარილოსავით გამოქანდაკებულ გოგონას ცხედარს რუსთაველის გამზირეზე იყო ხალხისა და ყვავილების ზღვა მიაციებდა უკანასკნელ გზაზე"... კადრი ფილმიდან"თოჯინები იცინიან", იპოლიტე ხვიჩია და მედეა მებურიშვილი ვუნ იყო 21 წლის მედიკო მებურიშვილი და რით დაიმსახურა ამდენი ადამიანის პატივისცემა, რომ მთელი თბილისი გამოვიდა გარეთ. მხოლოდ სილამაზითმოახერხა ზღვა ხალხისთვის თავის შეყვარება? მით უფრო იმ წლებში, როცა გსრეგნობა ნამდვილად არ აკლდათ ქართველ გოგონებს? საოცარია ისიც, რომ ქალაქში ხმა გავარდა, მედიკო წამალში გაიპარაო. ნარკომან გოგონას მიაგეს ამხელა პატივი? თან 1968 წელს? იქვე გაჩნდა ვერსია, რომ მედიკო მოკლეს. რისთვის უნდა მოეკლათ 21 წლის ულამაზესი გოგონა? სიმართლ დღემდე უცნობია. თუმცა მხოლოდ ის ვიცით, რომ ძალიან ლამაზი იყო და იარაღსაც "ლამაზად" ატრიალებდა... თბილისში განგსტერ გოგოსაც ეძახდნენ, რატომ? იგი ხომ კულტურულ ოჯახში გაიზარდა, დედა ექიმი იყო, მამა სტამბის დირექტორი, ძალიან ნიჭიერიც იყო, ნაკითხიც, რამდენიმე უცხო ენას ფლობდა. ქერა თმით, მონაცრისფრო ცისფერი თვალებით, დიდი გაბანტული ტუჩებით, ლამაზი ტან-ფეხით. არაფერი აკლდა მედიკოს არც მატერიალურად, არც გარეგნობით, არც ოჯახისშვილობით. ხასიათი ვაჟკაცური უფრო ჰქონდა, ვიდრე ქალური მიუხედავად მისი ქალური მომხიბვლელი გარეგნობისა. მედიკო იმ დროისთვის გადამეტებული თავისუფალი გოგოს შთაბეჭდილებს ტოვებდა სითამამითა და საზოგადიებრივი აზრის უგულებელყოფით. უყვარდათ მაშინდელ ცნობილ თბილისელ ბიჭებს, ცნობილი ოჯახებიდან.მგონი, ყველას უყვარდა. სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში, არაჩვეულებრივად უკრავდა როიალზე. მედიკო მეამბოხე სულის გოგო იყო და, შესაბამისად, ამოვარდნილიც მაშინდელი ნაცრისფერი საზოგადოების კონტექსტიდან. ეს იყო გოგონა, რომელმაც თუ საქართველოში არა, თბილისში ნამდვილად პირველმა სეიღება წითლად თმა, დადიოდა ბიჭურად გაკრეჭილი, ეცვა შარვლები და რუსთაველზე ცხენითაც კი დაჯირითობდა. ეს ყველაფერი ახლა 21- საუკუნეში ახალგაზრდებისგან არარავი უკვირს, მაგრამ 60-იანი წლების საქართველოში ეს იყო ნამდვილად დევიაცია - ნორმიდან გადახრა. იქცეოდა ისე, როგორც თვითონ სურდა და ტავისუფლების მაგალითს აძლევდა სამეგობროსაც. რა თქმა უნდა საზოგადოების ყურადრების მიღმა არ რჩებოდა მისი უცნაური ქცევები. მშობლები შვილებს უკრძალავდნენ მასთან დაახლოებას, რადგან საშინელი ჭორები დადიოდა მის ნარკო და იარაღდამოკიდებულებაზე. რუსთაველზე მედიკოს უბანში ცხოვრობდა ასევე ძალიან სიმპატიური ბიჭი, მერაბ გიგინეიშვილი. მამამისი იყო გინეკოლოგიის კათედრის გამგე სამედიცინო ინსტიტუტში, პროფესორი. გიგინეიშვილი იყო ძალიან კარგი ფეხბურთელიიმხანად და ა “დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობაში თამაშობდა. გარეგობით მედიკოც და მერაბიც ჰოლივუდელ კინოვარსკვლავებს ჰგავდნენ. მერაბი იყო მაღალი, თმები სულ ლამაზად დავარცხნილი. ეცვა ხოლმე გამორჩეულად . ამერიკული ცისფერი პერანგები და "ინსპექტორები", რაც იშვიათობა იყო იმხანად. თუმცა იყო ხმაურიანი და, სამწუხაროდ, ნარკოდამოკიდებულიც გახდა. მერაბი და მედიკო ახლობლები იყვნენ და ძალიან ხშირად ერთად დადიოდნენ რუსთაველზე. ქუჩაში რომ მოდიოდნენ, ხალხი ჩერდებოდა და მათ უყურებდა, დიდიც და პატარაც. რუსთაველზე, იმელის შენობის ადგილზე იყო ძველი, დიდი სახლი, სადაც პირველ სართულზე კაფე არსებობდა . "ჩორნი კაფეს" ეძახდნენ. იქ იკრიბებოდნენ ახალგაზრდები, რომლებიც არ ჰგავდნენ მაშინდელი ახალგაზრდების ძირითად ნაწილს. ამერიკული ტანსაცმლები ეცვათ...