x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ შეიქმნა ჩვენი სამყარო — 13,7 მლრდ. წელი ერთ სტატიაში

სამყარო 13 მლრდ. 700 მლნ. წლის წინ, დიდი აფეთქების შემდეგ შეიქმნა, რომლის დროსაც, ენერგია მატერიად გადაიქცა.


image


დიდი აფეთქებიდან, 380 ათასი წლის შემდეგ, წყალბადის ატომები გაჩნდა. რომლებიც კოსმოში არათანაბრად გადანაწილდა. იქ, სადაც დიდი რაოდენობით ატომი იყო კონცენტრირებული, გაჩნდა გრავიტაციური ველი, რომლის გავლენით, კოსმოსურმა გაზმა შეკუმშვა დაიწყო და წნევის და ტემპერატურის გაზრდა გამოიწვია. ასეთ პირობებში, წყალბადის ატომებმა შეერთება დაიწყეს და გაჩნდა ახალი ქიმიური ელემენტი – ჰელიუმი.

ჰელიუმის შექმნისას, დიდი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა და დაპრესილი გაზის სფერო ნათებას იწყებს — ასე იქმნებიან ვარსკვლავები. პირველი ვარსკვლავები, დიდი აფეთქებიდან, 200 მლნ. წლის შემდეგ აკიაფდნენ.

ვარსკვლავების შიგნით, ჰელიუმის ბაზაზე, დაიწყო სხვადასხვა სახის ქიმიური ელემენტების ჩამოყალიბება და 12 მლრდ. წლის წინ, 25 ძირითადი ელემენტი შეიქმნა.
პირველი თაობის ვარსკვლავებს, მხოლოდ მსუბუქი ელემენტების წარმოება შეეძლოთ. იმისათვის რომ უფრო მძიმე ელემენტები შეიქმნას, საჭიროა ამ ელემენტების გადამუშავება, ანუ ახალი ვარსკვლავების ფორმირება, ძველი ვარსკვლავების ბაზაზე და ასეც მოხდა. ვარსკვკავების შექმნიდან, რამოდენიმე მილიონი წლის შემდეგ, ზოგიერთი ვარსკვლავი აფეთქდა.
ვარსკვლავის აფეთქების მომენტში გამოყოფილი ენერგია იმდენად დიდია, რომ მისი ქიმიური ელემენტების ბაზაზე, ახალი ელემენტები წარმოიქმნება: ურანი, ოქრო, სპილენძი... რკინა. ეს უკანასკნელი, ჩვენი ორგანიზმის შემადგენლობაშიც არის.
ასე, რომ, ყოველ ჩვენგანში, ოდესღაც არსებული, ვარსკვლავის ელემენტებია. imageყოველი აფეთქებული ვარსკვლავი, ახალ ვარსკვლავს აძლევს სიცოცხლეს. ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელიც 4 მლრდ. 600 მლნ. წლის წინ გაჩნდა, არის მზე, რომელიც 6 მლრდ. წლის წინ აფეთქებული ვარსკვლავის ბაზაზე შეიქმნა.
მზემ თავისი წინამორბედის აფეთქების შემდეგ, ნაშალი მასალის და ახლო-მახლოს არსებული გაზის და კოსმოსური მტვრის 99, 8%-ი მიითვისა. დანარჩენი მასალით, მზის სისტემის სხვა ობიექტები ჩამოყალიბდა.
თავდაპირველად, დედამიწა ისე სწრაფად ბრუნავდა, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობა, მხოლოდ 6 სთ. იყო, ხოლო მისი ზედაპირი, მთლიანად თხევადი ლავით იყო დაფარული.
გრავიტაციის მეშვეობით, თხევად ლავაში გაბნეული ქიმიური ელემენტების დახარისხება მოხდა. მძიმე ელემენტები ქვემოთ ჩავიდა, ხოლო შედარებით მსუბუქი — ზემოთ დარჩა. დროთა განმავლობაში, პლანეტის ზედაპირზე, მსუბუქი ელემენტებისგან, დედამიწის ქერქი შეიქმნა, ხოლო მძიმე მეტალებმა დედამიწის ბირთვი შექმნეს და დედამიწას გაუჩნდა მაგნიტური ველი, რომელიც მას მზის რადიაციისგან დღემდე იცავს.
4 მლრდ. 500 მლნ. წლის წინ, დედამიწას მარსისხელა კოსმოსური ობიექტი შეეჯახა. ამ დროს პლანეტის ქერქი გასკდა და შიგნიდან ლავა გადმოიღვარა. გრავიტაციის გავლენით, ლავის ორ გუნდად შეკვრა მოხდა და დედამიწის ირგვლივ თანამგზავრმა დაიწყო მოძრაობა.


