x
COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსით პირველი ბავში ამერიკაში დაიბადა

image
რამდენიმე დღის წინ ამერიკაში, კერძოდ კი სამხრეთ ფლორიდაში დაიბადა ახალშობილი, თანდაყოლილი ანტივირუსული ვაქცინით.
საქმე შემდეგში გახლავთ, ახალშობილის დედამ ორსულობის 36-ე კვირას გაიკეთა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა, სამი კვირის შემდეგ კი პატარა გოგონა დაიბადა. ანტივირუსის აღმოჩენა ახალშობილის ჭიპლარში მოხდა. გოგონა ჯანმრთელი დაიბადა და ექიმების ვარაუდით, თანდაყოლილი ვაქცინა მას საშუალებას მისცემს შემდგომში თავი დააღწიოს ვირუსით
დაინფიცირებას. თუმცა, ექიმები იმასაც აღნიშნავენ, რომ უნდა გაგრძელდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახალშობილზე
დაკვირვება და ანტივირუსის ეფექტურობის შემოწმება. მიუხედავად ამისა, ექიმები ახალშობილის მშობლებს ურჩევენ განმეორებით
მოახდინონ პატარას ვაქცინაცია. ექიმები პოლ ჯიბლერტი და ჩად რუდნიკი იმედოვნებენ რომ ვაქცინა MODERNA CIVID-19-ი
ისეთივე ეფექტური და უსაფრთხო ინება ორსულთათვის, როგორც ყველა სხვა ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინები.
ცოტახნის წინ მასაჩუსტესის საავადმყოფომ გამოიკვლია 131 ქალბატონი. რომელთაგანაც 84 ორსული იყო, 31 მეძუძური დედა
და 16 არაორსული. ყველა მათგანმა ჩაიტარა ვაქცინაცია ე.წ PRIZER ანუ MODERNA თითოეულ მონაწილეს შემდგომში
ერთნაირი იმუნური თვისებები აღენიშნებოდათ, გართულებების გარეშე. ასევე თითოეული ნაყოფის ჭიპლარში ფიქსირდებოდა
ანტისხეული, რაც უთუო დასტურია იმის, რომ დედის ვაქცინაციის შემთხვევაში ავტომატურად ხდება ნაყოფის ვაქცინაცია და დაცვა ვირუსისგან. MODERNA ერთადერთი ვაქცინაა, რომელმაც მიიღო უფლება გამოყენებული იქნას ექსტრემალურ სიტუაციებში, მათ შორის ორსულების შემთხვევაში.

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0