საბუნებისმეტყველო პენტაედრული ფორთოხალი - ფანტასტიკა თუ რეალობა? 2021, 20 მარტი, 22:57 არსებობს კი ხუთკუთხა ფორთოხალი? პასუხი გასაოცარია და საკმაოდ მარტივიც - დიახ, ეს შესაძლებელია, თუ ფორთოხლის ნაყოფს გაზრდამდე ჩადებთ ხუთკუთხა მუყაოს კოლოფში, როგორც ეს ქვემოთ ფოტოზეა ნაჩვენები. იაპონელი სტუდენტების ნოუ-ჰაუ ნაყოფის დამწიფების დროს, ფორთოხალი იცვლის ფორმას დეფორმირდება), ავსებს ხუთკუთხა მუყაოს კოლოფს სრულად და იღებს შესაბამის ფორმას. ამგვარი ტექნოლოგია ახალი არაა, რამდენადაც უკვე არსებობს კვადრატული (ოთხკუთხა) საზამთროები და ადამიანის ფორმის მსხალი (ბუდას ფორმის მსხალი). ოთხკუთხა ფორთოხალი უჩვეულო და გამორჩეული არის მხოლოდ ფორმით, თორემ სხვა მხრივ (გემო, ფერი, ანუ მახასიათებლები) ჩვეულებრივი ფორთოხალია. გამოცდების შეღავათიანად ჩასაბარებლად იაპონელ სტუდენტებს სთხოვენ რამე ნოუ-ჰაუს (სიახლის), ან საინტერესო გამოგონების წარდგენას. უნივერსიტეტის მომავალმა სტუდენტებმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, ვიდრე იმის ჩვენებაა, თუ როგორ იზრდება პენტაედრული (ხუთწახნაგოვანი) ფორთოხალი. 83 შეფასება არ არის
|