imageimageგარდა ამისა, შეჯახების დროს, დედამიწის ღერძი დაიხარა და გაჩნდა წელიწადის დროები. ხოლო, მთვარის ზეგავლენით, დედამიწის მოძრაობის სიჩქარე შემცირდა და დღე-ღამის ხანგრძლივბა, დროთა განმავლობაში, 6–დან — 24 სთ-მდე გაიზარდა.

4 მლრდ. 400 მლნ. წლის წინ, დედამიწაზე ისეთი მაღალი ტემპერატურა იყო, რომ წყალი მხოლოდ ორთქლის სახით არსებობდა. სწორედ ამ დროს, დედამიწის სიღრმეში რადიაქტიური პროცესი შეწყდა და პლანეტამ გაციება დაიწყო. ამის შემდეგ, მოხდა ჰაერში არსებული წყლის ორთქლის კონდენსირება და დედამიწაზე წვიმა წამოვიდა, ამავე პერიოდში, ციდან ყინულოვანი მეტეორიტები ცვიოდა. მოსული წვიმისა და მეტეორიტული ყინულის დნობის შედეგად, პლანეტაზე წყალი გაჩნდა.
3 მლრდ. 800 მილიონი წლის წინ, ოკეანის სიღრმეში, სიცოცხლე ჩაისახა, შეიქმნა ცოცხალი ორგანიზმების პირველი მოლეკულები, გაჩნდნენ ბაქტერიები.
2 მლრდ. 500 მლნ. წლის წინ, ბაქტერიების ერთმა სახეობამ, — ციანობაქტერიებმა ფოტოსინთეზის პროცესი დაიწყეს და დედამიწაზე გაჩნდა ჟანგბადი.
პირველ ეტაპზე, ჟანგბადი წყალში არსებულ რკინის ელემენტებს უერთდებოდა და იქმნდებოდა რკინის ოქსიდი, რომელიც ოკეანის ფსკერზე ილექებოდა. როდესაც წყალში რკინის მარაგი ამოიწურა, ჟანგბადი ზემოთ ამოვიდა, ხოლო წყალში, ზოგიერთმა ბაქტერიამ ჟანგბადის მოხმარება დაიწყო. ცოცხალი ორგანიზმების მიერ, ჟანგბადის ათვისების შემდეგ, მათ მიერ საკუთარი ენერგიის გამოყენების ეფექტურობის ხარისხი 20-ჯერ გაიზარდა. აქედან მოყოლებული, მომდევნო 2 მლრდ. წლის მანძილზე, ცოცხალი ორგანიზმების აგებულება თანდათანობით რთულდებოდა. ამავე პერიოდში, ყალიბდებოდა და ვითარდებოდა დედამიწის ქერქი, გაჩნდა კონტინენტები.

550 მლმ. წლის წინ, ჟანგბადის დონე ატმოსფეროში 13%-ი იყო, ხოლო წყლის ქვეშ, კამბრიულ პერიოდში, საკმაოდ უცნაური გარეგნობის ცოცხალი ორგანიზმები ბატონობდნენ. სწორედ აქედან იწყება ცხოველების კლასებად დაყოფა და 30 მლნ. წლის შემდეგ, დღეს არსებული, თითქმის ყველა კლასის წარმომადგენელი უკვე არსებობდა.

100 მლნ. წლის მანძილზე, ცოცხალი ორგანიზმები მხოლოდ წყალში ბინადრობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ატმოსფეროში ჟანგბადი გაჩნდა, ყველაფერი შეიცვალა. image

ჟანგბადმა ოზონის ფენა შექმნა, რომელიც დედამიწას მზის მავნე რადიაციისგან იცავდა და 450 მლნ. წლის წინ, წყლიდან ბიოსფეროს პირველი წარმომადგენლები — მცენარეები ამოვიდნენ, ფსილოფიტების სახით. ხოლო 400 მლნ. წლის წინ, ხმელეთის ზედაპირზე, ამფიბიებიც გამოჩნდნენ.

