სიახლეები დედა და ქალიშვილი ტბაში დაიხრჩო,რადგან ავტომობილის პედალი შეეშალათ 2021, 22 მარტი, 14:49
მალაიზიის ქალაქ კედაში მძღოლს აერია პედლები და მგზავრთან ერთად ტბაში დაიხრჩო. ამის შესახებ გამოცემა Free Malaysia Today იუწყება.
კვირას, 21 მარტს, 60 წლის დედა და მისი 20 წლის ქალიშვილი Proton Persona- ს მარკის ავტომობილით ტბაში დაიხრჩო. რაიონის პოლიციის უფროსმა მოდ აკმალ ჰიზამ აბდ ხიფურმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ქალი მანქანას მართავდა. ”წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ მანქანა ტბის პირას მდებარე ავტოსადგომზე იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მძღოლს პედელები ერია და გაზს დააჭირა, რის შემდეგაც მანქანა დაიძრა და ტბაში გადავარდა “, - განაცხადა მან. მისივე თქმით, ქალებმა ვერ შეძლეს მანქანიდან გადმოსვლა და გარდაიცვალნენ. ინციდენტიდან ორი საათის შემდეგ ორივე დაზარალებულის ცხედარი ტბიდან ამოიღეს. ისინი გაკვეთისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანალოგიური მოხდა 2019 წელს ნიუ-ჯერსიში(აშშ).ავტოსამრეცხაოდან ქალმა საკუთარი Mercedes-Benz-ი გარეგნულად წესრიგში მოიყვანა, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე გამოსვლის დროს 64 წლის ქალი შეუნელებელი სვლით მდინარე ჰაკენსაკში გადავარდა.მას გვერდზე 27 წლის ქალიშვილი ეჯდა.ადგილზე მისულმა მაშველებმა 64 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, გვერდზე მჯდომ, მძღოლის 27 წლის ქალიშვილს ტრავმები არ მიუღია, იგი მხოლოდ შეშინებული იყო. მარტის დასაწყისში ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციის ქალაქ ცზუნის მკვიდრმა მართვის მოწმობის აღებიდან ათი წუთში ახალი მანქანა მდინარეში გადაჩეხა. მამაკაცმა, სახელად ჩჟანგმა გამოცდა ჩააბარა და თავისი ახალი მანქანით ხიდთან მივიდა. ამ დროს მეგობრებმა მის მობილურზე მისალოცი სმს-ები გაუგზავნეს. ავტომობილის მართვის დროს ჩჟანგმა სმს-ებსი კითხვა დაიწყო და გვიან შენიშნა, რომ ხიდზე სამი ადამიანი გადმოდიოდა, ჩჟანგი შეშინდა და დამუხრუჭების ნაცვლად, საჭე მარცხნივ მიატრიალა. შედეგად, მანქანა ხიდიდან გადავარდა და წყალში ჩავარდა. 484 3-ს მოსწონს
|