საბუნებისმეტყველო სელექციონერებმა ისრაელში გამოიყვანეს აბსოლუტურად მელოტი, უბუმბულო ქათმის ჯიში 2021, 21 მარტი, 20:30 ისრაელის მეცნიერებმა შეძლეს მთლიანად შიშველი, მელოტი ქათმის ჯიშის გამოყვანა. ფრინველი შესახედად რამდენადმე უსიამოვნოა, თუმცა მათ გამოგონებას აქვს დადებითი მხარეებიც - ახლა წიწილის გზა საქათმიდან დიასახლისის ქვაბამდე გაცილებით მოკლე გახდა. პრაქტიკულმა სელექციონერებმა ისრაელში გამოიყვანეს ახალი ქათმის ჯიში, რომელსაც არც ბუმბული აქვს და არც ფრთები, სრულიად შიშველია მთელ სხეულზე. ეს მიღწევა ეკუთვნის პროფესორ ავიგდორ კოჰანერს, რომელიც ებრაულ უნივერსიტეტში, სოფლის მეურნეობის გენეტიკის ფაკულტეტზე მუშაობს. იმის მერე, რაც მეცნიერმა მეოთხედი საუკუნე დახარჯა გენეტიკურ ექსპერიმენტებზე, მან გამოიყვანა უბუმბულო ქათმის ჯიში. ამ ფაქტმა მწვანეთა მოძრაობის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა პროფესორმა ასეთი შინაური ფრინველის, ქათმის ჯიშის გამოყვანის აუცილებლობა ახსნა, დაასაბუთა ისრაელში ცხელი კლიმატით, მაღალი ტემპერატურით. ცნობილია, რომ ისრაელში ათასობით ფრინველი იღუპება უდაბნოს რაიონის ფერმებში სიცხისაგან. ხორცის ქათმები ბევრს ჭამენ და შემატებული არიან, რის გამოც მათ გაცილებით მეტად აწუხებთ სიცხე, ვიდრე ჩვეულებრივ ჯიშებს. მათი სხეულის ტემპერატურაა 42 გრადუსი. ზაფხულში კი გარეთაც არანაკლები სიცხეა. ძლიერი კონდიციონირების სისტემის არარსებობის შემთხვევაში, ფერმებში ქათმების სხეულს (ფრთები და ბუმბული) ექმნება გადახურების საფრთხე. რაბინები (ებრაელი სასულიერო პირები) მიანიშნებენ, რომ შიშველი ქათმების ჯიში მთლად კოშერული არაა (ნებადართული, მიღებული). თავის მხრივ, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ფრინველის ამგვარი მუტაცია სულაც არაა დაავადება და უბუმბულო და უფრთო ქათმები ჯანმრთელია, როგორც, მაგალითად, ალბინოსი არსებები. 244 2-ს მოსწონს
|