კერძები ხორცისაგან როგორ ავარჩიოთ ჯანსაღი საქონლის და ღორის ხორცი,სურსათის უვნებლობის ექსპერტის რჩევები 2021, 19 მარტი, 20:02 როგორ ავარჩიოთ ჯანსაღი საქონლის და ღორის ხორცი, რომელიც უვნებელი იქნება ჩვენი ჯამრთელობისთვის..
პირველ რიგში ხორცი უნდა შევიძინოთ ისეთ სარეალიზაციო ადგილას, სადაც დაცული იქნება სურსათის შენახვისა და რეალიზაციის ყველა სანიტარულ ჰიგიენური პირობები. აუცილებლია ხორცს ახლდეს თან მისი ვარგისიანობის ცნობა, ფორმა N2, რომელსაც გასცემს სახელმწიფო ვეტერინარი, სასაკლაოზე ცხოველის დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი შემოწმების შედეგად. დაიმახსოვრეთ! ხორცის ზედაპირი უნდა იყოს მშრალი, არ უნდა იყოს სველი და ხელსახოცის დადების შემთხვევაში არ უნდა სველდებოდეს. თითის დაჭერისას წარმოქმნილი ღრმული, მალევე უნდა უბრუნდებოდეს საწყის ადგილს. ახალი გაჭრილი ხორცი უნდა იყოს სველი და არა წებვადი. უნდა ჰქონდეს სახეობისთვის დამახასიათებელი სუნი და ფერი. ღორის შემთხვევაში ხორცის ფერი უნდა იყოს ღია ვარდისფერიდან მუქ წითლამდე, ხოლო საქონლის შემთხვევაში, ღია წითლიდან მუქ წითლამდე. გახსოვდეთ გაუყინავი ხორცის შენახვისა და რეალიზაციის ვადაა 48 საათი +2 დან +6 ტემპერატურაზე. ნუ შეიძენთ ხორცს გაურკვეველი ადგილებში რელიზაციისას, გაურკვეველი წარმოშობის და ვადის ხორცს, გაუფრთხილდით თქვენს სიცოცხლეს და ჯამრთელობას. 115 შეფასება არ არის
|