ამფიბიების შემდეგ, 300 მლნ. წლის წინ, გაჩნდნენ ქვეწარმავლები. ამ უკანასკნელებს, ამფიბიებისგან განსხვავებით, ნაჭუჭიანი კვერცხი ჰქონდათ და ოკეანესთან კავშირი გაწყვიტეს. ამავე პერიოდში, ხმელეთზე, შიშველთესლიანი გიგანტური მცენარეები ბატონობდნენ.
250 მლნ. წლის წინ, მთელს დედამიწაზე, მისი განვითარების ისტორიაში, ყველაზე ძლიერი ვულკანური პროცესები დაიწყო. ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი დაგროვდა და ცოცხალი ორგანიზმების 70%-ი დაიღუპა.
უკანასკნელი 500 მლნ. წლის მანძილზე, ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი ამოწყვეტა 5-ჯერ მოხდა. ყოველი კატაკლიზმის დროს, დედამიწაზე გაბატონებული ცოცხალი ორგანიზმების სახეობები ნადგურდებოდა და სხვა ორგანიზმებს ეძლეოდათ განვითარების საშუალება. მაგ., ისეთებს, როგორებიც დინოზავრები იყვნენ.

დინოზავრები 160 მლნ. წლის მანძილზე (225 – 65 მლნ. წწ) ბატონობდნენ და სწორედ მაშინ გაჩნდნენ ყვავილები დედამიწაზე.
დინოზავრების ეპოქის დასაწყისში, დედამიწაზე მხოლოდ ერთი კონტინენტი — პანგეა იყო, რომელმაც მოგვიანებით დაშლა დაიწყო.
დინოზავრების ეპოქაში გაჩნდნენ ძუძუმწოვრებიც, მაგრამ მათ დინოზავრები განვითარების საშუალებას არ აძლევდბებ. მათი ბატონობის პერიოდში, ძუძუმწოვრები გამუდმებით სოროებში იმალებოდნენ.
65 მლნ. წლის წინ, დედამიწას 10 კმ-იანი კოსმოსური ობიექტი (ასტეროიდი) შეეჯახა და ამ კატასტროფამ ერთიანად ამოწყვიტა დინოზავრები. მტრის ღრუბლებმა მზე დაფარეს და დედამიწაზე ატომური ზამთარი დაიწყო. დინოზავრებთან ერთად დაიღუპა ყველა ცოცხალი ორგანიზმი, რომლის წონა 20კგ-ს აღემატებოდა.
დინოზავრების ამოწყვეტამ, ძუძუმწოვრებს მისცა განვითარების საშუალება. დედამიწაზე გაჩნენდნენ პირველი პრიმატები — ლემურები, რომლებიც იმ პერიოდში, ყველაზე განვითარებული ცხოველები იყვნენ.


image

image90 მლნ. წლის წინ, დედამიწაზე ისე ცხელოდა, რომ პოლუსებზეც კი, ტროპიკული ჯუნგლები იყო. ხოლო, 8 მლნ. წლის წინ, პლანეტამ ისეთი სახე მიიღო, როგორიც დღეს აქვს — გაჩნდა პანამის ყელი, რომელმაც გზა გადაუკეტა ატლანტის ოკეანედან წყნარ ოკეანეში მიმავალ თბილ დინებებს. ამავე დროს, გაჩნდა ჰიმალაის მთები, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა კლიმატის ფორმირებაზე და დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურამ დაიწია.
7 მლნ. წლის წინ, ყველა კონტინენტზე, ერთროულად გაჩნდა ბალახი და მან მთელი პლანეტის ზედაპირი დაიპყრო, შემცირდა ტყის ფართობები და მათი ადგილი სტეპებმა დაიკავეს.

3 მლნ. წლის წინ, დედამიწაზე გამოჩდნენ ადამიანები.
2 მლნ. წლის წინ, გამყინვარების პეროდი დაიწყო, რომლის უკანასკნეკი ფაზა 12 ათასი წლის წინ დასრულდა.
გამყინვარებამ ადამიანები აიძულა თავი გამოქვაბულებისთვის შეეფარებინათ.

