x
image
ლანა92
შვედმა მამაკაცმა წრუწუნების დახმარებით ყოფილ მეუღლეზე შური იძია

image







შვედმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით, მის ბინაში რამდენიმე ათეული წრუწუნა გაუშვა ჩუმად. მამაკაცმა ისარგებლა იმით, რომ მისი ყოფილი ცოლი მღრღნელების მიმართ ირაციონალურ, ამოუხსნელ შიშს განიცდის.

შვედი კვირა დღეს მივიდა ყოფილი ცოლის საცხოვრებელში, სტოკჰოლმის გარეუბანში და წრუწუნები შეუშვა კარებში, ფოსტისათვის განკუთვნილი ჭრილიდან. ქალმა გაიღვიძა და ოთახში რამდენიმე ათეული წრუწუნას გარემოცვაში აღმოჩნდა მოულოდნელად.

ბოროტი ხუმრობის მსხვერპლმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციელებმა ადგილზე მისვლისთანავე "ბოროტმოქმედი" დააკავეს. ქალისათვის თაგვების ჯარის თავდასხმა იმდენად თავზარდამცემი იყო, რომ ძლიერი შოკი მიიღო და კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციელებმა ოთახში 19 თაგვი დაიჭირეს.

დაზარალებულის ყოფილ ქმარს ბრალი ედებოდა მუქარასა და ცხოველების მიმართ სასტიკ დამოკიდებულებაში. თავის მხრივ, შვედი მამაკაცი ითხოვდა თაგვების უკან დაბრუნებას, მაგრამ პოლიციამ მღრღნელები ვეტერინარს გადასცა მოსავლელად.

0
252
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0