საბუნებისმეტყველო ეგზოტიკური ხილი, რომლის არსებობაც ცოტამ თუ იცის 2021, 23 მარტი, 14:22 ტკბილი პიტეცელობიუმი, ან მანილის ტამარინდი პატარა მარადმწვანე მცენარეა, პარკოსანთა ოჯახიდან. სიმაღლეში იზრდება 5-8 მეტრამდე; აქვს ოვალური მოგრძო ფოთლები, რომლის სიგრძე 2-4 სანტიმეტრია. ტამარინდის ნაყოფი - პარკი შედგება საკვებად ვარგისი რბილობისა და შავი თესლებისაგან. ტამარინდის თესლებს ავრცელებენ ფრინველები, რომლებიც ცდილობენ, მისი ტკბილი ნაყოფის ამოკორტნას. ხილის რბილობი საკმაოდ ტკბილია. შესაძლებელია ნედლი სახით, უმად გამოყენება და მისგან გამაგრილებელი სასმელების დამზადებაც. 269 შეფასება არ არის
|