ჩრდ. ნახევარსფეროში, გამყინვარების პერიოდში, დღევანდელი ბერინგის სრუტეც იყინებოდა, რაც ადამიანებს, კონტინენტებსშორის გადაადგილების საშუალებას აძლევდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც გამყინვარება დასრულდა, ისინი სხვადასხვა კონტინენტებზე აღმოჩნდნენ ჩაკეტილები.
ყინულისგან გათავისუფლებულმა მიწამ, ადამიანებს, ნადირობიდან და შემგროვებლობიდან, სოფლის მეურნეობაზე გადასვლის საშუალება მისცა. 10-მდე ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონში სოფლის მეურნეობის ცენტრები შეიქმნა. ადამიანმა ცხენი მოაშენა, რომელმაც მის ცხოვრსბაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

image7 ათასი წლის წინ, მესოპატამიაში ჩვენი ცივილიზაციის უძველესი კერა შეიქმნა. ხოლო 5 ათასი წლის წინ, ამ რეგიონში, უკვე არსებობდა დიდი ქალაქები, მრავალმრიცხოვანი მოსახლეობით.
ამ ქალაქებში შეიქმნა პირველი დამწერლობა ჩვენს პლანეტაზე, პირვალი არმია ქალაქის დაცვისათვის და პოლიტიკა — ქალაქის მართვისათვის.
5 ათასი წლის წინ, ცივილიზაციის უძველესი კერები, ასევე არსებობდა ნილოსის, ინდის, ხუანხეს და იანძის სანაპიროებზეც და დაიწყო ურთიერთობა ცივილიზაციებს შორის. ისინი ერთმანეთს მეცნიერებისა და ტექნიკის ახალ მიღწევებს უზიარებდნენ. უკვე იმ დროს, ცივილიზაციის ყველა ცენტრში, დღე-ღამეს 24 საათად, ხოლო საათს 60 წუთად ყოფდნენ. შუმერების მიერ გამოგონილმა ბორბალმა, მათი შემდგომი განვითარებისთვის, ადამიანებს ძლიერი იარაღი მისცა.

ძვ. წ. აღრ X საუკუნეში შეიქმნა პირველი კავალერია და ადამიანებმა დაიწყეს ცხენების გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში.
ძვ. წ. აღრ. 650 წელს, პირველი იმპერია შეიქმნა დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. ეს იყო სპარსეთის იმპერია.
შემდეგი ათასი წელი, იყო იმპერიების პერიოდი, ჩვენი ცივილიზაციების ისტორიაში. იმპერიების შექმნამ და ზრდამ ახალი რელიგიური მიმდინარეობის გავრცელებას შეუწყო ხელი. გაჩნდა მონოთეიზმი (ერთი ღმერთის რწმენა) და ჩამოყალიბდა მსოფლიოს ძირითადი რელიგიები: იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი და ინდუიზმი.
იმპერიების ზრდის მიუხედავად, ზოგიერთი დიდი სახელმწიფო, ბუნებრივი საზღვრების გამო იზოლაციაში იყო მოქცეული. დიდი ხნის მანძილზე, დასავლეთის ცივილიზაციებმა არაფერი იცოდნენ ჩინეთის შესახებ.

ძვ.წ. აღრ. II საუკუნეში, ჩინეთის იმპერატორმა, ელჩი გაგზავნა დასავლეთში, მოკავშირეების მოსაძებნად. მის მიერ გავლილი გზა, მოგვიანებით, «დიდ აბრეშუმის გზად» იქცა და ჩინეთი დანარჩენ მსოფლიოსთან დააკავშირა. მიუხედავად ამისა, ჩინელებს და ევროპელებს ერთმანეთი საუკუნეების მანძილზე არ უნახავთ, რადგან ამ გზაზე, ძირითადად, არაბი ვაჭრები დადიოდნენ.
სავაჭრო გზებზე, საქონლის გარდა, დიდი საფრთხეც გადაადგილდებოდა ინფექციების სახით, რომელიც ადამიანების მასობრივ ამოწყვეტას იწვევდა. თუმცა, ასეთ კავშირებს დადებითი შედეგებიც ჰქონდა.


image

image312 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინემ, ქრისტეანობა მიიღო და მოკლე ხანში, ის ევროპაში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, საყოველთაო რელიგიად იქცა.

