სხვა 40 წლის ბელორუსელ მონადირეს საკუთარი იარაღიდან მელიამ ესროლა 2021, 20 მარტი, 18:48 ბელორუსიაში მელაზე ნადირობა ნებადართულია მთელი წლის განმავლობაში. გროდნოს მხარეში მოქალაქე სანადიროდ წავიდა. მალევე იგი დაჭრილი იპოვეს. როგორც მამაკაცი ირწმუნებოდა, მას მელიამ ესროლა და ბარძაყში დაჭრა. იგი საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაიყვანეს. როგორც 40 წლის ბელორუსელმა მონადირემ განაცხადა, ნადირობისას მან დაჭრა მელია და შემდგომ გადაწყვიტა ცხოველის მოკვდინება კონდახის ჩარტყმით. როდესაც მამაკაცმა მელია მიწაზე დააგდო, ცხოველმა შემთხვევით ფეხი გაჰკრა იარაღს და გაისროლა. მონადირე ბარძაყში დაიჭრა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ.
481 შეფასება არ არის
|