მანერებიც ამერიკული სტილის ჰქონდათ, რაც ძალიან ეუცნაურებოდათ კომუნისტური იდეოლოგიით ნაკვებ საზოგადოებას, კომუნისტური ლოგუნგებით თვინამოვსებულ ადამიანებს. როგორც ამბობენ მუსიკალური ფირფიტების ავტომატი იდგა კაფეში, რკინის ფულს ჩააგდებდი, ფირფიტას დადებდა და უკრავდა. რატომ მოიხსენიებენ იმ დროში მცხოვრები ადამიანები ამ ადგილს "შავ კაფედ", გაუგებარია, რადგან ამ კაფეში "შავები" არ დადიოდნენ, რადგან ეპაზორებოდათ ყავის სმა! მედიკო და მერაბი ამ კაფეში ჯიმა გაბისკირიასთან ერთად ისხდნენ, რომელიც იმ დროისთვის ასევე ეგზოტიკურ ტიპაჟს წარმოადგენდა. ამერიკული ეჭირათ, აი, არც ევროპული, არამედ მხოლოდ ამერიკული! ასევე ხშირად სტუმრობდნენ კაფე „მეტროს”, სადაც საქსოფონზე საშკა კენედი უკრავდა ჯაზს ( კენედი მისი მეტსახელი იყო). საშკა ასრულებდა ლუი არმსტრონგის კომპოზიციას „ქარავანი”, რომელიც მაშინ იკრძალებოდა. ერთხელაც კაფესთან წინ, ზედ რუსთაველზე „ტვისტი” იცეკვეს. წარმოიდგინეთ, 60-ინუ წლების თბილისში, რუსთაველის გამზირზე შარვლიანი ლამაზმანი, ხელში სიგარეტით ერთნაირად ჩაცმული, ერთნაირი აზრებით დატენილი გამვლელ-გამომვლელის თვალწინ ტვისტის მოცეკვავე. იმხანად თბილისში ნარკომანები კანტიკუნტად თუ იყვნენ. მათ ავადმყოფებად მიიჩნევდნენ და მედპუნქტში უფასოდ უკეთებდნენ ნარკოტიკს. ახალგაზრდების ნაწილი ჩუმჩუმად მარიხუანას მოიხმარდა, რომელიც სავი გზებიტ შემოჰქონდათ შუა აზიიდან. მედიკო გარდაცვლილი იპოვეს ლიფტში, კამოს ქუჩის 4-ში. ამბობდნენ, როცა იპოვეს, ჯერ კიდევ სუნთქავდაო. იმასაც ამბობდნენ, რომ ნარკოტიკის დოზის გადაჭარბებით დაიღუპაო... მედიკოს სიკვდილმა შეძრა მთელი ქალაქი, რადგან იგი იყო მაშინ პირველი, ერთადერთი და განუმეორებილი. მედიკო მებურიშვილის დაკრძალვა რაღაც საოცრება იყო. მთელი თბილისის ახალგაზრდობა იყო ივერიის წინ მოედანზე შეკრებილი. ტრანსპორტის მოძღაობა პარალიზებული იყო. მილიციელები დაბნეული სახეებით იდგნენ. ეს ჩუმი, მრავალათასიანი პროცესია იყო რაღაც სიმბოლური, ჩუმი პროტესტი იმ საშინელი სისტემის წინააღმდეგ, რომელშიც ადამიანები ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ თუნდაც ერთხელ, ვიზუალურად მაინც შეესუნთქათ მილიგრამი დასავლური თავისუფლების რაღაც მილიგრამი. სასტუმრო "ივერია" ახალაშენებული იყო და უცხოელები გაშტერებულები იდგნენ მაღალი სართულების აიავანებზე, იღებდნენ ფოტოებს, მაგრამ ვერავინ აუხსნიდა ალბათ მათ, თუ ვის დაგრძალვაზე იყო მთელი ქალაქის ახალგაზრდობა მოსული... იმ ავბედით დღეს მედიკო სახლიდან მანანა მგელაძემ გაიყვანა. ორი ახალგაზრდა მამაკაცის ქუჩაში ელოდათ. რა მოხდა რეალურად, დღემდე არავინ იცის. მედიკოს გარდაცვალების გამო მანანა მგელაძე გაასამართლეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, ორ წელიწადში გამოუშვეს და იმავე წელს ვალურის მაღაზია „ციცინათელაში” დაიწყო მუშაობა. ახლობლები ამ ამბავმა ძალიან შეაშფოთა. შეაშფოთა და დააეჭვა კიდეც, რადგან მიცვალებულის ექსპერტიზის დროს ჩუმად ჩააწვეთეს ექსპერტებმა, რომ მედიკოს ტავში ჰქონდა რაღაც გლუვი საგანი ჩარტყმული. „ციცინათელაში" უცხოელებისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის საუკეთესო საქონელი იყიდებოდა. ასეთი მაღაზია საბჭოთა კავშირში უშიშროების სამსახურის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იყო ხოლმე. ისეთი დრო იყო, ვერც სასამართლოდ მოუხერხებდი რაიმეს და ვერც სახელმწიფოს გამოუცხადებდი ბრძოლას. არ არის გამორიცხული, რომ მედიკოს სწორედ ამ სამსახურმა დაუგდო ხმა, რომ ნარკოტიკზეც არ ამბობდა უარს, და შესაბამისად, გადაჭარბებული დოზისგან დაიღუპა. ამის დაჯერება ზომბებად ქცეული ნაცრისფერი მასისთვის არც ისე ძნელი იყო ასეთი თავისუფიაი სტილით მცხოვრებ გოგონასთან დაკავშირებით. თუმცა დაკრძალვაზე მაინც ზღვა ხალხი მივიდა... 4343 11-ს მოსწონს 2-ს არა
|