ქრისტიანობის გავრცელებიდან 300 წლის შემდეგ, გაჩნდა ისლამი. რელიგია, რომელმაც 2, 5-ჯერ დიდი ტერიტორია გააერთიანა ვიდრე რომის იმპერია იყო.
მომდევნო 1000 წლის მანძილზე, სწორედ არაბი ვაჭრები იყვნენ სავაჭრო ქსელის გამაფართოებლები და პროგრესის გამავრცელებლები. 6 აქლემისგან შემდგარ ქარავანს, ერთ დღეეში, 2 ტონა ტვიტთის გადატანა შეეძლო 100 კმ-ზე. არაბი ვაჭრების წარმატების საწინდარი სწორედ ეს იყო და კიდევ ის, რომ ისინი სავაჭრო გზების ყველა გზაჯვარედინს აკონტროლებდნენ.
როგორც აღნიშნული იყო, არაბები, ვაჭრობის გარდა, ცოდნასაც ავრცელებდნენ. იტალიელმა მათემატიკოსმა, ლ. ფიბონაჩიმ (1170-1250 წწ.), რომელიც ხშირად სტუმრობდა ჩრდ. აფრიკას, ყურადღება მიაქცია არაბ ვაჭრებს, რომლებიც თავიაანთ საქმიანობაში, ციფრების ათობითი სისტემით სარგებლობდნენ. მეცნიერმა არაბებისგან ისწავლა ციფრებით სარგებლობა და მოგვიანებით, ნაშრომი დაწერა. ასე გავრცელდა ეს ციფრები მსოფლიოში. თავად არაბებმა კი, ეს ციფრები ინდოელებისგან გადმოიღეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელმაც იმ დროინდელი მსოფლიო შეცვალა, ასევე არაბებმა გაავრცელეს: ერთმა ჩინელმა ალქიმოკასმა, რომელიც მუდმივი ახალგაზრდობის ელექსირზე მუშაობდა, შემთხვევით დენთი გამოიგონა.
ხოლო, არაბებმა დენთის რეცეპტი ახლო აღმოსავლეთში ჩაიტანეს და მუსულმანებს, ევროპელი ჯვაროსნების წინააღმდეგ საბრძოლველად, მძლავრი იარაღი ჩაუგდეს ხელში.მოგვიანებით, ევროპელებმაც აიტაცეს ეს იდეა და ცეცხლსასროლი იარაღი შექმნეს.
500 წლის წინ დედამიწაზე, დაახლოებით, 400 მილიონი კაცი ცხოვრობდა. ამერიკაში აცტეკები, მაია და ინკები იყვნენ. ხოლო ევროპაში, რომის იმპერიის ნანგრევებზე შექმნილი სახელმწიფოებები არსებობდა, რამაც ქრისტეფორე კოლუმბს საშუალება მისცა, სხვადასხვა ქვეყნის მონარქებისთვის მისი ექსპედიციის დაფინანსება ეთხოვა.
imageკოლუბის წინადადებას ესპანეთის მეფე დათანხმდა და 1492 წელს ის ზღვაში გავიდა.
მართალია, კოლუმბი ინდოეთისკე მიმავალ გზას ეძებდა და ვერ იპოვა, მაგრამ მან ორი სამყარო გააერთიანა.
ამ მოვლენის შემდეგ, ევროპა გახდა დომინანტი ვაჭრობაში. ის მსხვილ სავაჭრო კვანძად გადაიქცა, რომელშიც თავს საქონელი აზიიდან და ამერიკიდან იყრიდა.
ორი სამყაროს გაერთიანებას უარყოფითი შედეგებიც ჰქონდა: დაიწყო დაპირისპირება ძველ და ახალ სამყაროებს შორის. ევროპელებმა ამერიკის კონტინენტზე სხვადასხვა სახის მომაკვდინებელი იარაღის გარდა, ინფექციებიც ჩაიტანეს. შედეგად, კოლუმბის მოგზაურობიდან რამოდენიმე წელში, ადგილობრივი მოსახლეობის 95% ამოწყდა.

