x
image
ლანა92
ორი ეგზოტიკური ფრინველი, რომელიც ყველაზე დიდ და ყველაზე პატარა კვერცხს დებს

image







სხეულის წონასთან შედარებით, ყველაზე დიდი ზომისაა პატარა ნაცრისფერი მდედრი კივის კვერცხი, ხოლო ყველაზე მცირეა სირაქლემას კვერცხი.








image










პატარა ნაცრისფერი კივი იწონის მხოლოდ 1.3 კილოგრამს, ხოლო კვერცხი იკავებს სხეულის დაახლოებით 1/4 ნაწილს, სადღაც მისი წონის 25- 26 %. ეს შეიძლება, გავუტოლოთ ისეთ ქალის მიერ პირდაპირ 6 წლის შვილის გაჩენას.

კვერცხის გამოყვანის პერიოდში პატარა კივი ჩვეულებრივზე სამჯერ მეტს ჭამს. ამასთანავე, კვერცხის დადებამდე 2 დღით ადრე, მდედრი კივი საერთოდ უარს ამბობს ჭამაზე, რამდენადაც სხეულში კვერცხი იკავებს ძალიან დიდ ადგილს.

პატარა ნაცრისფერი კივის კვერცხი რეკორდს ამყარებს იმითაც, რომ ყვითელი ნივთიერების (კვერცხის გული) შემცველობა მასში 65 %-ია, როცა სხვა ფრინველების კვერცხში მხოლოდ 35-40 %-ია. ახალშობილ, ჩვილს კივს დიდი ოდენობის ყვითელი ნივთიერება (კვერცხის გული) აძლევს იმის საშუალებას, რომ 10 დღის განმავლობაში საკვების გარეშე დარჩეს, სანამ იგი ბუდიდან არ გაფრინდება და დამოუკიდებლად არ დაიწყებს საკვების ძებნას.

image

ყველაზე პატარა კვერცხს, თავისი სხეულის წონასთან შედარებით, დებს სირაქლემა. იგი დაახლოებით 120-160 კილოგრამია, მისი კვერცხი კი მხოლოდ 2 კილოგრამამდე თუ იწონის.

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0