საზოგადოება 29 მარტიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად 2021, 22 მარტი, 14:37 გრძელდება კონსტანტინე გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა. უკვე გამოვიდა „მთვარის მოტაცება“ და რომანის „დავით აღმაშენებელი“ პირველი ორი წიგნი, 29 მარტიდან კი ქართველ მკითხველს 7-ტომეულის მესამე ტომის, „დავით აღმაშენებელი“ (წიგნი 3-4), შეძენა შეეძლება. მესამე ტომიც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად – 15 ლარი. „დავით აღმაშენებელი“ კონსტანტინე გამსახურდიას ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული რომანია. ეს არის ტეტრალოგია, რომელსაც მწერალი 22 წლის განმავლობაში ქმნიდა - განთიადიდან განთიადამდის, თამაშითა და ბრძოლით წერდა თავისი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბებს. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე გამსახურდიას სწორედ ამ რომანისთვის მიენიჭა რუსთაველის პრემია 1965 წელს. უომრად მშვიდობა ვერ იქნებაო - წერს ავტორი თავის რომანში. „დავით აღმაშენებელსაც“ ბევრი ომის გადახდა მოუწია. მთავარი მტერი, ცხადია, ოფიციოზი იყო, რომლისთვისაც ქართველების ყველაზე დიდი მონარქის ისტორიების გავრცელება ხელსაყრელ ვითარებას არ ქმნიდა. მართლაც, იმხნად რუსული პოლიტიკისთვის მიუღებელი იყო ისეთი ქართველი მეფის პორტრეტი, რომელმაც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შესაშური რეფორმების გატარება და ქვეყნის კონსოლიდაცია შეძლო. ამიტომ იყო, რომ რომანს მთელმა ხელისუფლებამ, ასევე მწერლებისა და კრიტიკოსების ნაწილმა, შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა, 1950 წელს დაბეჭდილი მესამე წიგნის მთელი ტირაჟი კი დაწვეს. „დავით აღმაშენებელი“ არის არა მხოლოდ რომანი, არამედ ჩვენი სახელმწიოფეობრიობის, ჩვენი ისტორიის მთელი პარონამა, “ - აღნიშნავს კ. გამსახურდიას შემოქმედების მკვლევარი, ლიტერატორი და კრიტიკოსი სოსო სიგუა და ამატებს, რომ „ეს მხოლოდ რომანი კი არ არის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ეპოქის მხატვრული ასახვაა: თუ როგორი იყო ქართული სახელმწიფოებრიობა, როგორ იბრძოდა ქართველი მეფე, ქართველი ფეოდალი, ქართველი გლეხი სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის. დავით აღმაშენებელი კი ყველა ქართველისთვის არის იდეალი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი“. კ. გამსახურდიას რომანები და ნოველები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველში. მწერლის შემოქმედებისადმი გაუნელებელი ინტერესის მთავარი საფუძველი მარადიული პრობლემატიკა, მწერლის გამორჩეული ხელწერა და დასამახსოვრებელი მხატვრული სახეებია. ამიტომ არის, რომ კონსტანტინე გამსახურდიას რომანები დღემდე ღირსეულ ადგილს იკავებს ქართველი მკითხველის წიგნის თაროებზე. შეგახსენებთ, კ. გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა 1-ლი თებერვლიდან დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ (წიგნი 2-3) 29 მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი. მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით. 15 1-ს მოსწონს
|