ორი სამყაროს გაერთიანებით, ერთი კონტინენტიდან მეორეზე, სხვადასხვა მცენარებიის კულტივირება დაიწყო. გაჩნდა ახალი საკვების პროდუქტები.

შაქარის ლერწამი, რომელიც აზიაში 6 000 წლის წინ უკვე იყო, ევროპელებმა მხოლოდ ჯვაროსნული ომის პერიოდში აღმოაჩინეს და ევროპაში ჩამოიტანეს. მაგრამ, ევროპაში არ იყო ისეთი ადგილი, სადაც ეს მცენარე გაიხარებდა. ქ. კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, იქ დაიწყო შაქრის პლანტაციების გაშენება. რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტიურად აღარ იყო, საჭირო გახდა მუშა ხელის სხვა ადგილებიდან ჩამოყვანა და დაიწყო მონებით ვაჭრობა. პლანტაციებზე, ძირითადად, აფრიკის კონტინენტიდან ჩაყვანილი მონები მუშაობდნენ.



image

image300 წლის წინ, დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, გლეხურ მეურნეობებში იყო დაკავებული. საყოფაცხოვრებო ნივთები კი წვრილ საწარმოებში იქმნებოდა და 1700 წლამდე, ყველა სამუშაოს ხელით ასრულებდნენ.
იმ პერიოდში, ბრიტანეთში გასათბობად დიდი რაოდენობით ნახშირს მოიხმარდნენ. მაღაროები, რომლებშიც ნახშირის მოპოვება ხდებოდა, სულ უფრო და უფრო ღრმა ხდებოდა და ხშირად, გრუნტის წყლებით იტბორებოდა.
1712 წ. ტ. ნიუკმანმა შექმნა ორთქლზე მომუშავე წყლის სატუმბი.
პირველმა ორთქლის ძრავამ კაცობრიობის ისტორიაშო, ადამიანი მძიმე ფიზიკური შრომისგან გაათავისუფლა და მსოფლიო შეცვალა. ეს იყო ტექნიკური რევოლუცია, რომელიც პოლიტიკურ რევოლუციებთან (ამერიკა, საფრანგეთი) ერთად მოხდა. იქიდან მოყოლებული, ატლანტიკის სანაპიროებთან მდებარე ქვეყნები, ჰეგემონები ხდებიან მთელს მსოფლიოში.

XVIII საუკუნეში დაიწყო რკინეგზების გაყვანა ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში.

XIX საუკუნის 70-იან წლებში შეიქმნა შიდა წვის ძრავა და ავტომობილი.

1903 წელს ამერიკელმა ძმებმა რაიტებმა (Wright) თვითმფრინავი შექმნეს, რომელმაც 3 მ. სიმაღლეზე 37 მეტრი გაიფრინა და 12 წამის შემდეგ მიწაზე დაეშვა. სრულყოფილი თვითმდრინავი მსოფლიო საზოგადოებას, იმავე ძმებმა, 1906 წელს წარუდგინეს.
XX ს. დასაწყისში ნავთობი გახდა ყველაზე მთავარი საქონელი დედამიწაზე.
გამოიგონეს ტელეგრაფი (1774 წ.), ტელეფონი (1876 წ.), ელ.ნათურა (1879 წ.).

გაიზარდა მოთხოვნილება ნავთობზე და იმატა ომების რიცხვმა — გასულ საუკუნეში, ომებში 3-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 2000 წლის მანძილზე, მანამდე.

დედამიწაზე დღეს, 7 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ყველაფერი კი ერთი დიდი აფეთქებით დაიწყო...

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. NASA–ს მეცნიერებმა დედამიწაზე სიცოცხლის გაქრობის თარიღი გამოთვალეს
2. «ამ გრაგნილების შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო» – აცხადებენ მეცნიერები
3. სსრ კავშირი უცხოპლანეტელებმა დაშალეს?

4. მესამე სქესი, ღალატი, მდიდარი კურტიზანები... – როგორ ერთობოდნენ ძველად ინდოეთში

5. სანაპიროზე ნაპოვნი უსიამოვნო სუნის მქონე ქვა, რომელიც ათასობით დოლარი ღირს
6. გაზაფხული — ზაფხულის სეზონის კაბების 5 ყველაზე აქტუალური ვარიანტი

0
238
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0