საზოგადოება "მაინც გაღმელი დვარნიაშკაა რა, ვერაფერმა გათალა..."- მანჩო გიორგობიანი თამარ ჩერგოლეიშვილზე 2021, 24 მარტი, 18:24 სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი "ფორმულას" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" "ტაბულას" რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერის, იურისტ თამთა მეგრელიშვილის სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ტაბულას" დამფუძნებელს "დვარნიაშკას" უწოდებს: "მაინც გაღმელი დვარნიაშკაა რა ... არც ალექსანდრიას რძლობამ უშველა, არც ფულმა თუ ძალაუფლებამ, არც ევროპაში წანწალმა და არც ასაკმა, ვერაფერმა გათალა..."- წერს მანჩო გიორგობიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ შელაპარაკება ჩერგოლეიშვილსა და მეგრელიშვილს შორის იურისტის რეპლიკას მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ უპრიანი იქნებოდა თუკი გაერთიანებული ოპოზიცია აქეთ - იქით წანწალის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოში შევიდოდა.1740 1-ს მოსწონს |